კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცხოვრება ვულკანზე...

 

სწორედ ამას ჰგავს ოტელოსავით ეჭვიანი ადამიანის, მით უმეტეს, მამაკაცის გვერდით გატარებული თითოეული დღე. სკანდალები, ფაქტობრივად, გარდაუვალია. ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა: ქალი იშვიათად პატიობს ეჭვიანობას კაცს, მაგრამ არასოდეს გაპატიებთ, თუ საერთოდ არ იეჭვიანებთ მასზეო. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ წარმოდგენითაც კი საშინელებაა, არაადეკვატურად ეჭვიანი ქმრის შემოტევების გამკლავება. როცა ის ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობს სრულიად უმიზეზოდ და უსაბუთოდ, ძალიან მალე ეს სრულ კოშმარად გექცევათ. ზოგადად, ეჭვი ნორმალური, ბუნებრივი გრძნობაა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. მთავარია, ზღვარს არ გადავიდეს და პათოლოგიური სახე არ მიიღოს.

სტატისტიკის მიხედვით, სწორედ პათოლოგიური ეჭვიანობა ხდება, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახური ტრაგედიების მიზეზი. დაუსრულებელი ისტერიკები, სკანდალები, ძალადობა და ბოლოს სრული კრახი. ურთიერთობის დასასრული.

ყველა მამაკაცი თავისი ბუნებით მესაკუთრეა. ეს მათ ხასიათში დევს და სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია. თუ დარწმუნებულები არ იქნებიან, რომ ქალი მთლიანად მათ ეკუთვნით, ვერაფრით მოისვენებენ. გაუჩნდებათ არასრულფასოვნების განცდა და კომპლექსი. სხვათა შორის, ქორწინება სიყვარულით ბოლო ასწლეულების მონაპოვარია. მანამდე ოჯახის შექმნას ეკონომიკური ინტერესები ედო საფუძვლად და კაცს ზუსტად უნდა სცოდნოდა, შემთხვევით, სხვის ნაშიერებს ხომ არ არჩენდა.

არავითარი პროვოკაცია. ეს შესაძლოა, ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. თუ მას უკვე ქმრის სტატუსი აქვს და ყველაფერი სერიოზულადაა, მაშინ გაუფრთხილდით ურთიერთობას, საკუთარ თავსაც. სიყვარული ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. როგორმე აუხსენით ეს თქვენს მეუღლეს. იქნებ გაგიგოთ და შეეცადოს გააკონტროლოს თავისი ემოციები.

შეიძლება, ვერც მიხვდეთ ისე „ჩართოთ“ ეჭვიანობის „მექანიზმი“. ეჭვიანობს – ესე იგი, ვუყვარვარ, ნელ-ნელა მძიმე ფორმებს მიიღებს, თუკი ცეცხლზე ნავთს დაასხამთ და შეამოწმებთ მისი სიყვარულის ხარისხს. ნუ გააღიზიანებთ მის თავმოყვარეობას და ნუ მოუყვებით ისეთ რამეს, რაც მის ფანტაზიებს, წარმოსახვას, არასასურველ მიმართულებას მისცემს. თუ ქმარი ეჭვიანია, ნუ დაუმალავთ მას მობილურ ტელეფონს და ნუ შეიყვანთ მასში აბონენტს საალერსო სახელებით. პრევენციული ზომებია გულახდილობა და სიმშვიდის შენარჩუნება. იქნებ, ამან გადაგარჩინოთ.

 

скачать dle 11.3