დაიცავით თავი საშიში ვირუსებისგან
უკვე დროა ვირუსებთან ბრძოლა დაიწყოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და დროულად დაიცავით თავი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და ამით თავს დიდ დახმარებას გაუწევთ. კერძოდ:
* ავადმყოფებთან კონტაქტის დროს ცხვირის ნესტოებში წაისვით ოქსოლინის მალამო და სვით კომპლექსური პოლივიტამინები;
* ხშირად გაანიავეთ ოთახები. სუფთა ჰაერი ინფექციებს ებრძვის და აუცილებელია ლორწოვანას ნორმალური ფუნქციონირებისთვის;
* ოთახში ვირუსების მოსასპობად, დაჭერით ნიორი, დაალაგეთ თეფშზე და დადგით სხვადასხვა ადგილას;
* როგორც კი ცუდად იგრძნობთ თავს, გადადეთ ყველა საქმე, ჩაწექით ლოგინში, მოერიდეთ ორპირ ქარს, სვით რაც შეიძლება ბევრი სითხე და ნუ მიირთმევთ ბევრ საკვებს;
* ეცადეთ, არ მოწიოთ სიგარეტი, რადგან თამბაქოს ბოლი აუარესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და გამოჯანმრთელების პროცესს ანელებს.
გრიპის დროს და პროფილაქტიკის მიზნით, გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: ნახევარი ჩაის ჭიქა მცენარეული ზეთი ადუღეთ წყლის ორთქლზე დაახლოებით ნახევარი საათი. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და ჩაყარეთ შიგ დაჭრილი ოთხი-ხუთი კბილი ნიორი და ნახევარი თავი ხახვი. მიქსერით კარგად აურიეთ. ეს მალამო წაისვით ცხვირის ნესტოებში და ვირუსები აღარ მოგეკარებათ.