კანის დაავადებებს ქაცვის ზეთით მოირჩენთ
ქაცვის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს პიგმენტებს და ბეტა-კაროტინს, ასევე, ტოკოფეროლს, ანუ E ვიტამინს, B1, B2, B6, C და P ვიტამინებს, სტერინებს, ცხიმოვან მჟავებს, კერძოდ, ოლეინს, ლინოლენს, ლინოლეინს და ფიტონციდებს.
ქაცვის ზეთი გამოიყენება ტროფიკული წყლულის, დამწვრობის, ეპითელიზაციით მიმდინარე კანის დაავადებების, საშვილოსნოს ყელის წყლულის, პროქტიტის და ბუასილის, ათეროსკლეროზის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
დამწვრობის დროს კანის დაზიანებულ უბანს დააწვეთეთ ქაცვის ზეთი და დაიფინეთ დოლბანდი. გაიჩერეთ საფენი მთელი ღამის განმავლობაში.
კანის დაწყლულებული ადგილი ჩამოიბანეთ ანტიბიოტიკის ხსნარით და შემდეგ გადაისვით ქაცვის ზეთი.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს, კარგია ქაცვის ზეთის ტამპონი. ტამპონზე დააწვეთეთ ათი მილიგრამი ზეთი. გამოიცვალეთ ტამპონი ყოველდღიურად. მკურნალობის კურსი 10-12 დღეა. ექვსი კვირის შემდეგ კი კვლავ გაიმეორეთ.