ბრონქიტისა და ყურის ტკივილის დროს ბოლოკი გამოიყენეთ
ოდითგანვე ცნობილია, რომ ბოლოკს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია. სამკურნალოდ გამოიყენება მთლიანად ბოლოკი, მისი თესლი და ფოთოლი.
ბოლოკის წვენს აურიეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი და მიიღეთ ერთი კოვზი, დღეში 3-ჯერ. ეს კარგი ამოსახველებელი საშუალებაა. ის გამოიყენება ბრონქიტის, ყივანახველას, ზემო სასუნთქი გზების კატარის დროსაც. ის ასევე, კარგი და ეფექტურია ფილტვების ტუბერკულოზის დროს, სისხლიანი ღებინებისას, თირკმლისა და შარდის ბუშტში კენჭის არსებობის შემთხვევაშიც.
გარეგანი გამოყენებისას გახეხილი ბოლოკის ფაფას ან მის წვენს იდებენ მტკივან ადგილას. სახსრების ანთების დროს, განსაკუთრებით რევმატიული და პოდაგრული წარმოშობის ანთებისას. ასევე, რადიკულიტის შემთხვევაში, ახლად გახეხილი ბოლოკის ფაფის საფენები უებარი საშუალებაა. ის ასევე, კარგია ეგზემის დროსაც.
ყურის ტკივილის დროს ბოლოკს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. ბოლოკის გამთბარი წვენი ჩაიწვეთეთ ყურში. თავის ტკივილს კი მისი წვენის დალევის შემთხვევაში ადვილად დაამარცხებთ.