რატომ უნდა დაიწყოთ დილა ფაფეულით და არა ფინჯანი ყავით
უმრავლესობა ადამიანებისა დილას ჭიქა ყავით იწყებს. ამას იმით ამართლებენ, რომ ამით ფხიზლდებიან და ენერგიაზე მოდიან. არადა, თუ დილით მაგარ ყავას დასჯერდებით, სისხლში ქოლესტერინის დონე მკვეთრად აიწევს, გლუკოზა კი შემცირდება, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა.
გამოკვლევების მიხედვით, ისინი, ვინც რეგულარულად საუზმობენ, მთელი დღის განმავლობაში კარგად გრძნობენ თავს, არც სტრესი ემუქრებათ და არც დეპრესია, ასევე, სწრაფად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და შრომის უნარიც ემატებათ.
გირჩევთ, საუზმეზე მიირთვით ფაფები და პური. ისინი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, რძის პროდუქტი კი – კალციუმით.
ასე რომ, უმჯობესია, დილით ფინჯანი ყავის ნაცვლად უპირატესობა ფაფეულს და რძის პროდუქტებს მიანიჭოთ და შედეგიც თქვენი თვალით იხილოთ.