აფრიკამ ნიუ-იორკი დაიპყრო
მსოფლიოში განთქმული ნიუ-იორკის მარათონი აღმოსავლეთ აფრიკის წარმომადგენელთა ტრიუმფით დასრულდა. მარათონის გამარჯვებული კენიელი ჯეფრი მუტაი გახდა, რომელმაც ერთი წუთით და 22 წამით გაასწრო თანამემამულე ემანუელ მუტაის. მესამე ადგილზე ეთიოპიელი ცეგაი კებედე გავიდა. ნიუ-იორკის მარათონი სათავეს 1970 წლიდან იღებს და ერთ-ერთ უმსხვილეს შეჯიბრებად ითვლება. წლევანდელ გარბენში 47 107 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.