კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

თეოფანე დაყუდებული: თუკი ფლობ ჭეშმარიტებას, ან, თუნდაც ფიქრობ, რომ ფლობ მას, განუმარტე იგი. რაც შეიძლება მარტივად და, რაც მთავარია, რბილად და სიყვარულით იმას, ვინც ამას საჭიროებს.

ნეტარი ავგუსტინე: თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღვთის მსახურია და ენას, კი არ ალაგმავს, არამედ, თავის გულს აცდუნებს, მისი მსახურება ფუჭია.

იოანე ოქროპირი: ჩვენზეა დამოკიდებული, ჩავახშოთ სინდისი თუ გავცისკროვნდეთ მისი ნათელით, როცა მას ყურს ვუგდებთ: თუ იგი ჩვენ რაღაცის გაკეთებას გვავალებს და არ ვასრულებთ, თუ იგი განაგრძობს ჩვენს გაფრთხილებას და მაინც არ გვესმის, მაშინ, მისი ხმა ნელ-ნელა სუსტდება და ბოლოს, სრულიად წყდება, ამიტომ, მუდმივად უგდეთ ყური მას. მცირე გადაცდომებზე თვალის დახუჭვა კი დიდ ცოდვაში ჩაგვაგდებს. პატარ-პატარა შეცოდებანი ხშირად სახიფათო ჩვევებს ამკვიდრებს ჩვენში. ვეცადოთ, აღვკვეთოთ ბოროტება, ვიდრე მას ჩვენში ფესვები ღრმად გაუდგამს. კეთილი და ბოროტი ჩვენში იმის მიხედვით იმატებს, რამდენადაც დავუშვებთ მათ გულში.

ეპიფანე თეოდოროპულოსი: ღმერთის შეგრძნება შესაძლებელიცაა და ადვილიც. მისი გაცნობიერება, თუ რას წარმოადგენს იგი – შეუძლებელია და არცაა საჭირო. ღმერთი, რომლის წვდომა შესაძლებელია, უკვე ღმერთი აღარაა.

ეფრემ ასური: ადამიანს სული რომ არ ჰქონდეს, მისთვის უცხო იქნებოდა ხორციელი ცოდვები, მაგრამ, ხორცის შეცოდების გარეშე მისთვის ამოუცნობი დარჩებოდა სულის არსებობა.

ბასილი დიდი: ადამიანში, ცხოვრების პირველ წლებში, მხოლოდ სხეული ვითარდება და მხოლოდ მას შეიგრძნობს იგი თავისთავად. მაშინაც კი, როცა მასში სული იღვიძებს, ის მაინც სხეულის მოთხოვნებს აკმაყოფილებს – სულის მოთხოვნის საპირისპიროს. ამით იგი საკუთარ თავს ვნებს, შეცდომებს უშვებს, სცოდავს. ასაკის მომატებასთან ერთად, სულის ძახილი იმატებს, უფრო მეტად შორდებიან ერთმანეთს სულისა და სხეულის მოთხოვნები. შემდგომ დგება ჟამი სიბერისა, როცა სხეული ბერდება, ხორცი ძაბუნდება, უფრო და უფრო ნაკლებს ითხოვს, სულიერი „მე” კი იზრდება და, მაშინ, ადამიანები, მიჩვეულნი საკუთარი სხეულის მსახურებას, ხელი რომ არ აიღონ განვლილ ცხოვრებაზე, იგონებენ ცდუნებებსა და ცრუმორწმუნეობას, რომლებიც საშუალებას აძლევენ მათ, ცოდვებში ჩავარდნენ. მაგრამ, რაც უნდა ეცადონ, ვერ შეძლებენ სხეულის დაცვას სულიერი „მესგან”, ის „მე” ყოველთვის იმარჯვებს, თუნდაც სიცოცხლის ბოლო წუთებში მაინც.

გაბრიელ ეპისკოპოსი: ცოდვა ხორციდან მომდინარეობს, ცდუნება – ადამიანთა შეხედულებიდან, ცრუმორწმუნეობა – საკუთარი გონების უნდობლობიდან.

ალექსი ბერი: ვერავინ აღწევს ცხოვრებაში იმგვარ ჭეშმარიტ თანასწორობას, როგორსაც ბავშვები. როგორი დამნაშავენი არიან უფროსები, როცა რყვნიან მათ ამ წმინდა გრძნობას, ასწავლიან, რომ, არიან იმპერატორები, მეფეები, მდიდრები, გამოჩენილი ადამიანები, რომელთაც პატივი უნდა მიაგონ; და, არიან მსახურები, მუშები, ღარიბები, ვისაც შეიძლება, უდიერად მოეპყრო! „და ვინ აცდუნებს ერთ-ერთ ამ მცირეთაგანს...” 

ნილოს სინელი: არასდროს იფიქრო, რომ უმნიშვნელოა ის პატარა დანაშაული, რომელიც ჩაიდინე. „ახლა ჩავიდინე, მეტს აღარ ვიზამ” – ტყუილია: გაგიჭირდება თავის შეკავება, რადგან, თუ ერთხელ დააშავებ, მეორედაც გაიმეორებ იმავეს. არასოდეს თქვა კარგ საქმეზე: „საცდელადაც კი არ ღირს, ეს ისე ადვილია, როცა მომინდება, მაშინ გავაკეთებ.” ნუ იფიქრებ და ნუ იტყვი ასე, ყველაზე უმნიშვნელო კეთილი საქციელი ძალას გმატებს მადლიანი ცხოვრებისთვის, უკეთური საქციელი კი – გართმევს.

 

скачать dle 11.3