კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მიმართ არის განწყობილი სკეპტიკურად მილიარდერი დევიდ კოხი და ვისი მანუსკრიპტები შეიძინა 30 მილიონ დოლარად ბილ გეითსმა

 

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. მსოფლიოს დანარჩენი სახელმწიფოები კრიზისის მეორე ტალღისთვის ემზადებიან. ექსპერტები კი არცთუ დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. ამის მიუხედავად, მსოფლიოს მილიარდერები, როგორც ჩანს, არ უფრთხიან აღნიშნულ მოვლენებს და აგრძელებენ რარიტეტული ავტომობილების, ხელოვნების ნიმუშთა, ფუფუნების საგნებისა და სხვა ძვირად ღირებული „სათამაშოების” შეძენას. „თბილისელების” ამ ნომერში მილიარდერების მიერ შეძენილი „სათამაშოების” ჩამონათვალს გთავაზობთ.

მილიარდერმა და ერთ დროს ამერიკის პრეზიდენტობის მსურველმა, დონალდ ტრამპმა „მაიკროსოფტის” ერთ-ერთი დამფუძნებლისგან, პოლ ალენისგან 100 მილიონ დოლარად კერძო თვითმფრინავი „ბოინგ-757” შეიძინა. ტრამპმა მფრინავ ხომალდს მთლიანი ტიუნინგი გაუკეთა: დასაჯდომი ადგილების ღვედებს ოქროს დამჭერები აქვს და, იგივე ძვირფასი ლითონისგან მოპირკეთდა ბორტზე არსებული სანტექნიკაც. თვითმფრინავი თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებით არის  აღჭურვილი.

ექსცენტრიკულობით განთქმულმა ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა, რომელმაც სულ ახლახან საკუთარი კოსმოდრომი გახსნა, წყალქვეშა ნავი „ნეკერ ნიმფი” შეიძინა. ბრენსონს საკუთარ კუნძულზე სუბმარინის გაქირავების სერვისი აქვს და ნავის არენდა ერთი კვირით 25 ათასი დოლარი ჯდება. სხვათა შორის, ბრენსონი კუნძულსაც აქირავებს და ეს სიამოვნება, სულ რაღაც, 53 ათასი დოლარი დაგიჯდებათ დღე-ღამეში. აღსანიშნავია, რომ სუბმარინის საშუალებით, შესაძლებელია, წყალქვეშა სამყაროს დათვალიერება 360-გრადუსიანი პანორამით.

გასულ კვირას ინკოგნიტოდ დარჩენილმა ერთ- ერთმა მილიარდერმა უნიკალური სპორტული ავტომობილი, 1957 წლის მოდელი – „ფერარი 250 ტესტა როზა” იყიდა. „ფერარის” ეს მოდელი სააუქციონო სახლ „გუდინგ ენდ კომპანის” ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტია. არაოფიციალური ვერსიით, ავტომობილის დაწყებითი ფასი 8 მილიონ დოლარს შეადგენდა და საბოლოოდ, 16,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი უამრავ ძვირად ღირებულ „სათამაშოს” ფლობს – იახტებს, თვითმფრინავებსა და საკალათბურთო კლუბ „ნიუ-ჯერსი ჯეთს”. სულ ახლახან კი ოლიგარქმა კიდევ ერთი გასართობი შეიძინა – სატრენაჟორო დარბაზების პოპულარული ტრენაჟორი თხილამურების სიმულატორი.

„მაიკროსოფტის” თანადამფუძნებელ პოლ ალენს ძვირად ღირებული „სათამაშოების” დიდი კოლექცია აქვს და მისი ერთ-ერთი ბოლო გატაცება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენებისა და თვითმფრინავების შეძენაა. ამჟამად მილიარდერის კოლექციაში 20-მდე მოდელია. კოლექციისთვის ალენმა სპეციალური ფარეხი ააგო, რომლის მოწყობაც 5 მილიონი დაუჯდა.

მეხანძრეობა ბევრი ზრდასრული მამაკაცის ბავშვობის დროინდელი საოცნებო პროფესიაა და რეჟისორმა, შეთავსებით კი, მილიარდერმა ჯორჯ ლუკასმა ეს ოცნება სოლიდურ ასაკში აიხდინა. ლუკასმა 12 სახანძრო მანქანა შეიძინა და მოხალისეებისგან მეხანძრეთა რაზმი შექმნა, რომელთაც ყოველთვიურად უხდის ხელფასს. ლუკასის მეხანძრეთა ჯგუფის მთავარი ფუნქცია, რეჟისორის კუთვნილი რანჩოს ხანძრისგან დაცვაა. თუმცა „ვარსკვლავური ომების” შემქმნელის რაზმი, პერიოდულად კალიფორნიაში გახშირებული ხანძრების ჩაქრობაშიც ეხმარება ადგილობრივ მთავრობებს.

ოქროთი მოვაჭრემ ტეხასიდან – მილიარდერმა მაიკლ ვერეტმა ბავშვობის ოცნება აიხდინა და აუქციონზე მაიკლ ჯეკსონის ლეგენდარული, წითელი ქურთუკი შეიძინა, რომელიც პოპ-მეფეს მუსიკალური ვიდეოკლიპის, „თრილერის” გადაღების დროს ეცვა. ქურთუკი 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამგვარად, ჯეკსონის გარდერობის ეს ატრიბუტი ყველაზე ძვირად ღირებულია იმ ნივთებს შორის, რაც კი მუსიკოსებსა და მომღერლებს უკავშირდება.

კომპიუტერული უზრუნველყოფის კომპანია „ორაკლის” მფლობელმა, „ფორბსის” მილიარდერთა პირველი ოცეულის წევრმა, ლოურენს ელისონმა 20 მილიონ დოლარად მალიბუში ფეშენებელური ვილა შეიძინა. ვილის შემოგარენში  არის ჩოგბურთის კორტი, აუზი და „ფუფუნების” სხვა „გაჯეტები”. ვილის მთავარი ღირსშესანიშნაობა კი ფუნიკულიორია.

რუსმა ბიზნესმენმა, „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგის წევრმა, ვლადიმირ ანტონოვმა თავის „კოლეგებს” – რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს მიჰბაძა და საფეხბურთო კლუბი – „პორტსმუთი” შეიძინა. ამრიგად, რუსების მიერ „პრემიერლიგის” კლუბების ათვისების პოლიტიკა გრძელდება.

ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის” დამფუძნებელი და აქციონერი, ჯეფრი ბეზოსი კერძო კოსმოსური ხომალდების გაშვების ფინანსირებით დაინტერესდა და კომპანია „ბლუ ორიჯინთან” ერთად გეგმავს, ეს პროექტი განახორციელოს. საინტერესოა, რომ ბეზოსის პარტნიორი ამ წამოწყებაში კოსმოსის ათვისების კიდევ ერთი მსურველი, მილიარდერი რიჩარდ ბრენსონია.

ამერიკელი მილიარდერი დევიდ კოხი სკეპტიკურად არის განწყობილი გლობალური დათბობის პრობლემის მიმართ და რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯა ამ მითის გასაქარწყლებლად. კერძოდ, ეს მილიონები კოხმა საჰაერო ბურთში გადაიხადა, რომელსაც ამერიკის კონტინენტზე უნდა გაერკვია კლიმატის ცვლილება.

„მაიკროსოფტის” მფლობელმა, ბილ გეითსმა 30,8 მილიონ დოლარად ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების მანუსკრიპტები შეიძინა. შეძენილი მანუსკრიპტები გეითსმა სკანერზე გაატარა და მათი ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერა. და ვინჩის ნაშრომების „კოდექს ლესტერის” ელექტრონული ვერსიის შეძენა ნებისმიერ მსურველს 30 დოლარად შეუძლია.

ჰეჯ-ფონდის SAC Capital Advisors-ის დამაარსებელმა, ლეგენდარულმა ტრეიდერმა და მილიარდერმა, სტივენ კოენმა 8 მილიონ დოლარად შეეძინა ბრიტანელი მხატვრის დემიენ ჰერსტის ნამუშევარი „შეუძლებელი ფიზიკური სიკვდილი რომელიმე ცოცხალის გონებაში”. აღნიშნული შედევრი წარმოადგენს ოთხმეტრიან ზვიგენს, რომელიც მოთავსებულია ფორმალინით სავსე აკვარიუმში. გარდა ამისა, სტივენ კოენმა 137,5 მილიონ დოლარად უილემ დე კუნინგის ფერწერული ტილო „ქალი III” შეიძინა, რომელიც ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებულ ტილოებს შორის მეორე ადგილზე ფიგურირებს.

 

 

скачать dle 11.3