კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაბიძგი დამსაქმებლები

ანუ ქუდი გვერდზე მოგქცევია, ამპარტავანსა ჰგავხარო

 

გასულ კვირას (მთავრობის საპარლამენტო მდივან ბ-ნი ხუროშვილის ბაგეებით)  შევიტყვეთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მეწარმეს 45-დან 60 წლამდე პირის დასაქმებისკენ უბიძგებს (ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეები, დასაქმების შემთხვევაში, პრეზიდენტის თქმით, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან), მზად ყოფილა! ოღონდ, გავრცელებული ინფორმაციით, ის, რაც ბ-ნმა ხუროშვილმა ზეპირად გვამცნო, არსადაა ჩაწერილი:  პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა ჩამონათვალში მსგავსი არაფერი წერიაო (თუმცა ისიცაა, თუ ჯერ არ წერია, ჩაწერენ).

მაგრამ, რაკი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ხელწამოსაკრავი თანამდებობა არ გახლავთ, ისღა დაგვრჩენია, სიტყვაზე ვენდოთ. სიტყვით კი, აი, კიდევ რას ბრძანებს ბ-ნი ხუროშვილი (სავარაუდოდ, დამსაქმებელთა გასაგონად): „გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო, 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანების დასაქმების წახალისებას ეხება, მაგრამ აქვე მკაფიოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება იმ შემთხვევებს, რომ ვინმემ დღეს დასაქმებული ადამიანი გაათავისუფლოს და მის ხარჯზე სხვა ადამიანი მიიღოს. ცვლილება მხოლოდ ახალშექმნილ სამუშაო ადგილებს შეეხება.“

ვისაც უნდა ეხებოდეს, მთავრობა, ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტისგან ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას მოითხოვს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, დამსაქმებლის ნებაზეა, საშემოსავლო გადასახადი დასაქმებულს ხელფასიდან ჩამოაჭრას თუ თავისი ჯიბიდან გაისტუმროს (როგორც წესი, დამსაქმებლები დასაქმებულების ხელფასით ისტუმრებენ საშემოსავლო გადასახადს) და, რაც მთავარია, მოქმედი „შრომის კოდექსი“ დამსაქმებელს არ ავალდებულებს, დაასაბუთოს, თუ რატომ ათავისუფლებს დასაქმებულს სამსახურიდან (შესაძლოა, იმის გამოც, რომ დასაქმებულების უტიფარი მზერა არ მოსწონს ან, სულაც, იმ მიზეზით, „ქუდი გვერდზე მოგქცევია, ამპარტავანსა ჰგავხარო“), საინტერესოა, რა მექანიზმით აპირებენ ძლიერნი ამა სკამისანი ამ პროცესის გაკონტროლებას?!    

 

скачать dle 11.3