ღამის სამი საათია. ქუჩაში მამაკაცს პატრული აჩერებს: – დახმარება ხომ არ გჭირდებათ‚ ასე გვიან სად მიდიხართ? – ლექციაზე... – კი მაგრამ‚ ამ შუაღამისას ლექციას ვინ წაგიკითხავთ? – როგორ თუ ვინ? ცოლი და სიდედრი – ალკოჰოლის თემაზე...
თუ თქვენ ფიქრობთ‚ რომ ის სამი სიტყვა‚ რომლის მოსმენაც უნდათ ქალებს მამაკაცებისგან, არის „მე შენ მიყვარხარ“‚ ძალიან ჩამორჩენიხართ დროს. ასეთი თანამედროვე სამი სიტყვა არის: „მე მდიდარი ვარ“.
***
– გამარჯობა! მე თამრო ვარ‚ თქვენი ახალი მეზობელი. თქვენ რა გქვიათ?
– ზურა...
– იცით‚ ძალიან მინდა, საღამო მხიარულად გავატარო‚ დავლიო‚ ურთიერთობა‚ სექსი... თქვენ ამ საღამოს თავისუფალი ხართ?
– რა თქმა უნდა...
– მაშინ‚ ჩემს ძაღლს დაგიტოვებთ‚ იქნებ გაასეირნოთ კიდეც....
***
ორი მეგრელი ერთმანეთს დუელში უნდა შეხვდეს. გადაწყვიტეს, თბილისში წავიდნენ‚ იარაღიც იქ იყიდონ და დუელიც იქვე‚ ქალაქგარეთ მოაწყონ. რკინიგზის სადგურზე როგორღაც ერთდროულად მივიდნენ. ერთმა თბილისამდე წასასვლელი ბილეთიც აიღო და უკან დასაბრუნებელიც, მეორემ – მხოლოდ თბილისამდე.
– ჭკვიანურად მოიქეცი. მიხვდი ხომ‚ რომ მოგკლავ და უკან დასაბრუნებელი ბილეთი ნამდვილად არ დაგჭირდება?! – უთხრა პირველმა.
– რა თქმა უნდა‚ მე ჭკვიანურად ვაკეთებ ყველაფერს... რატომ უნდა დავხარჯო ზედმეტი? შენი ბილეთით დავბრუნდები...
***
– ხომ ხარ ჩემი მეგობარი‚ მირჩიე რამე‚ ჩემი ქმარი ჩემს ძაღლს ვერ იტანს.
– არის გამოსავალი – მოწამლე.
– რომელი?
– ხომ ხედავ‚ არჩევანიც გქონია....
***
– ჯო‚ შენა მგონი‚ ალკოგოლიკი გახდი.
– რათა ვანო‚ საიდან მაიტანე?
– ვერა ხედამ‚ მაგ სამლიტრიანს რომ იღებ დასალევად‚ ხელები გიკანკალებს...
***
გაზაფხულზე ყველა განიცდის ვიტამინებისა და ჰორმონების ნაკლებობას‚ მარტო ბურატინოს გამოსდის ყლორტები და ფესვები...
***
როდესაც ქალს ეუბნებით‚ რომ ის ოქროა‚ არავითარ შემთხვევაში არ ახსენოთ‚ რომელი სინჯის...
***
– მამი‚ რა განსხვავებაა თოფსა და ავტომატს შორის?
– დიდი... შეადარე‚ როგორ ვლაპარაკობ მე და როგორ – დედაშენი...
***
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ბანკეტი აქვთ. მოწვეულია უამრავი სტუმარი. ადგა ქალბატონი‚ შამპანურის ბოკალი ზემოთ ასწია და სადღეგრძელო ხმამაღლა წარმოთქვა:
– ამ სასმისით ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს‚ რომლებსაც ჩვენს ორგანოებთან აქვთ შეხება...
– ყველა გინეკოლოგის სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ‚ ქალბატონო... – გამოეხმაურა ერთ-ერთი სტუმარი.
***
მიხომ ერთ დღეს გადაწყვიტა‚ შვილის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა და სკოლიდანაც თვითონ წამოიყვანა.
– შვილო‚ ხედავ იმ გოგოსა?
– კი.
– ხო ლამაზია?
– ხო.
– ნახე‚ რა ფეხები აქვს‚ რა ტანი‚ სახესაც დააკვირდი‚ ბევრი გინახამს მაგისთანა?
– არა.
– ხოდა, დაიხსომე‚ მაგნაირები მარტო ხუთოსნებთან წვებიან...
***
ციხეში:
– რას აკეთებდი თავისუფლებაზე?
– სტუდენტი ვიყავი.
– რაზე ზიხარ?
– კვანტური ფიზიკის ლექცია გავაცდინე.
– მაგისთვის? შეუძლებელია!
– და ბანკი გავძარცვე...
***
– ბავშვებო‚ დავუშვათ, მოხვდით სადღაც შორეულ ოკეანეში, უკაცრიელ კუნძულზე. რას წაიღებდით‚ თავი რომ გადაგერჩინათ და იქ საცხოვრებლად მოწყობილიყავით?
– მე ხორბალს წავიღებდი‚ დავთესავდი და პურით უზრუნველყოფილი ვიქნებოდი.
– მე იარაღსა და სათევზაო მოწყობილობას‚ რომ ხორცი და თევზი არ მომკლებოდა.
– მე კი მეგობარ გოგონას წავიყვანდი სექსისთვის და ვაზს დავრგავდი. ვიქნებოდი თბილად და მხიარულად.
– შენ‚ სანდრო?
– მე ამ სამივეს გავიყოლებდი.
***
ცოლ-ქმარი სტუმრად სუფრას უსხედან. ქმარმა ხორცს ჩანგალი ისე უხერხულად ჩაარჭო‚ ასხლტა და ცოლს პირდაპირ კაბაზე დაეცა.
ცოლმა თვალები დაუბრიალა და გაბრაზებულმა უთხრა:
– ერთი შემომხედე‚ ღორს არ ვგავარ?
– ეგ ხომ ვიცი‚ თან, კაბაც დაგისვრია...
***
– მოშე‚ ერთი მითხარი‚ ორი საათი რად უნდა ნაგვის გადაყრას?
– დაწყნარდი, სარა, გავყიდე...
***
მივიდა ბურატინო კრივის სექციაში ჩასაწერად.
– თქვენი მიღება არ შეგვიძლია ცხვირის გამო...
– ფიქრობთ‚ რომ ცხვირი დარტყმისგან გამიფუჭდება?
– ცხვირი არა‚ მაგრამ, თქვენი მოწინააღმდეგის ხელთათმანი – კი...
***
– რომ მოვკვდები, კუბო 2X2-ზე გამიკეთეთ‚ მინდა, ასე დავწვები‚ მინდა – ისე...
***
– იცი, რა ბიჭები მეპრანჭებოდნან და დამდევდნენ? შენზე მდიდრებიც იყვნენ‚ ლამაზებიც‚ ვაჟკაცებიც...
– და ჭკვიანებიც... ცოლად ხომ მე მოგიყვანე.