კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ სცადა ლონდონში ჯანეტ ქერდიყოშვილისთვის ოლიგარქის გარიგება და რაზე თქვა მან უარი

„მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი გოგონაა, ასევე ძალიან კარგი, საყვარელი და უშუალო ადამიანია. მიუხედვად გადატანილი განსაცდელისა და თავს დამტყდარი დიდი ტრაგედიისა, ჯანეტმა მაინც მოახერხა ლონდონში „მის მსოფლიოზე“ საქართველოს სახელით ღირსეულად გამოსვლა. თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან სხვებისგან განსხვავებით, მას საკუთარი ქვეყნისგან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და იმის მაგივრად, რომ კონკურსისთვის მომზადებულიყო, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებისგან იცავდა თავს.

 

ჯანეტი: ხომ იცი, ჩემი წასვლის საქმე როგორ რთულად იყო. არც ვიცოდი, მომცემდნენ თუ არა მოქალაქეობას. ბოლოს გვეგონა, აღარ მივდიოდი, მაგრამ 2 საათით ადრე ჩამირტყეს ვიზა. ღამის 12 საათზე ჩავედი ლონდონში, დამხვდნენ კამერებით. წამიყვანეს სასტუმროს ნომერში. მეორე დღეს სასტუმროს ფოიეში ჩავედი და იქ დამხვდნენ გოგონები – გამოპრანჭულები, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილები. პირველი საფრანგეთის წარმომადგენელი შემხვდა, ვუთხარი: დავიკარგე ბავშვი და დამეხმარე, არ ვიცი, სად უნდა წავიდე-მეთქი. სამი დღის განმავლობაში საფინალო შოუსთვის ვემზადებოდით, ნაციონალურ კაბებში ვდგამდით ცეკვებს. თავიდან მარტო ვცხოვრობდი ოთახში, შემდეგ ბულგარელ გოგონასთან ერთად მომიწია ყოფნა. კარგი გოგონა იყო, ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ ჩემგან ძალიან განსხვავდებოდა – წყნარი, მშვიდი იყო. მე უფრო ენერგიული, ცოცხალი ვარ და ამ მხრივ, ვერ გავუგე. საღამოს ვეუბნებოდი – მოდი, ვილაპარაკოთ, არაო და იძინებდა. სხვა გოგონებთანაც ვმეგობრობდი, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ამიტომ, ხან ერთთან ვრჩებოდი, ხან მეორესთან. მკაცრი კონტროლიც იყო – ბევრი რამის გაკეთება გვეკრძალებოდა. მაგრამ, რაღაცეებს ვახერხებდით, ცოტას ვცელქობდით. არ შეიძლებოდა დალევა, მოწევა, ფოტოების გადაღება იმ შემთხვევაში, თუ არ ვიცოდით, ვინ იღებდა.

– როგორც ვიცი, შოტლანდიაშიც იყავით, სადაც ძალიან კარგი დრო გაატარეთ.

– სამი დღის შემდეგ შოტლანდიაში წაგვიყვანეს. ცუდი ამინდი იყო – ნისლი, წვიმა. ვიფიქრე: ვაიმე, სად ჩამოვედი-მეთქი. ყველა სახლი რუხი ფერის იყო. რაც მთავარია, ხალხი საერთოდ არ იყო. კაციშვილი არ ჩანდა. საშინელებათა ფილმებში რომ არის „გოროდ მიორტვიხ“, იქ მეგონა თავი. ჩვენი სასტუმრო ძველი, მეთვრამეტე საუკუნის ციხესიმაგრე იყო, რომელიც შემდეგ საავადმყოფოდ გადააკეთეს და ახლა სასტუმროა. რომ შევედით, ცოტა შემეშინდა, თან ცუდი აურაც იყო. პირველი ღამე მშვიდად გავატარე. დილით რომ გავიღვიძე, გოგონებმა დაიწყეს ლაპარაკი – კარადის კარი თავისით იღება, ტელევიზორიც თავისით ირთვება სხვადასხვა არხზე, ხმები გვესმისო. ასეთი რაღაცეების კი მჯერა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ დავიჯერე. მერე „რესეფშენში“ ვინც ზის, გვითხრა, კი, ასეთი რაღაცეები აქ სულ ხდებაო. ისე შემეშინდა, ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდით, არადა 4 დღე უნდა დავრჩენილიყავით. რომ გახდა ღამის 12 საათი, ანუ 00.00, იმ დროს ფანჯარასთან ვიწექი. ჩემი მეგობარი გოგონა იხდიდა, დასაძინებლად ემზადებოდა. მითხრა, ფანჯარა დაკეტეო. მეც გადმოვწიე და 2 წუთში, ფანჯარაზე ბრახუნი გაისმა. ისე შემეშინდა, როგორ გამოვვარდით ორივე ოთახიდან, არ მახსოვს, საშინლად ვკანკალებდი. მესამე დღეს ერთმა გოგომ თქვა: ჩემს ოთახში ღამ-ღამობით რაღაცეები ხდება, მეშინიაო. ჩვენთან დარჩენა შევთავაზე, მაგრამ უარი გვითხრა და სხვა გოგონასთან ერთად წავიდა დასაძინებლად. როგორც კი გახდა 00.05, ორივენი შეშინებულები გამოვარდნენ, ვერ შევდივართ ოთახში მაღვიძარა გაუჩერებლად რეკავსო. გავაღეთ კარი და მართლა ბოლო ხმაზე რეკავდა. არადა, არავის ჰქონდა დაყენებული. დაცვას დავუძახეთ, რომ გამოერთო. „დაგვამშვიდა“, – ნუ გეშინიათ, აქ ერთმა კაცმა ადრე თავი მოიკლა და ალბათ, რაღაცეები ხდებაო. მეორე დღეს ისევ იმ ოთახში ტელევიზორი დახვდათ ჩართული. ბოლო ღამეს, ზუსტად 12 საათი რომ გახდა, ოთახში ვიყავი და უკვე ველოდებოდი, რაღაც მოხდება-მეთქი. მართლაც მესმის, რომ  მათ კარზე კაკუნი გაისმა, გოგონები გავიდნენ გასაღებად, მერე დაკეტეს. ისევ განმეორდა კაკუნი. კიდევ გააღეს და უცებ ჩვენთან შემოვცვივდნენ ოთახში ატირებულები, გაფითრებული სახეებით. აღარ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი – ფანჯრიდან თუ გადავხტებოდი. „კალიდორში“ როგორ გავიდოდი, თან არ ვიცოდი, რა ხდებოდა.  ლოცვების კითხვა დავიწყე, მათ კი ვთხოვე, მოეყოლათ, რა ხდებოდა. თურმე, როდესაც კარი გააღეს, იქ არავინ იდგა. ასე განმეორდა მეორედაც და რომ გააღეს, კარის მარჯვნივ, კიბეებთან რაღაც ჩრდილი ჩანდა და იმ ჩრდილში პატარა ბავშვი, გოგონა დაინახეს. ჩუმად დაკეტეს კარი და მომენტალურად ისევ გაისმა კარზე ბრახუნი. შეშინებულებმა მესამედ აღარ გააღეს და მერე ჩვენთან შემოვარდნენ. ეს შიშები რომ არა, ძალიან კარგი იყო შოტლანდიაში. კარგად ვერთობოდით. 

– კონკურსის წინ, ალბათ, ძალიან იყავით დატვირთულები.

– დილით 6 საათზე ვდგებოდით, შემდეგ „ბრექფესტი“ გვქონდა და მივდიოდით სარეპეტიციოდ. იქ ვიყავით მთელი დღე. სახლში ძალიან დაღლილები მოვდიოდით. პარალელურად ტარდებოდა სხვადასხვა ღონისძიება, კონკურსები, სადაც არჩევდნენ გოგონებს. „ტალანტ შოუც“ გაიმართა. მე, სამწუხაროდ, ვერაფერი მოვამზადე. ორი კვირა გვქონდა და აქედან ერთი კვირა ჟურნალისტებს ვემალებოდი, მეორე კვირას კი, იცი, რაც მოხდა.

– რა ხდებოდა წვეულებებზე?

– ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, სხვადასხვა კომპანიის პრეზიდენტები, ბევრი გახლდათ ჩამოსულიც. ლისტერმანიც იყო ჩამოსული ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელიც, როგორც შევიტყვე, გოგონებს ოლიგარქებს ურიგებს, თავისი ბიზნესი აქვს. მეც გამომელაპარაკა, გიგულშემატკივრებ, დროშა მომეცი, ავაფრიალოო.

– ხომ არ სცადა შენთვის ვინმეს გარიგება?

– კი სცადა, მაგრამ უარი ვუთხარი, ჩვენ სხვადასხვა გზები გვაქვს-მეთქი. 

– თუ ელოდებოდით „მის ვენესუელას“ გამარჯვებას?

– „მის ვენესუელა“ ძალიან მომწონდა, მაგრამ პუერტორიკოელს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, თუმცა ვენესუელელი აშკარად ჯობდა. ეს კონკურსი პოლიტიკურია და ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. მე საქართველოდან ორი ჩემოდნით წავედი. ისინი 8-10 ჩემოდნით იყვნენ წამოსულები და ყველაფერს სახელმწიფო უფინანსებდათ. საქველმოქმედო შოუს მოწყობაშიც ეხმარებოდნენ, რაშიც მერე ქულებს აძლევდნენ.

– წელს შეფასების განსხვავებული სისტემა იყო.

– სამი დღით ადრე გვითხრეს, რომ გოგონების არჩევა ქულების მიხედვით მოხდებოდა. თუმცა რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, „მის ვენესუელა“ არც „ტალანტ შოუზე“ გასულა, არც სპორტისა თუ ქველმოქმედების მხრივ ჰქონდა რამე გაკეთებული. მხოლოდ ბიკინის კონკურსზე გავიდა და ისიც არ მოუგია. ვითომ ინტერვიუში აიღო მაღალი ქულები, არადა, ინგლისური არ იცოდა. ჟიური გვეუბნებოდა: აი, ამაში რომ იღებ მონაწილეობას, გემატება ქულა; ამაშიც გემატებაო და მე მივხვდი, რომ ვერაფერში ვიღებდი მონაწილეობას. რომ თქვეს ჩემზე, ოთხმოცდამეცხრამეტე ადგილზე გავიდაო, ეს შეფასება მხოლოდ ინტერვიუს შემდეგ მივიღე. სხვა რაღაცეებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან მოსამზადებელი დრო არ მქონდა. ეს კი იქ არავის აინტერესებს. 20 გოგონას გამოცხადებაც უცებ მოხდა. გავედით რეკლამაზე და რომ დაიწყო, გვითხრეს: შენ ჩამოდი, შენ ჩამოდი, დანარჩენები მიდითო – რა ხდებოდა, სად მივდიოდით ვერაფერს მივხვდით. 

– როგორი გოგონაა ახალი „მის მსოფლიო“?

– არავისთან არ მეგობრობდა, სულ მარტო დადიოდა, ან თავის „რუმეითთან“ ერთად. ექსკურსიაზე ან სადმე თუ მივდიოდით, გვეუბნებოდნენ, რომ უნდა ჩაგვეცვა დაბლებზე, მაღლებს თუ ჩავიცვამდით, ჯარიმა იქნებოდა. ჩვენ ყველას სპორტულად გვეცვა და ის ყოველთვის კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით იყო. არავინ არაფერს ეუბნებოდა. ალბათ, რაღაც მომენტში, იცოდა, რომ პირველზე მიდიოდა, სხვანაირად იქცეოდა.

– ხომ არ მიიღე საინტერესო შემოთავაზებები?

– ორმა უცხოელმა რეჟისორმა შემომთავაზა ფილმში გადაღება. ქალბატონმა იამ მითხრა, რომ პარიზიდან მაქვს მოწვევა და იმისთვის უნდა მომამზადონ.

– ამ კონკურსმა, ალბათ, ძალიან დიდი გამოცდილება მოგცა, თან სწორედ იმ დროს მოგიწია წასვლა, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა.

– იქ რომ არ წავსულიყავი, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ალბათ, ჩავიკეტებოდი და ვერ გამოვიდოდი მდგომარეობიდან. დედაჩემს არაფერი აინტერესებდა. მაგრამ, მერე ჩემმა ძმამ მითხრა, სკოლიდან რომ მოვდიოდი, დედა კომპიუტერთან იჯდა, მე არ მსვამდა, მეუბნებოდა, მოიცა, ჯანეტზე რაღაც დაწერესო. ასე რომ, ეს მათაც დაეხმარა. ძალიან გამიხარდა, ქალბატონი ია რომ ჩამოვიდა, თავს აღარ ვგრძნობდი მარტო. სხვათა შორის, ჩემი კაბები, რომელიც „მარიონელამ“ გამატანა, იქ ყველას ძალიან მოეწონა. განსაკუთრებით თეთრი საღამოს კაბა, რომელიც თვლებით იყო გაფორმებული. ერთმა გოგონამ ისიც კი მითხრა: მე შენთან ჩამოვალ, ზუსტად ასეთ კაბას შევიკერავ, ან შენი უნდა მათხოვო ჩემი ქორწილისთვისო. ყოველთვის ვამბობდი, ვისი კაბაც მეცვა. მადლობელი ვარ „მარიონელასი“. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩემ მიმართ დიდი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვისთვის. ამას სულ ვგრძნობდი.

 

 

скачать dle 11.3