კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თინა კანდელაკს დაბადების დღეზე უცნობმა თაყვანისმცემელმა კაბინეტი აჩუქა

 

 

თინა კანდელაკისა და ანდრეი კოლესნიკოვის საავტორო გადაცემამ „არარეალური პოლიტიკა“, რომელიც სამი წლის განმავლობაში რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული გახლდათ, არსებობა შეწყვიტა. რეიტინგული გადაცემის დახურვა თავად გადაცემის ავტორებმა გადაწყვიტეს, რადგან ბოლო პერიოდში გადაცემის ორმა გამოშვებამ, რომლებიც „როსმოლოდიოჟის“ ლიდერის, ვასილი იაკიმენკოსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამი სტუდენტი გოგონას დაკავებას ეხებოდა, რუსული „ცენზურა“ ვერ გაიარა და ტელეარხ „ენტევეს“ ხელმძღვანელობამ გადაცემის ეთერში გაშვებისგან თავი შეიკავა. სწორედ ამ ფაქტის გამო თინამ და ანდრეიმ გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად ამისა, ორივე გადაცემა „იუთუბიზე“ აიტვირთა და მილიონობით ადამიანმა ნახა. „არარეალური პოლიტიკა“ სამი წლის განმავლობაში გადიოდა ინტერნეტითა და ტელევიზიით და სულ 73 გადაცემა გავიდა ეთერში, რომელსაც საშუალოდ, ხუთმა მილიონმა ადამიანმა უყურა. აქვე დავამატებთ, რომ 10 ნოემბერს თინა კანდელაკს დაბადების დღე ჰქონდა და ერთ-ერთმა პირველმა მას ეს თარიღი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მიულოცა „ტვიტერის“ საშუალებით. გარდა ამისა, როდესაც თინა დაბადების დღეზე საკუთარ კაბინეტში შევიდა, ის მთლიანად შეცვლილი  დახვდა: „კაბინეტი აღმოსავლურ სტილში იყო მოწყობილი, ძვირფასი წითელი სპარსული ხალიჩებით, სურებითა და აღმოსავლური ნუგბარით. როგორც თინა კანდელაკმა თავის ვიდეოში განაცხადა, ეს საჩუქარი მას ერთ-ერთმა უცნობმა თაყვანისმცემელმა მოუმზადა, რაზეც თიკამ ძალიან ბევრი იხალისა და იხუმრა.

 

скачать dle 11.3