თბილისში “ჰიპ-ჰოპ ბარი„ იხსნება
ცნობილმა ქართველმა რეპერებმა – ბედინამ და შავმა პრინცმა დუეტი ჩაწერეს. სიმღერის სახელწოდებაა „ურთიერთობა“, რომლის რადიოპრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლო მომავალში კომპოზიციაზე კლიპის გადაღებაც იგეგმება. მანამდე კი ბედინა და შავი პრინცი საქართველოს მასშტაბით ტურნესთვის ემზადებიან და თავის მსმენელს კონცერტებით გაახარებენ. პრივატულ საუბარში ბედინა სამომავლო გეგმებსაც შეეხო: „ახლო მომავალში თბილისის ცენტრში „ჰიპ-ჰოპ ბარი“ გაიხსნება. ამ პროექტზე შავ პრინცთან ერთად ვმუშაობ და სულ მალე თბილისელ მსმენელს ხარისხიანი მუსიკით გავუმასპინძლდებით“. ჟურნალი „თბილისელები“ წარმატებას უსურვებს ბედინას და შავ პრინცს ახალი პროექტების განხორციელებაში!