რა „ჯადოქრობით“ ასწავლეს ლელა მებურიშვილს „ბრიტანულ ცენტრში“ ინგლისური
ინგლისური საერთაშორისო ენაა და ის ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭირო გახდა. ვერ ნახავ პროფესიას, დაბალ თუ მაღალ სამსახურებრივ თანამდებობას, სადაც ინგლისური საჭირო არ იქნება. სამყაროში, სადაც საზღვრები უკვე აღარაფერს ნიშნავს და, სამსახურებრივი მივლინება იქნება ეს თუ უბრალოდ ტურისტული ვიზიტი, წელიწადში რამდენჯერმე მაინც გვიწევს უცხო ქვეყანაში წასვლა, სადაც დახვეწილი ინგლისურის ცოდნის გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდება. დაახლოებით მსგავსი რამ გადახდა მარჯანიშვილის თეატრის ცნობილ მსახიობს, ლელა მებურიშვილს, რომელიც მაყურებელს ძალიან კარგად ახსოვს სერიალიდან „შუა ქალაქში“, რომელიც ერთ-ერთი გასტროლების დროს შეეჯახა ბავშვობაში, ძალზე მოძველებული მეთოდით ნასწავლი ინგლისურის სიავკარგეს. ამერიკიდან დაბრუნებულმა ლელამ ჩვენთვის კარგად ცნობილი „ბრიტანული ცენტრი“ და იქ არსებული „ქალანის მეთოდი“ აღმოაჩინა, მეთოდი, რომლითაც ნებისმიერი ასაკისა თუ შესაძლებლობების მქონე მსურველებს ინგლისურ ენაზე აალაპარაკებს.
– მაშინ, როდესაც უკვე ხარ შენს საქმეში წარმატებული და გაქვს ისეთი პროფესია, სადაც თითქოს მაინცდამაინც არ არის ინგლისურის ცოდნა საჭირო. რატომ გადაწყვიტე ამ ასაკში ინგლისურის შესწავლა?
– იცი რა, იმის სურვილი, რომ რაც შეიძლება კარგად ვიცოდე ინგლისური ენა, ბავშვობიდან მაქვს. ეს სურვილი სულ ცოტა ხნის წინ ამერიკაში ყოფნის დროს კიდევ უფრო გამიმძაფრდა. არადა, მეგონა, ინგლისური ვიცოდი (იცინის). როდესაც ჩავედი, ხმა საერთოდ ვერ ამოვიღე და, ვინც ხმა ამოიღო, ის ჩემზე უარესად ლაპარაკობდა. ნერვები მეშლებოდა – ვიცი და რატომ ვერ ვიღებ ხმას-მეთქი. უცხო ენაზე ალაპარაკება ყველაზე რთული პროცესია, ნერვიულობ, რომ შეცდომები არ დაუშვა, რამე სისულელე არ თქვა. სხვათა შორის, სწორედ ამ გასტროლის დროს, ერთი ჩემი მეგობარი, რომლის სახელსაც ახლა არ დავასახელებ, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნიუ-იორკის ქუჩებში სასეირნოდ გავიდა. მეტროში ჩასვლა უნდოდა და იქვე მდგარ ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭს ჰკითხა: „Excuse me, where’s underwear?“. (იცინის), იმის მაგივრად, რომ ეკითხა „undergraund“, ანუ მეტრო, ჰკითხა, სად არის საცვლებიო. ხომ წარმოგიდგენიათ რა დაბნეული სახეებით შეხედავდნენ?! (იცინის) მოკლედ, ასეთი რაღაცეები, რომ არ დამემართოს, ამიტომ, სასწრაფოდ გადავწყვიტე ინგლისურად ამეტყველება.
– და მოაგენი „ბრიტანულ ცენტრს“.
– დიახ. იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, რომ რაღაც თავისუფალი დრო გამომიჩნდა და ვეძებდი ადგილს, სადაც ბევრი მეცადინეობისა და კონსპექტებთან ღამეების გათენების გარეშე, ინგლისურს დავხვეწდი. გავგიჟდი იმაზე, რომ, ვისაც არ ვკითხე, დიდსა თუ პატარას, მეგობარს თუ ნათესავს, ყველამ „ქალანის“ მეთოდი მირჩია. „ბრიტანულ ცენტრში“ ენას კი არ გასწავლიან, აგალაპარაკებენო, მითხრეს, ანუ, ზუსტად ისაა, რაც მე მჭირდებოდა. აი, ბავშვმა რომ არ იცის წერა-კითხვა, მაგრამ ლაპარაკს სწავლობს, ასე იწყებ და ცოდნის იმ დონემდე მიდიხარ, რომ ოქსფორდის უმაღლესი სერტიფიკატი შეგიძლია აიღო. ყველაზე მეტად, იცი, რა გამიკვირდა? აღმოვაჩინე, რომ „ბრიტანულ ცენტრში“ ინგლისურის მასწავლებლები, მოქმედი ლექტორები გადიან ენის შემსწავლელ მაღალ საფეხურებს, იმისთვის, რომ უფრო დახელოვნდნენ და დახვეწონ თავიანთი ცოდნა. ერთი სიტყვით, მოვედი და დავრჩი. პირველი ნახვისთანავე, იმდენად მომხიბლა ამ გარემომ, კომფორტმა, სითბომ, თანამშრომლებისა და მასწავლებლების დამოკიდებულებამ, რომ ბევრი აღარ მიფიქრია. კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, როდესაც მოდიხარ, რთულია, პირველივე დღეს გადაწყვიტო, გინდა თუ არა სწავლა. „ბრიტანულ ცენტრში“ კი გაძლევენ საშუალებას, რომ სამი დღე (ანუ ექვსი საცდელი გაკვეთილი) დაესწრო მეცადინეობას უფასოდ და შემდეგ გადაწყვიტო, გინდა თუ არა სწავლის გაგრძელება. პრინციპში, ერთ გაკვეთილში უკვე ვიცოდი, რას ვიზამდი! (იცინის).
– და, როგორია შედეგები?
– წარმოუდგენელი. თვე-ნახევარია დავდივარ და ინგლისურად ლაპარაკის ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა. მგონი, რაღაც ჯადოქრობას მიკეთებენ. (იცინის), მთელი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი ინგლისურად ლაპარაკობს და შენც ძალაუნებურად ინგლისურადვე პასუხობ ისე, რომ ამაზე არც ფიქრობ, თითქოს თავისთავად ხდება, ამის ახსნა მიჭირს. „ქალანის“ მთელი საიდუმლოც, ალბათ, ამაშია, რომ ყველამ ვერ ახსნას. როგორც ვიცი, მხოლოდ „ბრიტანულ ცენტრს“ აქვს მინიჭებული ამ მეთოდით სწავლების უფლება და სისტემატურად ხდება მასწავლებლების ბრიტანეთში გადამზადება.
– როგორი მასწავლებელი გყავს?
– ვაიმე, გადასარევი! რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ უკვე დავმეგობრდით. რომ არ მერიდებოდეს, მივიდოდი და მოვეფერებოდი ხოლმე, ისეთი საყვარელია. ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სამსახურში მისვლისას აქვს უდიდესი მნიშვნელობა გარემოს და იმ ადამიანებს, იქ ვინ გხვდება. ჩემი მასწავლებელი დგას და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე „თავში მიდებს“ ახალ სიტყვებს. უკვე როგორ ვარ, იცი?! რაღაც წინადადებას რომ ვამბობ, გონებაში სულ ინგლისურად ვთარგმნი.
– თავიდან არ იყავი სკეპტიკურად განწყობილი, როგორ შეიძლება, სახლში მეცადინეობების გარეშე მასწავლონ ინგლისურიო?
– არა, იმდენად ბევრმა ადამიანმა მიქო ეს სკოლა, რომ ეჭვი აღარ შემპარვია. თან, ისეთებმა მითხრეს, რომელთაც ბევრი სხვა მეთოდი მოუსინჯავთ. აქ მოსვლამდე მეც დავიწყე კერძო მასწავლებელთან სიარული და მივხვდი, რომ წინ ძალიან ნელა მივდიოდი. „ბრიტანულ ცენტრში“ კი ყველა პლუსი ერთად არის, გადასარევი მეთოდი, ენის მარტივად შესწავლა, თან, დროისა და ენერგიის დაზოგვა. ახლა მე ვურჩევ ყველა ჩემს ნაცნობსა და მეგობარს, რომ აქ მოვიდეს.
– გამოსცადე უკვე შენი ნასწავლი ინგლისური?
– არა, სამწუხაროდ. არადა, ვგრძნობ, რომ აქ გავლილი თვე-ნახევრის შემდეგ, უკვე თავისუფლად შემიძლია, ისეთ მოგზაურობას „გავართვა თავი“, როგორიც ამერიკაში მქონდა. (იცინის). რა შედარებაა იმ დონესთან, რაც აქ მოსვლამდე მქონდა. თან, ძალიან გამიხარდა, რომ შუა საფეხურზე დამსვეს მეშვიდე დონეზე. თითო დონე თვენახევრიანია, სულ თორმეტი დონეა. ძალიან მინდა, რომ ბოლომდე მივიდე, ასეთი გეზი მაქვს აღებული და ვნახოთ.