მომავალი მხატვრების გამოფენა
სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში 10 ნოემბერს ამავე სკოლის მოსწავლეების, მომავალ მხატვართა ჯგუფური გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „შემოდგომის ფერები“. 11 წლის ანა გიორგაძემ, 14 წლის ქეთევან გობეჩიამ და 13 წლის თათია ქვლივიძემ, პედაგოგ მაია ქინქლაძის ხელმძღვანელობით, სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში ელის დამთვალიერებელს.
გამოფენას პროფესიონალი ქართველი მხატვრებიც ესტუმრნენ. პატარა ნიჭიერ შემოქმედთა საინტერესო ნამუშევრებმა მათი მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.