კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის კაწრავს კედლებს და არ ელაპარაკება არავის ნიკო ბერიძე და რატომ გაბერა მან მეგობრებთან ერთად ბათუმის პლაჟზე 1 500 ბურთი

2011 წელი ნიკო ბერიძისთვის საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. ის ზაფხულში ჯერ ოცდამეერთე საუკუნის კოტე გახდა, ახლა კი უკვე წარმატებულად გამოდის „ჯეოსტარის“ ყველა ტურში. ნიკო დიდი ხანია, სცენაზე დგას. ძალიან ბევრ კონცერტში, სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული და როგორც თავად ამბობს, ეს არის საქმე, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს.

 

– საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს: „ჯეოსტარის“ რეპეტიციები, კონცერტი, სპექტაკლი „ქეთო და კოტე“. როგორ ახერხებ ყველაფრის მოსწრებას, პლუს ამას, კონცერტზე კარგად მღერი...

– ხელშეწყობა მაქვს ორივე მხრიდან, თეატრის მხრიდანაც და „ჯეოსტარიდანაც“. მიჩვეული ვარ ასეთ რეჟიმს. როდესაც თეატრში ვმუშაობდი, შუადღის 2 საათზე მისული ღამის 3 საათამდე იქ ვიყავი. ვერც ვიგებდი ისე გადიოდა დრო. მაგრამ, როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, ძალიან სასიამოვნოა და არც იღლები.

– დიდი ხანია, მსახიობი ხარ?

– არ ვარ მსახიობი, თეატრალურიც არ მაქვს დამთავრებული. უბრალოდ, მანამდე ბავშვთა ოპერის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სოლისტი ვიყავი და სულ მუსიკალურ სპექტაკლებში ვთამაშობდი, ანუ მიუზიკლებში თამაშის გამოცდილება მაქვს. ერთ ოპერაშიც – „რომეო და ჯულიეტაში“ მაქვს ნათამაშები. ეს წელი იღბლიანად დაიწყო, ჯერ ამიყვანეს ბათუმის დრამატულ თეატრში. ბატონი გიორგი თავაძე დგამდა მიუზიკლს „სამგროშიანი ოპერა“. მთხრობელის როლზე სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ნორმალურად მღერის და პლუს ითამაშებდა. მე მიცნობდა, რადგან მანამდე ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში დადგა „კაპულეტები და მონტეგები“, ალბათ, მოვეწონე და ამიყვანა ამ ოპერაშიც. „სამგროშიანი ოპერის“ რეპეტიციების დროს ჩემმა ყოფილმა პედაგოგმა, რომელიც „იმედის ტალღაში“ მამეცადინებდა, დამირეკა და მითხრა: „ქეთო და კოტე“ იდგმება, კოტეს ეძებენ, ვერავინ ნახეს, შენი თავი ვურჩიე და თუ გინდა, შენს ნომერს მივცემო. სულ არ გამახსენდა „სამგროშიან ოპერაში“ რომ ვიყავი დაკავებული და თან კონტრაქტით, რომლის მიხედვითაც წამოსვლის უფლება არ მქონდა. როდესაც ეროვნული მუსიკალური ცენტრიდან დამირეკეს, შუა საუბრისას გამახსენდა, კონტრაქტი რომ მქონდა და უარი ვუთხარი, დაკავებული ვარ-მეთქი. კონტრაქტის გარდა, მსახიობებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩემი მხრიდან ეს ერთგვარი ღალატი იქნებოდა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს ოპერაც არ დაიდგა და აღარც მე ვიყავი კოტე. „სამგროშიანი ოპერის“ დადგმას დიდი ბიუჯეტი სჭირდებოდა, ამიტომ 2012 წლისთვის გადაიტანეს.

– ესე იგი, ყველაფერი კარგად აგეწყო.

– მაშინ არაფერი იყო კარგად: არც „სამგროშიანი ოპერა“ იყო, არც კოტე. მოკლედ, ჰაერში ვიყავი – მარტო ზღვა, ველოსიპედი, მეგობრები, ბილიარდი... ეს დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდა. ერთ დღესაც ნიკა მემანიშვილმა ბათუმის კაპელის ხელმძღვანელსა და დირიჟორს, ქეთევან მანელიშვილს დაურეკა. ერთად ვიყავით, როცა ჰკითხა: კოტეს ვეძებთ და ბათუმში ვინ არის ისეთი, ვინც ამ როლს ითამაშებსო. ქალბატონმა ქეთინომ უთხრა: ახლა გვერდით მიდგას ნიკო ბერიძე, „სამგროშიანი ოპერა“ გადაიდო და უკვე სცალიაო. დამალაპარაკა ნიკას და შევთანხმდით, როდის და სად უნდა მივსულიყავი. რომ ვთქვათ, გამიმართლა.

– შენს ცხოვრებაში ხშირად ხდება კარგი დამთხვევები?

– კი. თუმცა, მქონია ჩავარდნებიც, როცა არც კონცერტი და არც არაფერი ყოფილა. 6 წლის ასაკიდან სცენაზე ვდგავარ და ათიათასამდე კონცერტზე ვარ გამოსული. ამის დამადასტურებელი საბუთებიც მაქვს. ძალიან რთულია, როცა ყოველდღე კონცერტი გაქვს და შემდეგ 2-3 თვე არაფერი ხდება. მქონია ისეთი შემთხვევაც, როცა წელიწადში მხოლოდ 2 კონცერტი ყოფილა. ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადავლახე და ახლა დასტაბილურდა.

– როგორია ნიკო მაშინ, როდესაც მის კარიერაში არაფერი ხდება?

– ამ დროს ნევროზი მაქვს, კედლებს ვკაწრავ და ვიღაცეებს ვურტყამ, რაღაცეები მჭირს. არ შემიძლია უსაქმოდ გაჩერება. სახლში, კომპიუტერში მაქვს ხმის ჩამწერი პროგრამა, ჩავწერ სიმღერას და მერე ვაბალანსებ. როცა არ მქონდა კონცერტები, საქმე, მაშინ თავს ამით ვირთობდი, მაგრამ გამოვძვერი, სიგიჟეს გამოვეცალე ხელიდან.

– ასეთი ხარ გაბრაზებული?

– როცა გაბრაზებული ვარ, ჯობია, არაფერი მითხრა, ძალიან აგრესიული ვხდები. თუმცა, სიბრაზე ადვილად გადამივლის ხოლმე, ბოღმა არასდროს მქონია გულში. ამ დროს ჩემს თავს ვეუბნები: ასე არ შეიძლება, ვერაფერს იზამ და საკუთარ თავს უფრო ავნებ, ვიდრე სხვას. მაგრამ, თუ ვბრაზდები, მერე ცუდად არის საქმე. მთავარია, იმ მომენტში ერთი რაღაც მომეწონოს და მერე უკვე კარგად ვარ. შეიძლება ჭიანჭველა დავინახო, მომეწონოს – რა მაგრად დადის, კარგი ტიპია-მეთქი და გავსრისო.

– როგორ ცხოვრობს ნიკო ბერიძე სცენის, სიმღერის მიღმა?

– ძირითადად, სულ დაკავებული ვარ. ახლა ხომ, საერთოდ, სახლში მისვლის თავიც არ მაქვს. მაგრამ, როდესაც თავისუფალ დროს გამოვნახავ, ძმაკაცებთან ერთად სადმე წასვლა, ჩაჯდომა, ბილიარდის თამაში, ჩემთვის ძალიან კარგი განტვირთვაა. მიყვარს დილით ან საღამოს ველოსიპედით „კატაობა“ – კარგია ჯანმრთელობისთვის.

– რატომ გადაწყვიტე „ჯეოსტარში“ მონაწილეობა?

– ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, წადი „ჯეოსტარშიო“, მაგრამ ყოველთვის უარზე ვიყავი. კონკურსებთან მაინცდამაინც ვერ ვმეგობრობ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეში მივიღე მონაწილეობა – ორი გრანპრი მაქვს აღებული და ერთი პირველი ადგილი, „იმედის ტალღის“ ფინალისტი და ერთ-ერთი პრიზიორიც ვარ. თან, ორ ჯგუფში ვმღეროდი, თეატრში ვმუშაობდი და არ მქონდა „ჯეოსტარში“ მონაწილეობის თავი. წელს ჩემმა ერთმა უფროსმა მეგობარმა, ქალბატონმა თამუნა არჩვაძემ მირჩია, „ქეთო და კოტე“ რომ დამთავრდება, მერე კი იქნება სპექტაკლები, მაგრამ ასეთი დატვირთული აღარ იქნები. იცოდე, გააფრენ, ამიტომ წადი „ჯეოსტარშიო“. იცის, ამ ყველაფრის გარეშე რომ არ შემიძლია. ამიტომ, „გაფრენას“ „ჯეოსტარში“ წამოსვლა ვარჩიე, რაც მთავარია, როგორც თეატრში, ასევე სცენაზეც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ორივე ჩემთვის საყვარელი და მისაღებია.

– საკმაოდ თავშეკავებული ხარ, არ გამოხატავ ემოციებს.

– ამას ძალით კი არ ვაკეთებ, ასეთი ვარ ბუნებით, სულ ვიკავებ ემოციებს, რომ ვბრაზდები, მაშინაც კი. ბოლოს ყველაფერს ერთად ვანთხევ და სწორედ მაშინ ხდება მსოფლიო სკანდალი. ყველა მეუბნება, ნუ ხარ ასეთიო, მაგრამ არ შემიძლია. არაფერზე არ ვგიჟდები და ზედმეტად ცანცარი არ მიყვარს. ბევრ ადამიანს აქვს ყალბი ემოცია და ეს ძალიან არ მსიამოვნებს.

– ჯერ რომეო იყავი, ახლა კოტე ხარ. არ მგონია, ცხოვრებაში მათსავით რომანტიკული იყო...

– არ ვარ რომანტიკული, თუმცა სადაც საჭიროა, შეიძლება, რომანტიკული თვისებებიც გამოვამჟღავნო. სულ მაქვს დებილი როლები, შეყვარებულ დეგენერატებს ვთამაშობ. „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“, ბოდიში და, ცოტა „პოხუისტის“ როლი ვითამაშე, მაგრამ ისიც ასეთი ტიპია. ამიტომ, სულ ვიხვეწები: ბოროტის, დამპლის როლი მათამაშეთ, მაგალითად, იუდა – მინდა ასეთ როლში გამოვცადო ჩემი თავი-მეთქი.

– როგორია შეყვარებული ნიკო?

– რაღაცეების ჩადენის მომხრე არ ვარ, თუმცა მეგობრების გამო ჩავდივარ ხოლმე. გოგონებს შეიძლება, უყვართ სიგიჟეები, მაგრამ მე არ მიყვარს. თუმცა, სიურპრიზებს ვაკეთებ. რაღაცას გეტყვი და იმედია, თავის ქება არ გამომივა. ერთ ადამიანთან ვძმაკაცობდი, შეყვარებული ჰყავდა და მთხოვა, წამოდი, ვუმღეროთო. 5 ბიჭი წავედით, შუაღამეს დავდექით მისი სახლის ქვევით და ვმღეროდით ხმებში. ბოლოს იმ გოგონას მე მოვეწონე, ამიტომ ამის მერე არავისთვის აღარაფერს ვაკეთებ. ბათუმში ხომ იცი, ეშმაკის ბორბალი, მე და ჩემმა მეგობარმა ვიყიდეთ 800 წითელი ბუშტი. ქარში უნდა გაგვებერა ორ კაცს და შუაში გოგონას სახელი დაგვეწერა ბუშტებით, თან ერთმანეთზე მიგვეკრა „სკოჩით“. 800 ბუშტი რომ გავბერეთ, აქედან რამდენი გაგვიფრინდა ვინ იცის, ზოგი გასკდა და საბოლოო ჯამში, 1 500 ბუშტი გავბერეთ. ფილტვები დაგვისკდა.

– შენ როგორი გოგონები მოგწონს?

– რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა – ქერაა, შავგვრემანი თუ მწვანე, მთავარია, მომეწონოს. რაც შეეხება ხასიათს, მშვიდი უნდა იყოს. თუმცა, ხანდახან რომ აფრენენ, ისეთებიც მომწონს. თუ ორივე ერთად იქნება – ძალიან კარგი.

 

 

скачать dle 11.3