კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ბიძაშვილს რუსეთიდან თბილისში და როგორ დაიკარგა კავშირი ნათესავებს შორის

 

40 წლის ოლღა ოლეგის ასული ბალანდინა ეძებს: 37 წლის იგორ ევგენის ძე რიბალკოსა და ევგენი დიმიტრის ძე რიბალკოს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიძაშვილს (დედის მხრიდან), 37 წლის იგორ ევგენის ძე რიბალკოს. იგორის მამა და დედაჩემი ღვიძლი დედმამიშვილები არიან, მაგრამ მე იგორი ბავშვობის შემდეგ აღარ მინახავს. ძალიან მინდა მისი პოვნა და კავშირის აღდგენა. დედაჩემსაც (გალინა დიმიტრის ასული რიბალკო) ძალიან უნდა თავისი ძმის, ანუ, იგორის მამის პოვნა. მე და იგორის საერთო ბაბუა და ბებია (ოლღა ალექსის ასული რიბალკო და დიმიტრი პეტრეს ძე რიბალკო) ცხოვრობდნენ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. შეიძლება, ისინი უკვე ცოცხლებიც კი აღარ არიან. ძნელია, გყავდეს ახლო ნათესავი და დიდი ხნის გამნავლობაში არ გქონდეს მასთან კავშირი. გთხოვთ, დაგვეხმაროთ იგორისა და მამამისის მოძებნაში. დამოუკიდებლად ჩვენ ისინი ვერ ვიპოვეთ. იმედია, იგორს ან ბიძაჩემს ფოტოთი მაინც იცნობს ვინმე და გამოგვეხმაურება.

– მოგვიყევით ყველაფერი, რაც დაკარგული ბიძაშვილის შესახებ იცით ან გახსოვთ.

– ჩემი ბიძაშვილი, იგორი, დაიბადა 1974 წლის მაისში (რიცხვი, სამწუხაროდ, არ ვიცი). იგორის მამა, ევგენი დიმიტრის ძე რიბალკო და დედაჩემი – გალინა დიმიტრის ასული რიბალკო, ღვიძლი დედმამიშვილები არიან. სამწუხაროდ, 90-იანი წლების შემდეგ ჩვენ იგორის ოჯახთან არანაირი კავშირი აღარ გვქონია. იმ პერიოდს დაემთხვა საქართველოში დატრიალებული არეულობა, საბჭოთა კავშირის დაშლა და ჩვენს ოჯახებს შორის კავშირიც გაწყდა. საბედნიეროდ, დედას საოჯახო ალბომში შემონახული ჰქონდა იგორის ბავშვობის ფოტო. ასევე, ევგენისა და ტომას (იგორის მშობლების) ქორწინების ფოტოები. ტერიტორიულად ჩვენ რუსეთში ვცხოვრობთ და იგორისა და ბიძაჩემის მოძებნა ვერანაირად  ვერ მოვახერხეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გვაპოვნინებთ ჩვენს ნათესავებს.

– როგორ მოხდა, რომ თქვენი ოჯახი რუსეთშია, ბიძათქვენი კი – საქართველოში?

– დედაჩემი და ბიძაჩემი დაიბადნენ საქართველოში, თბილისში ცხოვრობდნენ მათი მშობლებიც (ანუ, ჩემი და იგორის საერთო ბებია და ბაბუა), მაგრამ, 90-იანი წლების შემდეგ მათთანაც აღარ გვქონია კავშირი. ბოლოს ისინი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცხოვრობდნენ, მათი ამჟამინდელი მისამართი კი არ ვიცით (სავარაუდოდ, ისინი ცოცხლები აღარ არიან). დედაჩემი ძალიან განიცდის ძმასთან კავშირის შეწყვეტას. მას ძალიან უნდა ევგენის პოვნა. ვიცით, ასევე, რომ ევგენი დაშორდა მეუღლეს, ტომას. იმ დროს, როდესაც ეს მოხდა, იგორი ჯერ კიდევ 7 წლის იყო. მშობლების დაშორების შემდეგ იგორი დედასთან ერთად ვაზისუბანში ცხოვრობდა, მაგრამ, ეს იყო დიდი ხნის წინ. არ არის გამორიცხული, რომ მათ გაყიდეს ბინა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. გადმოცემით ვიცით, თითქოს იგორი სწავლობდა მოსკოვში და სწავლის დასრულებისთანავე ისევ საქართველოში დაბრუნდა (ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ გვაქვს). ბიძაჩემმა და დედამ კი ერთმანეთი დაკარგეს მას შემდეგ, რაც დედა გათხოვდა და საცხოვრებლად რუსეთში, მოსკოვში გადავიდა.

– თქვენი აზრით, მაინც, რამ განაპირობა დედმამიშვილებს შორის ურთიერთობის შეწყვეტა. რას ამბობს ამის შესახებ დედათქვენი?

– დედაჩემი აქამდეც ცდილობდა ევგენის მოძებნას, მაგრამ, უშედეგოდ. ნამდვილად არ ვიცი, რა არის მათ შორის კავშირის დაკარგვის მიზეზი. ჩემი აზრით, პირველ ყოვლისა, ალბათ, მაინც ტერიტორიული სიშორეა, შემდგომ კი – ცხოვრებისეული პრობლემები. შეიძლება, ევგენისა და იგორსაც უნდათ ჩვენი პოვნა, მაგრამ, ვერ გვპოულობენ, რადგან დედაჩემი მეუღლის გვარზეა. ხომ არ შეიძლება, ასე უბრალოდ დაკარგო სისხლით ნათესავი და არც სცადო მისი მოძებნა?!

– ნათესავების პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა შეხვედრას და სად გეგმავთ ამას?

– ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდე საქართველოში. ვიცი, რომ თქვენი ქვეყანა ულამაზესია და მინდა, პირადად ვნახო მისი სიმშვენიერე. თუკი, ღვთის წყალობით, ვიპოვით იგორსა და ევგენი ბიძიას, აუცილებლად ჩამოვალ თბილისში. იმედია, ჩვენი სიხარული ორმხრივი იქნება და არასდროს აღარ დავკარგავთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ამჟამად უკვე იგორსაც აქვს თავისი ოჯახი, ალბათ, შვილებიც ეყოლება. მე კი ის ისეთი პატარა მახსოვს...

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიებთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3