ვალერი მელაძის ოჯახში კვლავ დაძაბულობაა
მას შემდეგ, რაც ვალერი მელაძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰყავს საყვარელი ადამიანი და ოჯახიდან მიდის, კიდევ უამრავი რამ გაირკვა. როგორც ჩანს, მომღერალს „ვია გრას“-სოლისტისგან, ალბინა ჯანაბაევასგან ექვსი წლის წინ შვილი შეძენია, რომელიც ვალერის შვილად უღიარებია კიდეც. ამის შესახებ, მას საკუთარი მეუღლისთვის, ირინა მელაძისთვისაც უთქვამს. მან კი იმის სანაცვლოდ, რომ ქმარი შეენარჩუნებინა, მის საყვარელსაც და უკანონო შვილსაც შეეგუა. თუმცა, ოჯახის დანგრევა მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა და ვალერი სულ სხვა ადამიანთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. ირინა არ თმობს პოზიციებს და რუსულ მედიასთან საუბარში მუდმივად აცხადებს იმის შესახებ, რომ ის და ვალერი ჯერ კიდევ არ განქორწინებულან ოფიციალურად და ამის გაკეთებას არც აპირებენ. „ვალერი არ არის „საკვირაო“ მამა, ის უფრო მეტ დროს ატარებს თავის შვილებთან და ოჯახში, ვიდრე ოდესმე“ – აცხადებს ირინა.