კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა უსაფრთხო გაზის თანამედროვე სისტემა და ღირს თუ არა მისი მონტაჟი

 

ეკონომიურობა თანამედროვე მსოფლიოში მძღოლების საერთო პრობლემაა. ევროპულ ქვეყნებში უკვე დაივიწყეს – „ჯიპები“, დიდძრავიანი ავტომობილები, ბენზინი და ავტომობილის სხვა „სამარიაჟო” ფუნქცია. სულ უფრო ხშირად, ქართველ მძღოლებსაც ავტომობილები გაზზე გადაჰყავთ, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ უსაფრთხოა.

მევლუდ მელაძე: ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ მუშაობს გაზის სისტემა ავტომობილში. არის თუ არა ის კარგი, მოსახერხებელი, უსაფრთხო და საერთოდ, ღირს კი ამდენი ფულის გადახდა ავტომობილის გაზზე გადასაყვანად? მით უმეტეს, თუ ავტომობილი ისედაც ეკონომიურია, გაზის სისტემაზე გადაყვანა და მისი დამონტაჟება ხომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. პირველი, რაც უნდა ვთქვა არის ის, რომ გაზის სისტემა არანაირ საფრთხეს არ შეიცავს! პირიქით, შეჯახების დროს საწვავს მეტი აალება აქვს, გაზი კი ძალიან მალე ორთქლდება და ნაკლები შანსია, აფეთქება მოხდეს. მაგრამ მთავარი, რაზეც დღეს მძღოლი ფიქრობს ეს ეკონომიურობაა. ამ მხრივ გამოირჩევა გაზის სისტემის ახალი თაობის მოდელი. ძველი მოდელიც საკმაოდ ეკონომიური იყო, თუმცა – მოუხერხებელი, უშნო და არაპრაქტიკული. გაზის სუნი სალონში ყოველთვის იგრძნობოდა. რაც შეეხება გაზის მოწყობილობის ბოლო თაობის სისტემას, ეს არის კომპიუტერიზებული, ინჟექტორული სისტემა. ის ძალიან კარგად მონტაჟდება ავტომობილში, ერთდება კომპიუტერთან და ამავე კომპიუტერით იმართება. დგება ცალ-ცალკე ინჟექტორი, იმის მიხედვით, თუ რამდენცილინდრიანია ავტომობილი. ის ძალიან ეკონომიურია, ძველი თაობის სისტემებთან შედარებით. აბსოლუტურად არ აქვს სუნი, არის უსაფრთხო, ეკოლოგიურადაც უფრო სუფთაა და ავტომობილს სიმძლავრეს ოდნავ თუ აკლებს. ამ შემთხვევაშიც, კომპიუტერი, რომელიც გაზის სისტემის მონტაჟის დროს ინსტალირდება, ხვდება, როდის სჭირდება ავტომობილს დიდი სიმძლავრე და ავტომატურად იხმარს ბენზინის სიმძლავრეს ისე, რომ ჩვენ ამას ვერც ვგრძნობთ. 

– ნუთუ, იმდენად ეკონომიურია, რომ ღირს ფულის გადახდა ამ სისტემაში?

– ამ სისტემის დამონტაჟების ფასი დაახლოებით ათასი დოლარის ფარგლებშია. აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ საქართველოში გაცილებით ძვირი ჯდება და მის დასამონტაჟებლად შეიძლება ერევანში ჩასვლაც. ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ გზისა და სხვა ყველა ხარჯის ჩათვლითაც კი. იქ ერთ დღეში ხერხდება ამ სისტემის მონტაჟი. დათვლილი მაქვს და გაზის სისტემის დამონტაჟების ხარჯს, ზუსტად ნახევარ წელიწადში ამოიღებთ საწვავის ეკონომიით. თუ ნაკლები ინტენსივობით გიწევთ მანქანით გადაადგილება, ერთ წელიწადში, ნებისმიერ შემთხვევაში, ამოიღებს ის დამონტაჟების ხარჯს. მერე უკვე ეს სისტემა მოგებაზე გადადის. თანამედროვე სისტემა სულ უფრო ცოტა  გაზს მოიხმარს. რაც უფრო ცოტაა ავტომობილის კუბატურა, მით მეტია ეკონომია. ვთქვათ, თუ ავტომობილი მოიხმარდა ოცდაათი ლარის საწვავს, როგორც მინიმუმ, ეს თანხა განახევრდება და თხუთმეტი ლარის საწვავი დასჭირდება. ნორმალური სიჩქარით სიარულის შემთხვევაში, კი ათი ლარის საწვავიც კი საკმარისი იქნება. 

– პრობლემა ისაა, რომ ყველა ბენზინის გასამართ სადგურზე არ არის გაზით დასატენი მოწყობილობები.

– ეს მინუსი ცოტა ხნის წინ უფრო აქტუალური გახლდათ. მართლაც ძალიან ცოტა წერტილი იყო, სადაც სისტემის გაზით შევსება შეიძლებოდა. ეს ქმნიდა გარკვეულ დისკომფორტს. მაგრამ ახლა, თუ ყველა გასამართ სადგურზე არა, ყოველ მესამეში მაინც არის გაზით შევსების შესაძლებლობა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს, როგორც ქალაქში, ისე რაიონში, შეუძლია ჰყავდეს გაზზე მომუშავე ავტომობილი. 

– რატომ ითვლება გაზზე მომუშავე ავტომობილი არაპრესტიჟულად?

– კარგი კითხვაა. ეს, ალბათ, მაინც ჩვენი ბუნებიდან მოდის. ამაყი ერი ვართ და თავს და გარშემო მყოფებს ვატყუებთ, ვითომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვეხება – ნახე, მე კი არ მიჭირს, „ჯიპით“ დავდივარ, რომელიც ოც ლიტრ ბენზინს წვავს ას კილომეტრზეო. ჩვენზე უფრო უარესი მდგომარეობაა სომხეთში. ძალიან ხშირად ნახავთ შუაღამისას, გაზით გასამართ სადგურზე „პორშე კაენს“, მხოლოდ იმიტომ რომ დღისით რცხვენია, ყველას დასანახად ასეთი მანქანა გაზით შეავსოს. არადა, ვფიქრობ, ეს სულაც არ არის დასამალი. მინდა, მყავდეს პრესტიჟული მანქანა, მაგრამ არ მინდა, ამ პრესტიჟულმა მანქანამ ძალიან ბევრი დამახარჯვინოს. გერმანელიც იგივეს გააკეთებდა, მაგრამ ამას, არავითარ შემთხვევაში, არ დამალავდა. 

 

скачать dle 11.3