კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ჯიშის ძაღლებისთვის არის აუცილებელი ყურების დაჭრა და რა ასაკში უნდა ჩაუტარდეთ მათ ეს ოპერაცია

ბევრს მიაჩნია, რომ ძაღლისთვის ყურისა და კუდის მოჭრა მისი გაავების ერთგვარი მეთოდია. ვეტერინარები და კინოლოგები კი ამ აზრს, უმეტეს შემთხვევაში, არ ეთანხმებიან და კუპირების აუცილებლობად სულ სხვა მიზეზს ასახელებენ. ბოლო წლებში კი კიდევ ერთი მოსაზრება გავრცელდა. საქმე ისაა, რომ სადავო ხდება ძაღლისთვის ყურებისა და კუდის მოჭრა-არმოჭრის საკითხი. ზოგს მიაჩნია, რომ, გარკვეული ჯიშის ძაღლების გარდა, კუპირება უნდა იკრძალებოდეს, ზოგი კი  ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი უფრო დაწვრილებით გვესაუბრება.

 

– როგორია თქვენი აზრი ყურებისა და კუდის კუპირებასთან დაკავშირებით? რას გვეტყვით თქვენ, როგორც გამოცდილი ვეტერინარი?

– ამასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. უფროსი თაობის კინოლოგები ფიქრობენ, რომ დაკიდებული ყურები და გრძელი კუდი აუშნოებს  ძაღლის ექსტერიერს, ახალი თაობის კინოლოგები კი – პირიქით.

ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულიც იყო ყურებისა და კუდის კუპირება, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ზოგიერთი ჯიშის ძაღლის პოპულარობას, როგორიცაა, მაგალითად, როტვეილერი და დობერმანი. დიდ ბრიტანეთში კინოლოგთა უფროსმა თაობამ მიაღწია იმ კომპრომისს, რომ დაუშვეს ცხოველისთვის მხოლოდ კუდის კუპირება. აი, გერმანიაში კი ეს დამოკიდებულია პატრონის ნება-სურვილზე. 

– თუ წარმოადგენს ყურისა და კუდის მოჭრა რაიმე საფრთხეს ცხოველებისთვის? ანუ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს მხედველობაში.

– ვეტერინარიაში ყურებისა და კუდის დაჭრა არ წარმოადგენს დიდ ოპერაციას, ის შეიძლება, მანიპულაციად ჩაითვალოს. პრაქტიკულად, არ არსებობს შემთხვევა, თუ აღნიშნული მანიპულაცია სწორად ჩატარდა, რომ ყურის ან კუდის კუპირებას ლეკვების სიკვდილიანობა გამოეწვია. 

– რა ასაკშია მიღებული კუდის მოჭრა ლეკვისთვის?

– როგორც წესი, კუდის კუპირება ტარდება 3-4 დღის ასაკში. აღნიშნული მანიპულაციისთვის საჭიროა მაკრატლის ერთი სწორი მოძრაობა. მთავარი წესი ისაა, რომ გადაჭრა მოხდეს მალებს შორის და დავტოვოთ კანის საკმარისი რაოდენობა შესახორცებლად. აღნიშნულ პროცედურას ლეკვები იტანენ ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. 

ხანდახან საჭიროა აღნიშნული მანიპულაციის იძულებით ჩატარება. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა საქმე გვაქვს კუდის ტრავმულ დაზიანებებთან, რაც, შეიძლება, ძაღლმა მიიღოს  დაბადებისას; ასევე, მექანიკური დაზიანების დროს (მაგალითად, კარებში მოყოლა), აღნიშნული შემთხვევისას, ძირითადად, საქმე გვაქვს ხოლმე მალების მოტეხილობასთან, რის დროსაც უმჯობესია, მოხდეს კუდის კუპირება, მიუხედავად ძაღლის ასაკისა, რადგან მოტეხილ ადგილზე გაჩენილი ნაწიბური აწვება კუდის ნერვებს და იწვევს მუდმივ ტკივილს.

– რაც შეეხება ყურის კუპირებას?

– აქ არსებობს ორი ძირითადი შეხედულება: ფუნქციური, როცა საქმე გვაქვს აბორიგენულ ჯიშებთან, მაგალითად,  როგორებიცაა – შუააზიური, ქართული და კავკასიური ნაგაზი. ასევე, კოსმეტიკური კუპირება, რომელიც  უტარდებათ გერმანულ ჯიშებს, მაგალითად, ბოქსიორს, დობერმანს, შნაუცერსა და ასე შემდეგ. 

– რა ასაკშია მიზანშეწონილი ყურების კუპირება?

– ყურების კუპირება ძაღლებს უტარდებათ თვე-ნახევრის  და უფროს ასაკში სპეციალური ინსტრუმენტებით. ყურის კუპირება მოითხოვს არა მარტო საკმარისად დიდ გამოცდილებას, არამედ, ხელოვნებასაც კი. ყურს მარტო მოჭრა კი არ სჭირდება, მას უნდა მიეცეს სპეციალური ფორმა. თუ ოპერაციას კვალიფიციური ვეტერინარი მოწესრიგებულად და სწორად ატარებს, მაშინ, როგორც წესი, კუპირება, არავითარ გართულებას არ იწვევს.

– თუ არსებობს ისეთი ჯიში, რომლისთვისაც აუცილებელია ყურის კუპირება?

– დიახ, ასეთი ჯიშები ნამდვილად არსებობს. მებრძოლი ძაღლებისთვის აუცილებელია ყურების კუპირება, რადგან ხშირია ბრძოლის დროს ყურის დაზიანება, რის გამოც ვითარდება ჰემატომები და ჭრილობები. ეს კი, შეიძლება,  ჩირქოვანი პროცესებით გართულდეს. 

 

скачать dle 11.3