კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: იქნებ, ამიხსნათ, რას ნიშნავს „მერსედესის” მოდელებზე მითითებული წარწერა „4 მატიკ”?

პასუხი: „4 მატიკ” ნიშნავს, რომ ის მოდელი ოთხივე წამყვანი თვლითაა აღჭურვილი. იმავე მინიშნებისთვის „აუდი” იყენებს წარწერას – „კვადრო”, „ფოლკსვაგენი” – „სინქროს”, „სუბარუ“ – „ავედეს“ და სხვა. რაც შეეხება „მერსედესს”, „4 მატიკ” ანუ ოთხივე წამყვანი თვალი მხოლოდ ავტომატური მართვის კოლოფის მქონე „მერსედესებს” აქვთ, ანუ ეს არის ავტომატიკის შეკვეცილი ფორმა. დღემდე, „მერსედესი” ოთხ წამყვან თვალს მხოლოდ ამ სტილის მოდელებზე აყენებს. თუმცა მრავალი წლის წინ ერთი საცდელი მანქანა შექმნეს, რომელსაც ოთხი წამყვანი თვალი ჰქონდა და თან მექანიკური მართვის კოლოფით იყო აღჭურვილი. მასაც იგივე წარწერა ჰქონდა.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ-პასატი”. რადგან უკვე საკმაოდ ცივა, გადავწყვიტე ავტომობილში ანტიფრიზი გამომეცვალა და ასეც მოვიქეცი. ამის შემდეგ მანქანის ღუმელი მოიშალა და ხან ცივ ჰაერს უშვებს, ხან ცხელს. ძრავა კი დიდხანს არ თბება, შემდეგ უცებ გადადის სიმხურვალისკენ. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? იქნებ ცუდი ხარისხის ანტიფრიზი ჩამისხეს?

პასუხი: სავარაუდოდ, თქვენს ავტომობილში არასაკმარისი რაოდენობის ანტიფრიზია ჩასხმული. როდესაც ის ჩაასხით და მისმა დონემ ნორმას მიაღწია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ ეს მისთვის საკმარისი იყო. ძრავის გარკვეულ დეტალებში შესაძლოა, ეგრეთ წოდებული, ვაკუუმი შეიქმნა, სადაც წყალი ვერ მოხვდა და ამან მოგვიანებით იჩინა თავი. შესაძლოა, იქ წყალი ჯერ კიდევ არ მოხვედრილა, ვინაიდან ყველა ავტომობილისთვის ანტიფრიზის ჩასხმის განსხვავებული სპეციფიკა არსებობს. როდესაც ანტიფრიზს ვასხამთ, რომელიღაც წერტილიდან ჰაერი უნდა გამოვიდეს. ამისთვის ან რომელიღაც მილი, ან სპეციალურად განკუთვნილი „ბოლტი” უნდა მოვხსნათ. ანტიფრიზის ჩასასხმელი სახურავი მოვხადოთ, ავტომობილი დავქოქოთ, დაველოდოთ მის გარკვეულ დონემდე გათბობას და ანტიფრიზი მანამ ვამატოთ, სანამ მისი დონე ნორმის ნიშნულს არ მიაღწევს. პარალელურად, ავტომობილის ხელსაწყოზე წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი ნორმაზე უნდა იდგეს. თუ ამ ყველაფრის შესრულებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ, უმჯობესია, ის სპეციალისტს მიუყვანოთ.  

 

 

скачать dle 11.3