კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

 

14 ნოემბერი

1666 – სემუელ პეპისმა განახორციელა პირველი წარმატებული სისხლის გადასხმა (ძაღლიდან ძაღლზე).

1851 – ნიუ-იორკში გამოქვეყნდა ჰერმან მელვილის მოთხრობა „მობი დიკი“.

1910 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნორფოლკში ხომალდის გემბანიდან პირველად აფრინდა თვითმფრინავი.

1940 – გერმანულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა ინგლისური ქალაქი ქოვენთრი.

1960 – დაარსდა „ოპეკი“ – ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია.

15 ნოემბერი

1492 – ქრისტეფორე კოლუმბმა თავის დღიურში პირველად აღწერა თამბაქო.

1889 – ბრაზილიაში დაემხო მონარქია და ეს ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა.

1904 – ამერიკელმა კინგ ჟილეტმა დააპატენტა წვერსაპარსი ცვლადი პირებით.

1960 – ზღვაში გავიდა „ჯორჯ ვაშინგტონი“ – პირველი წყალქვეშა ნავი ბირთვული შეიარაღებით.

16 ნოემბერი

1532 – ესპანელ კონკისტადორებს ტყვედ ჩაუვარდათ ინკების იმპერატორი ატაჰუალპა.

1918 – უნგრეთი გამოეყო ავსტრია-უნგრეთს და ცალკე რესპუბლიკად გამოცხადდა.

1972 – საბჭოთა კავშირში გასაყიდად გამოვიდა „პეპსი-კოლა“.

17 ნოემბერი

1839 – მილანში შედგა პრემიერა ჯუზეპე ვერდის პირველი ოპერისა „ობერტო, ბონიფაჩოს გრაფი“.

1855 – ინგლისელმა მოგზაურმა დევიდ ლივინგსტონმა აფრიკაში აღმოაჩინა ვიქტორიას ჩანჩქერი.

1869 – ოფიციალურად გაიხსნა სუეცის არხი.

1948 – კრეისერი „ავრორა“ გადააქციეს მუზეუმად.

18 ნოემბერი

1307 – თუ ლეგენდას დავუჯერებთ, სწორედ ამ დღეს ვილჰელმ ტელმა მოარტყა ისარი საკუთარი შვილის თავზე დადებულ ვაშლს.

1626 – რომში ეკურთხა წმიდა პეტრეს ტაძარი, რომლის მშენებლობა 1452 წელს დაიწყო.

1865 – შედგა მარკ ტვენის ლიტერატურული დებიუტი.

19 ნოემბერი

1703 – ბასტილიაში გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც ცნობილია, როგორც „ადამიანი რკინის ნიღაბში“.

1891 – გასაყიდად გამოვიდა პირველი სათამაშო რკინიგზა.

1978 – ჯორჯთაუნში (გაიანა) ერთდროული თვითმკვლელობის აქტი მოაწყო 900-მა სექტანტმა – ეს იყო ყველაზე მასიური თვითმკვლელობა მეოცე საუკუნეში.

20 ნოემბერი

1815 – გამოცხადდა შვეიცარიის ნეიტრალიტეტი და მისი საზღვრების ურღვევობა.

1917 – კამბრეს ბრძოლა პირველ მსოფლიო ომში, გამორჩეული იყო იმით, რომ პირველად ისტორიაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ტანკებმა.

1929 – პარიზში შედგა სალვადორ დალის პირველი პერსონალური გამოფენა.

1969 – პელემ გაიტანა თავისი მე-1000 გოლი.

 

скачать dle 11.3