ქართული ფილმების ცვენა
სალომე გველესიანი
კინოთეატრების წინ გავლა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ვხედავ, რომ უცხოური ბლოკბასტერების ნაცვლად კინოთეატრის წინ ქართული ფილმების სარეკლამო ბანერებია გამოფენილი. „ყველაფერი კარგად იქნებას“ შემდეგ „თბილისური ლავ სთორი“, „გაღმა ნაპირი“, „ჯაყოს ხიზნები“, „ნაზარეს უკანასკნელი ლოცვა“ ერთმანეთის მიყოლებით და პარალელურად იკავებდნენ კინოთეატრის შესასვლელთან საპატიო ადგილს. ბევრს დავობენ ფილმების სიავკარგეზე – რომელია კარგი, რომელი უგემოვნო, რომელი მოსაბეზრებელი და გაწელილი. მთავარი კი მაინც ერთია, რომ ქართულ ფილმებს იღებენ და საკმაოდ ინტენსიურად. როგორც ერთმა ძალიან ცნობილმა რეჟისორმა თქვა, დღეს რა ინტენსივობითაც იღებენ ფილმებს და რამდენი გადამღები ჯგუფიც მუშაობს ერთდროულად სხვადასხვა პროექტზე, ასეთი რამ საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ხდებოდაო. მოკლედ, სტარტი და მრავალფეროვნება კარგია, სულ მალე კი ალბათ, შედევრებსაც ვნახავთ.