კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიტოაბაზანები – დაღლილობისა და სტრესის უებარი წამალი

 

მძიმე და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისა და განმუხტვის საუკეთესო საშუალება აბაზანის მიღებაა. მაგრამ, თუ წყალში შეურევთ სხვადასხვა მცენარის ნახარშსა და რომელიმე ეთერზეთის რამდენიმე წვეთს, ჩვეულებრივი აბაზანა სრულყოფილ გამაჯანსაღებელ, კოსმეტიკურ და სამკურნალო პროცედურადაც კი იქცევა.

საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებლად უნდა დაიცვათ რამდენიმე წესი:

1. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36-37 გრადუსს;

2. პროცედურის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10-20 წუთი;

3. აბაზანა უნდა მიიღოთ დღეგამოშვებით;

4. აბაზანაში ჩაწოლისას მაქსიმალურად მოადუნეთ სხეული და ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალმა გულის მხარე არ დაფაროს;

5. ფიტოაბაზანის მიღების წინ რეკომენდებულია შხაპით კარგად ჩამოირეცხოს კოსმეტიკა.

შედეგი თვალსაჩინო ხდება 12-15 პროცედურის შემდეგ, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომელ მცენარეს რა ეფექტი აქვს.

ციტრუსი კარგია დაღლილობის მოსახსნელად, გასამხნევებლად, არის არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალება, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და იცავს ორგანიზმს გაციებისგან.

ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთის 6 წვეთი შეურიეთ 1 სადილის კოვზ ზღვის მარილში და გახსენით აბაზანაში. ციტრუსის აბაზანის ხანგრძლივობა 15-20 წუთია.

ლავანდა უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, ხსნის შიშისა და პანიკის შეგრძნებას, ამცირებს არტერიულ წნევას, წმენდს, არბილებს და აახალგაზრდავებს კანს. ლავანდის აბაზანის მიღება სასურველია დაძინებამდე 1 საათით ადრე.

თბილ წყალში ჩააწვეთეთ 6 წვეთი ლავანდის ეთერზეთი ან 1 სადილის კოვზი ლავანდის ყვავილი. ადუღეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში 10 წუთის განმავლობაში. აცადეთ გაგრილება და ჩაასხით აბაზანაში (ხანგრძლივობა – 10 წუთი).

ცაცხვი ამკვრივებს კანს და ხელს უწყობს გახდომას. ცაცხვის ყვავილი შესანიშნავი ოფლმდენი საშუალებაა, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, წვავს ცხიმებს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას: აახალგაზრდავებს მას, ხდის ხავერდოვანსა და ნაზს და მაქსიმალურად ამცირებს ანთებით პროცესებსა და გაღიზიანებას.

300 გრამ ნედლეულს (შეგიძლიათ, გამოიყენოთ ცაცხვის ყვავილები, ფოთლები, თესლი, ქერქი) დაასხით 5 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 15-20 წუთი და გადაწურეთ. მიღებული ნახარში შეურიეთ აბაზანაში ჩასხმულ წყალს. ხანგრძლივობა – 15 წუთი. აბაზანის მიღების შემდეგ სასურველია, დაწვეთ დასაძინებლად. დილით კი, შეგიძლიათ, დატკბეთ შედეგით: აღმოაჩენთ, რომ კანი მთელ სხეულზე გაქვთ ნაზი და ხავერდოვანი. თქვენს წონას კი მთელი 1 კილოგრამი გამოაკლდა.

 

скачать dle 11.3