კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევინარჩუნოთ ფორმა

 

ესეც ერთგვარი დიეტაა, მაგრამ, უფრო მას შემდეგ დასაცავი, როცა თქვენს სასურველ წონას მიაღწევთ და მერე ისევ გასუქების გეშინიათ. ეს რომ არ მოხდეს, უნდა დაიცვათ რამდენიმე „ჯადოსნური“, თუმცა ძალიან მარტივი წესი. საერთოდ კი, თუ ამ წესებს ყოველთვის დაიცავთ, გარწმუნებთ, მუდამ თქვენთვის სასურველ ფორმაში იქნებით.

წესი პირველი – ისიამოვნე ყოველი ლუკმით

ჭამის დროს არ გაერთოთ. პარალელურად ტელევიზორის ყურება ან წიგნის კითხვა „გაიძულებთ“, მეტი მიირთვათ. ფსიქოლოგიური განწყობისთვის, ლამაზად გაიწყვეთ სუფრა და თეფშზე იმდენი გადმოიღეთ, რომ მხოლოდ შიმშილი დაიკმაყოფილოთ და კერძის დამატება გამოირიცხოს. ჩართეთ რაიმე სასიამოვნო მუსიკა და საჭმელი ნელა ჭამეთ (აუცილებელია, კარგად დაღეჭოთ), თან, წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის ყველაზე საყვარელ დელიკატესს მიირთმევთ. ყოველი გადაყლაპული ლუკმის შემდეგ გააკეთეთ პატარა პაუზა – ეს რაღაც დონეზე შეგიმცირებთ მადას და დანაყრების შეგრძნება უფრო მალე დაგეუფლებათ, ვიდრე სწრაფად ჭამის დროს.

წესი მეორე – კერძს დაუმატეთ წიწაკა „ჩილი“

თუ რამე გაწუხებთ და მწარე საკვები თქვენთვის აკრძალულია, შეგიძლიათ, „ჩილი“ ბულგარული წიწაკით ჩაანაცვლოთ. წიწაკა (მით უფრო – მწარე) შეიცავს ნივთიერება კაპსაიცინს, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უშლის ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას.

წესი მესამე – იყავით უფრო აქტიური

ის, ვისაც სხეულის სრულყოფა სურს, გვერდს ვერ აუვლის ფიზიკურ დატვირთვებს. მაგრამ, აუცილებელი არ არის, დილა-საღამოს საათობით ირბინით ან მთელი დღე ფიტნეს-კლუბში გაატაროთ. უბრალოდ, ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ. თუ გსურთ, ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტი: ერთი კვირის განმავლობაში სამსახურამდე (და უკან) რაღაც მანძილი მაინც გაიარეთ ფეხით, უარი თქვით ლიფტზე და იატაკი გრძელტარიანი ჯაგრისის გარეშე (ანუ ხელით) მორეცხეთ (ან გაწმინდეთ). მხოლოდ ამ გზით, ყოველგვარი დიეტის გარეშე, კვირაში 2 კილოგრამს „დაწვავთ“.

წესი მეოთხე – სვით მეტი სითხე

ფორმა რომ შეინარჩუნოთ (ეს კანისთვისაც სასარგებლოა), დალიეთ დღეში 8-10 ჩაის ჭიქა სითხე. გაითვალისწინეთ, რომ თუ ჭამამდე 10-15 წუთით ადრე 1-2 ჭიქა წყალს დალევთ, კუჭის ნაწილი უკვე შევსებული იქნება და ნაკლებ საჭმელს მიირთმევთ. ყავა და შავი ჩაი გამორიცხეთ (დასაშვებია მხოლოდ უშაქრო მწვანე ჩაი), ხოლო, თუ ყავის გარეშე ვერ ძლებთ, ნებადართულია მხოლოდ ერთი ფინჯანი ნალექიანი ყავა.

წესი მეხუთე – შეამცირეთ კალორიები

თანდათანობით უარი თქვით შემწვარ-მოხრაკულ კერძებზე. ჭამეთ რაც შეიძლება მეტი უმი ხილი და ბოსტნეული. საჭმელი შეაზავეთ ზეითუნის ზეთით ან ღვინის ძმრით – ეს ძალიან უწყობს ხელს არტერიული წნევის მოწესრიგებას. ჩართეთ თქვენს მენიუში პარკოსნები, ბურღულეული და უცხიმო ხაჭო – ეს პროდუქტები მდიდარია პროტეინებითა და ამინომჟავებით; ხორცი კი მიირთვით როგორც გარნირი და არა როგორც ძირითადი კერძი.

წესი მეექვსე –  დათრგუნეთ მადა

პიტნის ექსტრაქტზე დამზადებული კბილის პასტა დაგეხმარებათ, აკონტროლოთ თქვენი მადა. თუ დღეში სამჯერ გაიხეხავთ კბილებს ამ პასტით, შიმშილის გრძნობა შესამჩნევად დაგიქვეითდებათ.

წესი მეშვიდე – შეარჩიეთ კანფეტის ალტერნატივა

სტაფილო შეიცავს 15 პროცენტ შაქარს. ამიტომ, თუ ძალიან მოგინდებათ, კანფეტით ჩაიტკბარუნოთ პირი, უმი სტაფილო ნამდვილად დაგიკმაყოფილებთ ამ სურვილს, თანაც ცოცხალ ვიტამინებსაც მიიღებთ.

 

скачать dle 11.3