კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იხილა მამუკა ლომაშვილმა ასტრალში მოგზაურობისას და რომელმა წმიდანმა ამცნო, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა

პაროდიის თეატრის მსახიობი, მამუკა ლომაშვილი იმდენად გაიტაცა პარანორმალური მოვლენების „გაჩხრეკა-შემეცნებამ“, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, რადიოში ეზოთერული გადაცემა დააარსა, ის ყოველკვირა ხვდებოდა ამოუცნობი მოვლენების შემსწავლელ მეცნიერებს, უფოლოგებს, ეზოთერიკოსებს, უცხო ცივილიზაციის სტუმართა კონტაქტორებს, კლინიკურ სიკვდილგამოვლილებს. მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ მასაც ჰქონდა შეხვედრა „ამოუცნობთან“. 

 

მამუკა ლომაშვილი: ძალიან პატარა ვიყავი, როცა დავინტერესდი ამოუცნობი მოვლენებით, სიზმრების ახსნით, წინასწარმეტველებით. ჯერ კიდევ ზღაპრებიდან შევიტყვე, რომ არსებობდა ნატვრის თვალი, ბოროტი ჯადოქრები, კეთილი ფერიები, უჩინმაჩინის ქუდი, რომელსაც ყველას გაქრობა შეეძლო. უფრო მოგვიანებით კი, დავრწმუნდი, რომ ზემგრძნობიარე ადამიანები ნამდვილად არსებობენ და მათ შეუძლიათ ასტრალური მოგზაურობა. არსებობს პარალელური სამყარო, აჩრდილები, მფარველი ანგელოზები და სამყაროს შემოქმედი, რომელსაც ემორჩილება ყველა და ყველაფერი. 4-5 წლის ვიქნებოდი, დედა ეზოში იყო ჩასული და სახლში მარტო ვიყავი. სამზარეულოდან გამოგორდა ბურთი და ჩემს საძინებელ ოთახში შემოგორდა. ამას ახლდა გარკვეული ხმაურიც. არადა, ოთახში არავინ იყო. მივხვდი, რომ რაღაც უხილავმა გამოიწვია ჩემი გაოცება ბურთის შემოგორებით. ჩემი „აღმოჩენა“ დედასაც გავანდე. მაგრამ ამაზე არავის გაუმახვილებია ყურადღება. რადგან ეს ფაქტი ბავშვის ფანტაზიად ჩათვალეს. მე კი ჯიუტად მჯეროდა, რომ არსებობს „უჩინმაჩინი“, რომელსაც შეუძლია, თავის ძალასა და არსებობაში დამარწმუნოს და მარწმუნებდა კიდეც ყოველთვის. ზეძალა მაწვდის ინფორმაციას საკუთარ აწმყოსა და მომავალზე. ასევე, იმ ადამიანთა შესახებ, ვისაც ვესაუბრები. რამდენიმე კვირით ადრე ვგრძნობ იმ ადამიანის გარდაცვალებას, ვინც იქით უნდა „გაემგზავროს“. შესაძლოა, იმ დროს, როცა მე მას ვხედავ, მარადისობის ქვეყნისკენ მიმავალს, სასიკვდილო არაფერი სჭირს, ჯანმრთელადაც არის და სიცოცხლის ეშხშიცაა შესული, მაგრამ მის დღემოკლეობას ყოველთვის ვგრძნობ. ძალიან მინდა ჩავახშო ეს უნარი ჩემში, მაგრამ ვერ ვახერხებ. ასევე, ვგრძნობ, თუნდაც უცხო ქალაქში, რომ ამა თუ იმ სადარბაზოდან ცხედარს გამოასვენებენ. ექსპერიმენტისთვის რამდენჯერმე გავჩერებულვარ რომელიმე კორპუსის წინ და მართლაც დაწყებულა პროცესია.

–  გარდაცვლილის სამყოფელს რა ნიშნით იცნობთ?

– სუნით. ვერ გადმოგცემთ... ეს არის უსიამოვნო სუნი, მაგრამ სახელს ვერ ვარქმევ, კონკრეტულად რას ჰგავს ის შეგრძნება, რომლის მიხედვითაც ვგრძნობ, გარდაცვლილის სიახლოვეს.

–  მამუკა, ცნობილია, რომ ამ რამდენიმე წლის წინათ ავად იყავით და ექიმები დიაგნოზს ვერ გისვამდნენ. მაშინ ხომ არ აღმოჩნდით მიღმა სამყაროში?

– მართალია, ძალიან მძიმედ ვიყავი. საწოლში გადაბრუნებაც ფიზიკურ დატვირთვას იწვევდა. ექიმები და ახლობლები საშინელ პანიკაში იყვნენ. მე ყველას ვამშვიდებდი, რომ ჯერ არ იყო ჩემი „გამგზავრების“ დრო. კლინიკური სიკვდილი არ გამომიცდია, მაგრამ რამდენჯერმე ხილვით დავლაშქრე მარადისობისკენ მიმავალი ლაბირინთები, სააქაოს საზღვარსაც გავცდი, საზვერეებიც დავინახე...

–  და რა ნახეთ?

–  სამუდამო განსასვენებელი, ზეციური ქვეყანა, არამიწიერი სილამაზე, ზურმუხტისფერი ბუნება და ხილული სამყაროსგან განსხვავებული ფერადოვნება, კეთილსურნელება, უჩვეულო სიმსუბუქე, ენით აუწერელი ნეტარება და ბედნიერების შეგრძნება.

–  ნაცნობი ადამიანები თუ ნახეთ?

–  არა, იმქვეყნად ნაცნობები არ მინახავს. ვნახე ძირითადად ღვთისმსახურები და ზებუნებრივი არსებები –  ანგელოზები, წმიდანებიც. ეკლესიის მსახურნი ბერული და მონაზვნური შავი სამოსით არ იყვნენ შემოსილი, ეცვათ ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი სამოსი –  ლაჟვარდისფერი, მეწამული, ღია შინდისფერი და თეთრი. ერთ წმიდანში მარიამ ღვთისმშობელი შევიცანი. თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ ისეთი მოწყალე თვალებით შემომხედა, იმწამსვე ვიგრძენი, რომ ტკივილი და ავადმყოფობა წარსულს ჩაბარდებოდა. მართლაც, მეორე დღესვე წამოვდექი საწოლიდან და ავადმყოფობაც დამავიწყდა. 

–  დემონური ძალები არ გინახავთ ასტრალში მოგზაურობისას?

–  ასტრალში მოგზაურობისას არა, პირადად ვნახე –  ხილულ სამყაროში.

–  როგორ?

–  სხვათა შორის, „დამაოვიც“ ხშირად მეთამაშება. ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში ვიყავი, ჩემი დახრჩობა რომ სცადა.

–  იქნებ სპაზმები დაგეწყოთ და „დამაოვიდ“ აღიქვით პატარა ბიჭმა კლინიკური ცვლილება?

–  არა, არ შევმცდარვარ. ჯერ ფეხის ხმა გავიგონე, მერე კარის შემოღების, გავედი კართან და არავინ იყო. შემოვბრუნდი, ისევ გავიგე კარის ხმა. ისევ გავედი, სიცილის ხმა გავიგონე –  ეშმაკისეული ხარხარი, რასაც მოჰყვა უხილავი „ხელისგან“ ყელში წაჭერა. მინდოდა დაყვირება, რომ მშველელი გამომჩენოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. გადავიწერე პირჯვარი და დავიწყე აზრობრივად, გუნებაში „მამაო ჩვენოს“ წაკითხვა. როგორც კი ლოცვა დავამთავრე და ხელახლა დავიწყე, უხილავმა ხელი შემიშვა, კვლავ გავიგე კარის გაჯახუნება. ამ პერიოდში არასოდეს მქონია მარხვის გამოცდილება. იმ ღამეს მესიზმრა, რომ აუცილებლად უნდა მემარხულა, დავსწრებოდი წირვა-ლოცვებს და მიმეღო წმიდა ზიარება.

–  „დამავოი“ ხშირად „მეთამაშებაო“, თქვით, კიდევ რით სცადა დაერწმუნებინეთ მის არსებობაში?

–  ერთხელ, უკვე მეორე კურსზე ვიყავი, ასევე უბოდიშოდ, ხმაურით „შემოვარდა“ ჩემს საძინებელში და მუხლებში ცემა დამიწყო. მე უკვე აღარ მეშინოდა მისი. კვლავ პირჯვრის წერითა და ლოცვით მოვიცილე თავიდან, მაგრამ კვლავ გაიბრძოლა, აჩრდილის ფორმა მიიღო და თვალწინ ამესვეტა. ძალიან მაღალი იყო და მუქი ფერის. ლოცვის დროს ნელ-ნელა დაპატარავდა, მაცხოვრის ხატი დავანახვე თუ არა, გაქრა. 

–  ვიცი, რომ მრავალ უცხო ცივილიზაციის სტუმართა კონტაქტორს შეხვედრიხართ, თქვენ თვითონ თუ გინახავთ ამო?

–  მინახავს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, ზუსტად სამჯერ, სწორედ ისეთი ფორმის, როგორიც კონტაქტორებს აუწერიათ ჩემთან საუბრისას. სხვათა შორის, სამჯერვე, როცა ამო დამინახავს, გვერდით მეგობრები მყოლია და მათაც დაუნახავთ. ერთხელ ზედაზენზე ვნახე, ერთხელ –  საგურამოში, ერთხელ –  თბილისში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამოს გამოჩენა ჩემს თვალწინ და კონტაქტორებთან სტუმრობის პერიოდი, ერთხელ ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. საგურამოში მე დავაფიქსირე მისი გამოჩენის თვე, რიცხვი და საათი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთმა კონტაქტორმა ჩემთან დარეკა და მიამბო, ამოუცნობ სტუმართა შესახებ და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთსა და იმავე დროს დავინახეთ „მრგვალი ხომალდი“.

–  რას ამბობენ, რატომ ვცდილობთ, თქვენთან კონტაქტსო?

– მე არ ვარ უფოლოგი და მათზე განსხვავებული აზრი მაქვს. მე მათ დემონურ ძალებად მივიჩნევ. თუმცა, კონტაქტორები ამტკიცებენ, რომ ისინი კეთილ საქმეთა საკეთებლად მოვიდნენ და ჩვენ მათთან შედარებით ძალიან განუვითარებელი ცივილიზაციის წარმომადგენლები ვართ. ისინი ცდილობენ, ცხოვრებისეული სიძნელეების გადაჭრაში დაგვეხმარონ. სხვათა შორის, ისეთი სტუმრებიც მყოლია, ამტკიცებდნენ, „უცხო სტუმრები“ ოჯახებშიც გვესტუმრებიან პერიოდულადო. არც ენობრივი ბარიერი არსებობს სტუმარ-მასპინძლებს შორის, რადგან ისინი ტელეპათიურად საუბრობენ.

–  არ გიფიქრიათ, რომ თქვენი გადაცემის სტუმრები ჰალუცინაციის მსხვერპლნი არიან?

–  ზოგიერთ მათგანზე მიფიქრია, უმრავლესობაზე კი არა. სხვათა შორის, კონტაქტორთა შორის ბავშვებიც იყვნენ, რომლებსაც არანაირად არ ექნებოდათ იმხელა ფანტაზია, სტუმრების ჩაცმულობა და მათგან მოყოლილი ამბები  შეეთხზათ. ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ბავშვებს ეკონტაქტებოდნენ „უცხო სტუმრები“ და არ ეჩვენებოდნენ მათ მშობლებს. ასეთი ბავშვები დაჰყავდათ სამედიცინო გამოკვლევებზე, ფსიქოლოგებთან კონსულტაციებზე, მაგრამ დადასტურდა, რომ ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო და ბავშვები არაფერს იგონებდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უცხო და უცნაურმა სტუმრებმა მათ მესამე თვალი გაუხსნა და ახალმა შესაძლებლობებმა გაიღვიძა მათში.

–  მაგალითად?

–  ვიღაცა ხატვის ნიჭით დაჯილდოვდა უეცრად, ვიღაცამ სამკურნალო რეცეპტები ისწავლა და დიაგნოსტიკის უნარი იგრძნო. მოკლედ, როგორც კონტაქტორთა უმრავლესობა ამტკიცებს, „ისინი“ მფარველ ანგელოზებად მოევლინენ, დაეხმარნენ მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ვიღაცამ ისიც თქვა, ოჯახი რომ მაქვს, მათ უნდა ვუმადლოდეო. ერთმა უსისხლოდ ჩატარებული ოპერაციის ნაკვალევიც მაჩვენა, ეს მართლაც ამოუცნობი თემაა და მე დასკვნებისთვის არ გამოგადგებით. 

–  რეინკარნაციის თუ გჯერათ?

–  მე და ცუცა კაპანაძემ გავიცანით ერთი ეზოთერიკოსი. ცუცას უთხრა, წინა ცხოვრებაში მონაზონი იყავი და ამიტომაც ვერ გადაგიწყვეტია გათხოვებაო. მე მითხრა, მეთოთხმეტედ ხარ მოსული და ყველა ცხოვრებაში ბედით უკმაყოფილო ჩინოვნიკი იყავიო. ამიტომაც, ვერ აგდებენ ჩემს გმირს „იუმორინას“ სცენიდან (იცინის). დედას ვუტირებ, მეთხუთმეტედაც მოვალ! – ეს ხუმრობით. მაგრამ, მქონია ისეთი მომენტებიც, რამაც რეინკარნაციის რეალურობაზე დამაფიქრა.

–  მაგალითად?

–  მაგალითად, ბევრჯერ ვყოფილვარ უცხო ქალაქში, უცხოეთში, სადაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ „იქ“ სხვა დროსაც ვყოფილვარ და ის ამბავი, რაც იქ ხდებოდა, მახსოვსდა, რომ ის ადამიანი, ვინც იმ დღეს პირველად ვნახე, დიდი ხნის ნაცნობი იყო და ასე შემდეგ... ასევე, საოცრად მიცხადდება სიზმარი და ფიჭური კავშირის დაარსებამდე, იმ დრომდე, სანამ ტელეფონის აპარატი დააფიქსირებდა, ვინ მირეკავდა, ვიცოდი, ვინ იყო ზარის „ავტორი“. შესაძლებელია, ეს ზარი წლების უნახავ ადამიანსაც კი ეკუთვნოდა.  ღმრთისგან შექმნილი, დალოცვილი სამყარო უამრავ საიდუმლო ცოდნას ინახავს და გვიმხელს მხოლოდ იმას, რისი ცოდნაც აუცილებლად გვჭირდება...

 

 

скачать dle 11.3