კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუღიმე და იაქტიურე

 

ვინ გითხრათ, რომ მამაკაცებს აქტიური ქალები არ მოსწონთ?! ეს დრომოჭმული სტერეოტიპია, რომელიც ქალბატონებს ძალიან უშლის ხელს პირადი ცხოვრების მოწყობაში. მამაკაცები ყურადღებას აქცევენ მხიარულ, იუმორის ნიჭით დაჯილდოებულ, ენერგიულ და ხმაურიან, დიახ, ხმაურიან ქალებს. როგორი მშვენიერიც უნდა ბრძანდებოდეთ, თუკი მამაკაცის ყურადღების ეპიცენტრში ვერ მოექცევით, თქვენი ღირსებები მისთვის ბოლომდე შეუმჩნეველი დარჩება.

ისწავლეთ იუმორის შერჩევა. ძალიან ბევრჯერ ეს კონფლიქტსაც კი აგაცილებთ თავიდან. ღირსეულად გამოგიყვანთ უხერხული, სულელური სიტუაციიდან და, დაგეხმარებათ ურთიერთობაში. შეგიძლიათ, თქვენს იუმორს ცოტაოდენი სარკაზმიც დაამატოთ. მაგრამ, ისეთ საზოგადოებაში, სადაც იუმორს ძნელად იგებენ, შავ იუმორს უნდა მოერიდოთ. „წელს ქვემოთ“ დარტყმა თქვენს მოსაუბრეს, მით უმეტეს მამაკაცს, რომელზეც შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, აშკარად არ მოეწონება. ამას იუმორშიც ვერ „გაუტარებთ“.

გულწრფელი ენთუზიაზმი ძალიან გადამდებია და გარშემო მყოფებს დადებითად მუხტავს. მიმზიდველია და მაცდუნებელი, როცა ქალი არ თამაშობს და აქტიურობს იმიტომ, რომ ეს მას ხასიათში აქვს. ის ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავს.

როცა თქვენი აქტიურობა პირდაპირ არის მიმართული თქვენი სურვილისა და პიროვნების რეალიზაციისკენ, მაშინ ის არ აღიქმება შეუფერებელ საქციელად. პირიქით, მამაკაცებს მოსწონთ ეს. ასე რომ, იაქტიურედ თამამად, ბუნებრივად და ღიმილით. თქვენ ეს გამოგივათ.

 

скачать dle 11.3