ყურადღება: საშიშია!
ერთ, თითქოსდა უბრალო სიტყვას – „ალფონსი“, საკმაოდ არასასიამოვნო შინაარსი აქვს. თავიდან რომანტიკულ საბურველში შემოსილი რაინდი, მალევე გადაიქცევა გამომძალველად. მაგრამ ქალისთვის ამაზე უფრო საშინელი ის იმედგაცრუებაა, რომელსაც თავიდან ვერაფრით აიცილებთ, რასაც, შესაძლოა, დეპრესიაც მოჰყვეს. ამიტომ ჯობია, თავიდანვე გაამახვილოთ ყურადღება. თქვენ უნდა შეძლოთ და მიხვდეთ, რომ გვერდით ალფონსია.
1. ის უკვე მეორე პაემანზე „კარგავს“, ან ოფისში „შემთხვევით“ ტოვებს საფულეს საკრედიტო ბარათებით. ვახშმის საფასურს თქვენ იხდით, მაგრამ ის ლაპარაკით გაბრუებთ და კომპლიმენტებით გავსებთ. ამბობს, რომ თქვენთან შეხვედრით ძალიან გაუმართლა.
2. დაინტერესებულია თქვენი შემოსავლებით. მაგრამ ეს დაინტერესება, თქვენზე ზრუნვის საფარველში აქვს „შეფუთული“. მაგალითად, „ამდენს რომ მუშაობ, ღირს ეს შენს გადაღლად?“
3. იმან კი არა, თქვენ უნდა მიიღოთ ურთიერთობისგან სარგებელი. ის პირიქით ეცდება და ამისი საშუალება არ მისცეთ. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, თუ რას მიიღებთ იმ დახარჯული დროის სანაცვლოდ, რომელსაც მასზე კარგავთ. ეს აუცილებელია.
4. საჩუქრები ყველას უყვარს და ბუნებრივია, გიჩნდებათ სურვილი, საყვარელი ადამიანი გაახაროთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. გასაგებია, რომ თქვენი სურვილი გულწრფელია, მაგრამ ცალმხრივად არ უნდა ვითარდებოდეს. ზუსტად ასეთივე სურვილი მას ერთხელ მაინც უნდა გაუჩნდეს. თორემ, ბოლოს მადლობასაც არ გეტყვით. ერთ დღეს კი, თქვენი ცხოვრებიდან აორთქლდება, რადგან ახალ სპონსორს იპოვის.