კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიცნო დავით საგანელიძემ სოფო ფარცხალაძე და აქვს თუ არა მნიშვნელობა ასაკობრივ სხვაობას სიყვარულისთვის


ბატონი დათო საგანელიძე ექსკლუზიურ ინტერვიუს თურქეთიდან შემპირდა, მაშინ, როცა საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა თავის მომხიბვლელ მეუღლესთან – სოფო ფარცხალაძესთან ერთად და პირობა თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში შეასრულა.

ერთს ვიტყვი მხოლოდ: ახალდაქორწინებულებს ძალიან უყვართ ერთმანეთი, ბედნიერები არიან, დიდი სამომავლო გეგმები აქვთ და ყურადღებას არ აქცევენ თბილისურ ჭორებს. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო დათო, პირველ ყოვლისა, პირადად ჩვენ და ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია გილოცავთ გაბედნიერებას, ხანგრძლივ სიყვარულსა და გამრავლებას გისურვებთ.

– დიდ მადლობას მოგახსენებთ. სხვათა შორის, თქვენი ჟურნალი პირველია ქართულ მედიაში, რომელმაც მოგვილოცა და ასეთი ლამაზი ვარდები მოგვართვა.

– საერთოდ, როგორც წესი, ცნობილი და პოპულარული ადამიანის ნებისმიერი სიტყვა ან ნაბიჯი საყოველთაო განხილვის საგანი ხდება. ძალიან ბევრი ვერსია შეითხზა ქალაქში თქვენი გაცნობის შესახებ. თუ წინააღმდეგი არ ხართ, გვიამბეთ, სინამდვილეში როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ გაჩნდა ის დიდი სიყვარული, რომელმაც ოჯახის შექმნა გადაგაწყვეტინათ.

– პირველ ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვეცადეთ, ყველაფერი უხმაუროდ და აჟიოტაჟის გარეშე მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამოგვივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა და რამდენიმე უახლოესმა მეგობარმა იცოდნენ.

რაც შეეხება ჩვენს გაცნობას, ნამდვილად დაუგეგმავად, ასე ვთქვათ, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე მოხდა: რაჭაში ვიყავი წასული, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოვინახულე, რამდენიმე სოფელი მოვიარე და იქიდან გვიან ღამით ვბრუნდებოდი. იქ საშინელი წვიმები იყო. როგორც ჩანს, გავცივდი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და, გადავწყვიტე, სახლში მისვლამდე აფთიაქში შემევლო და წამლები მეყიდა. შევედი ერთ-ერთ მორიგე აფთიაქში. იქ დამხვდა სოფო, რომელიც იმ საღამოს მორიგე იყო. სოფო ფარმაცევტია. ის ძალიან ყურადღებით მომეპყრო. მისმა გარეგნობამ და ასეთმა მოპყრობამ ძალიან დამაინტერესა და, რომ იტყვიან, ფეხი ავითრიე.

– ანუ, ისარი უკვე მოხვდა გულს.

– როგორც მერე აღმოჩნდა. მეორე დღეს სურვილი გამიჩნდა, რომ მისთვის დამერეკა. აფთიაქის ტელეფონის ნომრის გაგებას რა უნდა, სახელი კი გულზე ეწერა. დავრეკე, მოვიკითხე და ვუთხარი, მე ის ვარ, წუხელ რომ თქვენგან წამლები იყიდა-მეთქი და შეხვედრა ვთხოვე. სოფომ მაშინვე გამიხსენა. მერე შევხვდით. ჩვენი შეხვედრები სულ რაღაც ორ თვეს გაგრძელდა, მერე კი გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ოჯახი. სანამ ჯვარს დავიწერდით, მივედით მოძღვართან, კურთხევა ვთხოვეთ და ცოტა ხანს გავერიდეთ იმ აჟიოტაჟს, რაც მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენს დაქორწინებას მოჰყვებოდა.

– სად ბრძანდებოდით საქორწინო მოგზაურობაში?

– ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თურქეთში.

– იქ თქვენი ვილა გაქვთ?

– არა, სასტუმროში ვიყავით. ძალიან მიყვარს ის ადგილები და სოფოც იქ წავიყვანე. თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვედით. მერე ისევ რაჭაში ავედით, დანგრეულ სოფლებს მივაკითხეთ, საიდანაც წუხელ დავბრუნდით და, აი, დღეს თქვენ გესაუბრებით.

– გამოდის, რომ ოჯახის შექმნაში, მართალია, ცოტა არ იყოს, მძიმე ფორმით, მაგრამ, მაინც თქვენი მშობლიური კუთხე დაგეხმარათ – ლოგიკურად რომ მივყვეთ, რომ არა მიწისძვრა, თქვენ, ალბათ, იმ აფთიაქშიც არ შეხვიდოდით...

– გუშინ ონის რაიონის მოსახლეობასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიხუმრე, რომ, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ტრაგედიის შემდეგ დადებითი შედეგი მიიღო, ალბათ, მე ვარ-მეთქი. ცოტა მწარე ხუმრობა კი გამომივიდა, მაგრამ ჩემმა რაჭველებმა სწორად გამიგეს.

– სოფო, რამდენი წლის ხარ?

– ოცის.

– მუშაობის გაგრძელებას ისევ აპირებ?

– (მეუღლეს შეხედა) აუცილებლად ვაპირებ, მაგრამ ჯერჯერობით ცოტა ხანს სახლში ვიქნები.

ბატონი დათო: აუცილებლად იმუშავებს, ოღონდ, ჯერ უნდა დაისვენოს, მერე კი მინდა, საკუთარი ძალები მოსინჯოს თავის დარგში. შეიძლება, რაღაც თავისი პატარა ბიზნესიც წამოიწყოს. მე ყველანაირად დავეხმარები.

– როგორ შეხვდნენ თქვენი პარტიის წევრები თქვენს დაოჯახებას?

– მინდა გითხრათ, რომ, როცა ვეუბნებოდი, ცოლს ვირთავ-მეთქი, ჩემს სიტყვებს არავინ აღიქვამდა სერიოზულად, ყველას ეგონა, რომ ვხუმრობდი, რადგან ჩემი ცოლის შერთვის თემა გაშარჟებული მქონდა და არავინ დამიჯერა.

როცა დარწმუნდნენ, რომ სერიოზულად ვამბობდი, ყველას ძალიან გაუხარდა.

– მას შემდეგ, რაც საქორწინო მოგზაურობაში წახვედით, ანუ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ახალი რა აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

– ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: უფრო მეტად შემიყვარდა.

– მე სახეზე ვატყობ სოფოს, რომ იგივე აქვს სათქმელი.

სოფო: ნამდვილად ასეა.

– რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?

სოფო: ბევრის.

ბატონი დათო: კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ, გეტყვით, რომ, რამდენსაც უფალი ინებებს. თუ უფალი ძალიან ბევრს ინებებს, ესე იგი, ძალიან ბევრს გავაჩენთ. ჩვენ ამ საკითხში ხელოვნურად არ ჩავერევით.

– თქვენი დაქორწინების გამო თბილისში ძალიან ბევრს საუბრობენ...

– მოდი, მე თვითონ შევეხები იმ თემას, რითაც ასე დაინტერესდა საზოგადოება – ეს იყო ასაკობრივი სხვაობა ჩემსა და სოფოს შორის. ხმამაღლა ვამბობ: მე, საერთოდ, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში დოგმებს ვამსხვრევ, არასდროს სტერეოტიპებს არ მივყვები და ჩემი ცხოვრების წესი გამაჩნია. და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი: ყოველი ადამიანი არის იმ ასაკის, იმდენი წლის, რამდენსაც მისი ხასიათი, მისი განწყობა, მისი ნება მოიცავს და არა იმდენის, რამდენიც პასპორტში უწერია. კიდევ იმას გეტყვით, რომ მე სოფოში ვერ ვხედავ მხოლოდ 20 წლის თინეიჯერს, მე მასში ვხედავ ჩამოყალიბებულ, დახვეწილ ქალბატონს, რომელსაც ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები შეხედულებები აქვს ტრადიციებზე, ოჯახზე, ქვეყანაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე.

– სოფო, დავუბრუნდეთ ისევ თქვენი გაცნობის დღეს. ბატონი დათო აფთიაქში რომ შემოვიდა, იცანი, ვინ იყო?

– ტელევიზორიდან მახსოვდა სახე და მხოლოდ სახელი გავიხსენე, გვარი დამავიწყდა, მაგრამ, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ის იყო, რადგან ეკრანზე ყოველთვის დახვეწილად ჩაცმული და მოწესრიგებული ჩანდა ხოლმე, აფთიაქში კი შემოვიდა გაუპარსავი, წვიმისგან დასველებული მამაკაცი, ტალახით დასვრილი შარვლითა და ფეხსაცმელებით...

– სოფო, ბატონი დათოს ჰობი, ვიცი, რომ არის მუსიკა, საინტერესო კოლექციები, ალპინიზმი. შენ თუ გაქვს ჰობი?

– ცეკვა მიყვარს ძალიან. საკმაოდ კარგად ვცეკვავ.

ბატონი დათო: და კარგად უკრავს ფორტეპიანოზე.

– კონფლიქტი ხომ არ მოგსვლიათ ამ ერთი თვის განმავლობაში?

– მთლად კონფლიქტი არა, მაგრამ... ერთი სიტყვით, თურქეთში რომ ჩავედით, მეორე დილით სოფო ადგა და დიასახლისობა გადაწყვიტა. სამზარეულოდან გამომძახა, გინდა, ერბოკვერცხი გაგიკეთოო? მინდა-მეთქი. რამდენი კვერცხისო? მე, იმ გაგებით, რომ ჩემი გაბარიტების კაცს მხოლოდ ბევრი კვერცხის ერბოკვერცხი თუ დაანაყრებს, ხუმრობით ვუთხარი, რამდენის და, კვერცხ-ნახევრის-მეთქი. ცოტა ხანში დამიძახა, მზად არისო. გავედი და, რას ვხედავ: ტაფაზე ზუსტად ერთ-ნახევარი შემწვარი კვერცხი დევს, – აი, „თვალი“ რომ ჰქვია, ისეთი. ავბუზღუნდი, ამხელა კაცს ეს მეყოფა-მეთქი? შენ როგორც მითხარი და რამდენიც გინდოდა, იმდენი გავაკეთე, რა უფლება მქონდა, შენს სიტყვას გადავსულიყავიო, – იქვე გამაჩუმა. აი, ეს იყო ჩვენი პირველი „კონფლიქტი“. ისე, საბაბს არ მაძლევს, რომ ჩემს ჯაჯღანს მივაჩვიო.

სოფო: შეიძლება, რაღაც გითხრათ?

– რა თქმა უნდა!

– მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. დათო ძალიან თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველია. მის გვერდით ყველა ადამიანი მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს.

– ბატონო დათო, როდის გეგმავთ ჯვრისწერას და ხელის მოწერას?

– ვაპირებთ უახლოეს მომავალში, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან პომპეზური ქორწილი, ჩატარდება მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. სიმართლე გითხრათ, იმდენი მეგობარი, ნათესავი, თანამშრომელი და ახლობელი გვყავს, ძალიან გაგვიჭირდება მათ შორის უახლოესების შერჩევა. ვიცი, ძალიან ბევრი, ალბათ, გამინაწყენდება კიდეც, მაგრამ, მიმაჩნია, რომ დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, დიდი და ხმაურიანი ქორწილის გადახდა ცოტა უხერხულიც კია. ამიტომ, წინასწარ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩემს სტუმრებს შორის არ იქნება. ეს პრობლემა მართლა სერიოზულად მაწუხებს. აი, როცა პირველი შვილი გაგვიჩნდება, მაშინ კი გადავიხდი ხმაურიან ძეობას და მაშინაც თქვენ გექნებათ ექსკლუზივის უფლება.

– მეჯვარეები ვინ იქნებიან?

– სოფოს მეჯვარეები იქნებიან მისი მეგობრები: თანაკურსელი ლიკა და თანამშრომელი მარი; ჩემი მეჯვარეები კი – ჩემი უახლოესი მეგობრები: დათო გამყრელიძე და კახა ხაზარაძე.

– საპატარძლო კაბა უკვე შეუკვეთეთ?

– კაბა სტამბულში ვიყიდეთ, ოღონდ, არა საქორწილო, არამედ საღამოს კაბა, სადა და ძალიან ელეგანტური. მე თვითონ შევარჩიე და სოფოსაც ძალიან მოეწონა.

– პოზიციიდან თუ დაპატიჟებთ ვინმეს ქორწილში?

– სხვათა შორის, პარტიული ნიშნით მეგობრები არასდროს არც შემირჩევია და არც გამირჩევია.


скачать dle 11.3