კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვალის ქავილი და სიწითლე გაციებაზე მეტყველებს

 

თვალები ყველაზე აქტიურად მონაწილეობს სახის ყველა მიმიკურ მოძრაობაში, შედეგად კი მათ ირგვლივ ნაოჭების ბადე ჩნდება. თვალის ირგვლივ თხელ კანს აქტიური ნივთიერებები ესაჭიროება. მისთვის აუცილებელია, სინოტივე. სპეციალური კრემი ღაწვების გასწვრივ მსუბუქი მოძრაობით წაისვით. კანის გაჭიმვა და სრესა არ შეიძლება, რადგან ეს ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.

ჩაის ცივი ნაყენით თვალების მობანა დაღლას და სიწითლეს ხსნის. ძილის უკმარისობის შედეგად, თვალების ქვეშ ხშირად მუქი რკალები ან შეშუპება ჩნდება. ამ შემთხვევაში, სალბის ნაყენი ეფექტურია. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი სალბი, დაასხით ასი მილილიტრი ადუღებული წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ათი წუთი. თვალები დახუჭეთ და თბილ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი ქუთუთოებზე დაიდეთ.

ასევე კარგია, ცაცხვის ყვავილისა და გვირილის ნაყენი და თაფლის წყლის აბაზანები. რამდენიმე წვეთი ნატურალური თაფლი გახსენით ანადუღარ წყალში და თვალები ამოიბანეთ.

შეშუპების დროს თვალებზე ცივი საფენის დადება სისხლძარღვების კუმშვას და შეგუბებული ლიმფის გამოდევნას უწყობს ხელს. შეშუპებულ ადგილზე კარგია ყინულის დადებაც.

კვების დეფიციტი, უძილობა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა თვალებზე აისახება. მაგალითად, ფერმკრთალი კონიუნქტივიტი ანემიის ნიშანია და აუცილებელია რკინის შემცველი პრეპარატების მიღება. თვალების ქვეშ ტომსიკები თირკმელების, გულის ან ფარისებრი ჯირკვლის ცუდ მუშაობაზე მეტყველებს. მიირთვით ნაკლებად მარილიანი საკვები და აიმაღლეთ იმუნიტეტი.

თვალის ქავილი და სიწითლე ალერგიის ან გაციების ნიშანია. გამობურცული თვალები კი, რომელსაც თან წონაში დაკლება, ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა ახლავს, ფარისებრი ჯირკვლის მაღალ აქტივობაზე მიუთითებს. ამ დროს სასწრაფოდ მიაკითხეთ ენდოკრინოლოგს.

 

скачать dle 11.3