ქინძი და ოხრახუში პოტენციას ამაღლებს, მწვანე ლობიოს ქერქის ნახარში კი მაღალ წნევას ებრძვის
სტომატიტის დროს, აიღეთ ერთი ჩაის კოვზი მუხის დაქუცმაცებული ქერქი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით, შეფუთეთ და გააჩერეთ ორ საათს. გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში, დღეში 3-ჯერ.
ღრძილებიდან სისხლდენის დროს, აურიეთ ერთმანეთში ერთი და იმავე რაოდენობის მუხის დაქუცმაცებული ქერქი და ცაცხვის ყვავილი. ერთ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთ საათს და შემდეგ გადაწურეთ. თბილი ნაყენი პირის ღრუში გამოივლეთ დღეში 3-ჯერ.
სურდოს დროს 50 გრამ წიწაკის ფესვს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო და ადუღეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, სამი დღის განმავლობაში.
მაღალი არტერიული წნევის დროს, თხუთმეტი გრამი მწვანე ლობიოს გამშრალ და დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ ერთ საათს, დაბალ ცეცხლზე. გააციეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა, დღეში 2-ჯერ.
პოტენციის დაქვეითების დროს, აიღეთ ერთი კონა ქინძი, დაჭერით წვრილად და შეურიეთ ასევე, ერთი კონა დაჭრილი ოხრახუში. დაამატეთ ყოველ ჯერზე საკვებს და ისე მიირთვით.