შარდის ბუშტის ანთების დროს სვით კაკლის უღლის ნახარში
შარდის ბუშტის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა კაკლის უღელი, რომელიც ლებნებს შორისაა მოთავსებული.
აიღეთ ერთი მუჭა კაკლის უღელი, დაასხით ერთი ბოთლი წყალი და ადუღეთ ისე, რომ სითხე ნახევარ ბოთლზე დაიყვანოთ. მიღებული ნაყენი გაწურეთ და ჭამის წინ დალიეთ ნახევარი ღვინის ჭიქა. შარდის ბუშტის ანთების დროს ეს ნაყენი შეუცვლელი სამკურნალო საშუალებაა.
კაკლის ლებანი დაახლოებით 75 პროცენტ ზეთს, 20 პროცენტ ცილოვან ნივთიერებებს, A პროვიტამინს და B ვიტამინს შეიცავს. მწვანე ნაყოფი კი მდიდარია, ასკორბინის მჟავითა და კაროტინით.
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხურ მედიცინაში კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, ასევე თირკმელებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ იყენებენ. მას აგრეთვე სვამენ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასამაგრებლად ავიტამინოზის შემთხვევაში.
ფოთლების ნაყენის სმა კარგია მსხვილი ჭიების გამოსადევნად, ვენერიული დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის კატარის დროს. ნაყენის მოსამზადებლად ორმოცდაათ გრამ ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ.
კაკლის და ფოთლების ნახარში, ასევე სასარგებლოა ღრძილების, ლიმფური ჯირკვლების, გასტროენტერიტისა და კუჭის აშლილობის დროს. ერთ სუფრის კოვზ წვრილად დაკეპილ კაკლის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ მიიღეთ.