კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: არცთუ კარგი კბილის ემალი მაქვს და ძალიან მინდა კბილების გათეთრება. შეიძლება, რომ ამ პროცედურამ გააუარესოს ემალის მდგომარეობა?

პასუხი: პაციენტები კბილების გათეთრებაში ხშირად სხვადასხვა მანიპულაციებს გულისხმობენ. სინამდვილეში არსებობს კბილის ნადების პროფესიული წმენდა სტომატოლოგიურ კაბინეტში და კბილების გათეთრება ქიმიური პრეპარატებით. თუ ემალის პრობლემა არსებობს, შესაბამისად, ქიმიური გათეთრება თქვენთვის რეკომენდებული არ არის.

კითხვა: არის თუ არა კომპიუტერი ბრტყელი მონიტორით ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერის უსაფრთხო ალტერნატივა ორსულობის დროს?

პასუხი: ბრტყელეკრანიანი მონიტორები შედარებით ნაკლებ გამოსხივებას იძლევა, მაგრამ ძირითადი მავნე ფაქტორი ორსულობისას არის ხანგრძლივ სტატიკურ პოზაში ყოფნით გამოწვეული დაღლილობა კომპიუტერთან მუშაობის დროს.

კითხვა: არსებობს თუ არა გასტროსკოპიის ალტერნატივა, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია?

პასუხი: კუჭის კომპიუტერული ტომოგრაფია არ კეთდება. თუ საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა შეუძლებელია, ტარდება მათი რენტგენოლოგიური კვლევა ბარიუმის ფაფით.

კითხვა: ორი წელია, მშობიარობის შემდეგ მაწუხებს ხერხემალი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ორსულობის დროს საგრძნობლად იზრდება ხერხემალზე დატვირთვა, რამაც, შეიძლება, მალებში რაიმე ცვლილება გამოიწვიოს. საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია.

კითხვა: შესაძლებელია, რომ დედის სიმსუქნის გამო მთელი ორსულობის განმავლობაში ნაყოფის მოძრაობა ნაკლებად იგრძნობოდეს?

პასუხი: დიახ, ქალები, რომლებსაც საგრძნობლად აქვთ გამოხატული კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, სუბიექტურად ნაკლებად აღიქვამენ ნაყოფის მოძრაობას, ვიდრე გამხდრები.

კითხვა: ვარ რენტგენოლოგიური კაბინეტის ლაბორანტი. სარძევე ჯირკვალში აღმომაჩნდა ფიბროადენომა, ზომით 10X7 მილიმეტრი, კონტროლზე დაბარებული ვარ 3 თვის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ასეთი ზომის ფიბროადენომის ამოკვეთა? საშიშია თუ არა ჩემი სამსახური ამ დაავადების დროს?

პასუხი: თუ რეპროდუქციული ასაკის ბრძანდებით, უმჯობესია, გაიკეთოთ პუნკცია და ფიბროადენომა ამოიკვეთოთ, რენტგენის გამოსხივება აქვეითებს სპეციფიკური სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტს, ამიტომ, პრობლემის გადაწყვეტამდე, მიზანშეწონილია, მოერიდოთ მას.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3