ფედერერი – რკინიგზის სახეა
როჯერ ფედერერი შვეიცარიის რკინიგზის სახე გახდა. „დიდი სლემის” ტურნირების 16-გზის გამარჯვებულის გამოსახულება ამიერიდან ყველა საერთაშორისო მარშრუტის მატარებელს დაამშვენებს. საინტერესოა, რომ ანაზღაურებას ფედერერი თავად არ მიიღებს – მატარებლის ყოველ გავლილ კილომეტრზე კომპანია თანხებს ფედერერის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს, რომელიც აფრიკის რეგიონის ღარიბი ქვეყნების – ტანზანიელ, ეთიოპიელ, ზიმბაბველ და ზამბიელ ბავშვებს ეხმარება. ამ ყველაფერთან ერთად როჯერ ფედერერი, მისთვისაც მოულოდნელად, შვეიცარიის პარლამენტის წევრი გახდა. მშობლიურ ქალაქ ვოლერაუს მოსახლეობამ სასურველ დეპუტატად ფედერერი დაასახელა.