კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში უნდა აჰყვეს ბიჭი ნუკი ყარალაშვილს და რის გაკონტროლება უწევს მას ხიფათიანი ცხოვრების გამო


18 წლის „მეორე ვიცე მის საქართველო“ ნუკი ყარალაშვილი საკმაოდ აქტიური, ხალისიანი გოგონაა. ის უკვე დიდი ხანია სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ მოდელია და ადრე „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას“ კონკურსში იღებდა მონაწილეობას. თუმცა, მან „მის საქართველოზე“ გასვლა მოულოდნელად გადაწყვიტა.


ნუკი: წელს ჩავაბარე საქართველოს უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე და მინდა, კარგად ვისწავლო, ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდე. ვცდილობ მოდელობაც შევუთავსო სწავლას. თავიდან, როდესაც „მის საქართველოზე“ გამოვდიოდი, ძალიან გამიჭირდა, უნივერსიტეტიდან ხელშეწყობა კი მქონდა, მაგრამ სწავლაში ცოტა მაინც ჩამოვრჩი. ახლა შევუდექი მეცადინეობას და უკვე ჩავდექი ფორმაში.

– რატომ გადაწყვიტე კონკურს „მის საქართველოში“ მონაწილეობა?

– მშობლები, ახლობლები, მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, მიდი, ნუკი, გადი კონკურსშიო. ბათუმიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, როდესაც „იმიჯ-ცენტრიდან“ დამირეკეს, ქასთინგზე მოდიო, მეც მივედი და აღმოვჩნდი ოცეულში. სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ასეთ კონკურსში იღებს გოგონა მონაწილეობს, მას, რა თქმა უნდა, პირველ, ან რომელიმე ადგილზე გასვლის ამბიცია აქვს. ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდებოდი ასეთ წარმატებას, საკუთარ თავში ვიყავი დარწმუნებული, თავდაჯერებული გამოვედი და გაამართლა კიდეც.

– ალბათ, კონკურსის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ დატვირთული გქონდათ?

– კი, ძალიან ვიღლებოდით, დატვირთული გრაფიკი გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მახსენდება – ეს სასიამოვნო დაღლა იყო.

– როგორც ვიცი, მალე კონკურსზე მიემგზავრები.

– დიახ. 12 დეკემბერს უნდა ვიყო მალაიზიაში, კუალალუმპურში, სადაც ჩატარდება კონკურსი „მის ტურიზმ ინტერნეიშენალ“, 31 დეკემბერს იქნება ფინალური შოუ და მე იქ დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში მომიწევს ყოფნა. უკვე ვემზადები, „ტალანტ-შოუსთვის“. ალბათ, „აჭარულს“ ვიცეკვებ. ყველანაირად შევეცდები, რომ თხუთმეტეულში მოვხვდე, თუმცა მე, ცირასაც და ნანუკასაც უფრო მეტი გეგმები გვაქვს. ასევე დავდივარ „მედიში“, რომ სხეულის ფორმები შევინარჩუნო.

– დიეტაზე ყოფნაც გიწევს ხოლმე?

– დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, გენეტიკა მიწყობს ხელს იმაში, რომ არ გავსუქდე. თუ არ ვივარჯიშებ, ფორმაში კი ვიქნები, მაგრამ თუ ვივარჯიშებ, უკეთესად შევინარჩუნებ ფორმას.

– მარტო, ასე შორ მანძილზე წასულხარ?

– არა, ამიტომ მაქვს შიშის მომენტი, მაგრამ არ დავიკარგები, ჩავალ ადგილზე. ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ბავშვობიდან მიწევდა სხვადასხვა ადგილებში სიარული, არ გამიჭირდება, მაგრამ მშობლებს ძალიან ეშინიათ. ერთი პერიოდის განმავლობაში იმასაც მეუბნებოდნენ, ჩვენც წამოვალთო, მაგრამ უარი ვუთხარი. დავაწყნარე, ქალბატონმა იამაც დამამშვიდა, მოკლედ კარგად გამამგზავრებენ.

– მას შემდეგ, რაც კონკურსებში მიიღე მონაწილეობა, თუ შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი?

– რა თქმა უნდა, შეიცვალა, „ელიტში“ უფრო ადრე ვმონაწილეობდი და მას შემდეგ უფრო გავიზარდე, დავიხვეწე. საკუთარ თავზე ზრუნვას, მოვლას უფრო მეტ დროს ვუთმობ. ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო, – ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს, გაკვირდებიან. თანაც ქართველებს ძალიან კრიტიკული თვალი აქვთ.

– როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?

– ჩვეულებრივ, ჯანსაღი კრიტიკა მისაღები და კარგია. მაგრამ, როცა უსამართლო კრიტიკა გესმის, თავი უნდა დაუქნიო, გაუღიმო და უთხრა – კარგი. ისე, ძალიან მიხარია, რომ ხალხი თბილად მხვდება, მესალმებიან, მილოცავენ. მთავარია, რომ ხალხის სიმპათია ასე თუ ისე დავიმსახურე. რაც შეეხება ჩემი ცხოვრების სტილს, ორშაბათიდან-პარასკევამდე დავდივარ ლექციებზე, შაბათ-კვირას გოგონები ერთმანეთს ვურეკავთ და სადმე მივდივართ გასართობად. ყოველ კვირა ღამის კლუბებში არ დავდივარ, მაგრამ ორ თვეში ერთხელ იქ წასვლა არ არის ცუდი. თუ დილით 8 საათზე, უნივერსიტეტში არ მივდივარ, და ვიცი, რომ ყველაფერი ნასწავლი მაქვს, კარგ მუსიკას ჩავრთავ, მაშინვე ვურეკავ გოგონებს. მანიკას, გამოდის ჩემთან და მთელი დღის განმავლობაში ერთად ვართ, კარგად ვერთობით.

– ასე მგონია, რომ ბავშვობაში ძალიან ცელქი და აქტიური იქნებოდი?

– კი, ქალაბიჭა ვიყავი, ყველა გაგიჟებული მყავდა. მეათე კლასამდე სკოლაში სულ იბარებდნენ დედაჩემს. ერთხელ მამაჩემიც კი დაიბარეს. მასწავლებლები გაგიჟებულები იყვნენ. მერე „ელიტში“, რომ მივიღე მონაწილეობა, იფიქრეს, ალბათ გაიზარდა და ასე აღარ იცელქებსო, მაგრამ მე ისევ ისე გავაგრძელე. ახლა უფრო გავიზარდე, დავსერიოზულდი.

– რას აკეთებდი?

– ძალიან მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, ამიტომ ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილებზე სულ ვაგვიანებდი. სხვა გოგო-ბიჭებთან ერთად კლასებში მასწავლებლებს შეუვარდებოდით ხოლმე, სკამზე ხან მელანს ვუსხამდით, ხან – რას, მოკლედ ძალიან ვგიჟობდით. მშობლები სულ მაძლევდნენ შენიშვნებს, მაგრამ მეორე დღეს ისევ ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, ჯიუტი ვიყავი. ახლა ცოტათი ჯიუტი ვარ, თუმცა ყველაფერში – არა. უაზროდ არ ვიცი გაჯიუტება, უბრალოდ თუ ჯიბრში ჩამიდგებიან, მერე მეც გავჯიუტდები ხოლმე. თუმცა, კომპრომისზე ყოველთვის მივდივარ.

– ალბათ ხიფათიანიც იყავი.

– კი, ძალიან ხიფათიანი ვიყავი, მუხლები ყოველთვის გადატყავებული მქონდა, ცხვირიც გავიტეხე, ძალიან მიყვარდა ხეებზე ძრომიალი. ერთხელ სადღაც ავძვერი და მეორე სართულის სიმაღლიდან გადმოვვარდი, გადავრჩი, რბილად დავეცი. ახლაც ვარ ფათერაკიანი, მაგრამ ვცდილობ თავს გავუფრთხილდე. ყველაფერს ვაკონტროლებ, სულ წინ ვიყურები, რომ რამეს არ შევასკდე.

– ჩხუბობდი კიდეც?

– კი, სულ ვჩხუბობდი, გოგონები შეკრულები ვიყავით და პატარაობაში ბიჭების ცემა მიწევდა სხვების მაგივრადაც ვურჩევდი საქმეებს. მოკლედ საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი. ახლაც საკმაოდ აქტიური, ცოცხალი და ენერგიული ვარ.

– ხომ არ გაბრაზებენ თაყვანისმცემლები?

– ვერ ვიტყვი, რომ ბევრი თაყვანისმცემილი მყავს, ცოტა მყავს, მაგრამ ხარისხიანი. როცა ბიჭი არ მომწონს, თავიდანვე ვაგრძნობინებ, რომ მერე გული არ ეტკინოს. ჯერჯერობით ისეთი არავინ გამოჩენილა, რომ გაგიჟდეს ჩემზე და მერე მეც გამაგიჟოს.

– როგორ უნდა გაგაგიჟოს?

– სტანდარტული და ჩვეულებრივი არ უნდა იყოს, რა უნდა გააკეთოს, ეს უკვე მისი თავსატეხია. ცოტათი მომთხოვნი ვარ, თუმცა შეიძლება ისეთი ბიჭი მომეწონოს, არავის, რომ არ მოსწონს. ან პირიქით, შეიძლება ისეთი არ მომეწონოს, რომელზეც ყველა გიჟდება, ამბობენ, რა კარგი ბიჭიაო. ცოტა უცნაური გემოვნება მაქვს. პირველ ეტაპზე გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას, მერე კი ხმას რომ ამოიღებს, მივხვდები, როგორი ადამიანია, როგორი ინტელექტი აქვს. ისე, მე ძალიან წიკვინა ხმა მაქვს და არ მინდა, რომ მასაც ასეთი ხმა ჰქონდეს, თანაც „ლ“-ს არ უნდა ურტყამდეს. კიდევ იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს. მე მიყვარს ხუმრობა და თუ არ ამყვება, ისე არ შემიძლია. არ მიყვარს მუდო ტიპები.

– ასაკს აქცევ ყურადღებას?

– რა თქმა უნდა. არ მომწონს და არასდროს მომეწონება, ჩემზე 20-30 წლით უფროსი მამაკაცი. ანუ, ასე 4-5 წლით, მაქსიმუმ 10 წლით უნდა იყოს ჩემზე უფროსი. ასევე, უნდა იყოს ყურადღებიანი და ცოტა ეჭვიანი. ქალმაც უნდა აეჭვიანოს ცოტათი. მე ძალიან ეჭვიანი ვარ, თუმცა ამისთვის თუ საბაბი მექნება, ყველაფერს გავარკვევ.


скачать dle 11.3