რონალდუს სპამი
მადრიდის „რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, თავისი პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან შეცდომით, გულახდილი წერილები გადაუგზავნა თავის მეგობრებს. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელის თაყვანისმცემლები პერიოდულად მეილის საშუალებით თავის კერპს პიკანტურ წერილებს უგზავნიან და თან, შიშველი ფოტოების გადაგზავნასაც არ ერიდებიან. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წერილი რონალდუმ, წაშლის ნაცვლად, თავის სამეგობროს გადაუგზავნა სპამის სახით. რონალდუმ სპამი კიმ კარდაშიანს, მომღერალ პიქსი ლოტს, იმოჯენ ტომასს და ირინა შეიკს გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ ირინა და კრიშტიანუ მომავალი წლის ზაფხულში, „ევრო – 2012-ის“ დასრულების შემდეგ დაქორწინებას აპირებენ და ამის თაობაზე ორივემ გააკეთა ოფიციალური განცხადება.