კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამოელი რაგბისტები ლოთების წინააღმდეგ

სამოას რაგბის ნაკრების კაპიტანმა მაჰონრი შვალგერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რაგბის კავშირის ოფიციალურმა პირებმა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ახალ ზელანდიაში ახლახან დასრულებული მსოფლიოს თასის გათამაშება ერთ დიდ წვეულებად აქციეს და არ აძლევდნენ რაგბისტებს იმის საშუალებას,  მშვიდ გარემოში მომზადებულიყვნენ მატჩებისთვის. შვალგერის თქმით, გუნდის მწვრთნელი ტუალა მეუბა ვაეა ყოველდღე სვამდა და ხანდახან 2-3 დღით უჩინარდებოდა. ასევე, ვერ ასრულებდა მოვალეობას მისი ასისტენტი რაიან შუსტერი, რომელიც ხშირად ჩნდებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. შვალგერის ჩამონათვალში მოხვდნენ სამოას რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი – ლეფო გარი შუსტერი და კავშირის აღმასრულებელი დირექტორი – სუა პიტერ შუსტერი. არსებული სიტუაციის თაობაზე შვალგერმა უკვე აცნობა სამოას პრემიერ-მინისტრს და შეთავსებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტს – ტუილაელა აიონო საილელე მალიელეგაოს, რომელმაც შეშფოთება გამოხატა აღნიშნული ფაქტის გამო და გუნდის წევრებს ყველაფერში გარკვევას დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ ლოთური გამოხდომებით ახალ ზელანდიაში არა მარტო სამოელები გამოირჩეოდნენ, არგენტინასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ინგლისის ნაკრების წევრებმა ერთ-ერთ ბარში დებოში ატეხეს.

скачать dle 11.3