ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები
როგორია ანტიქრისტეს ბეჭედი, რომლითაც ამჟამად ბეჭდავს ბოროტებს და როგორი იქნება ის, რომლითაც დაბეჭდავს მათ გამეფებას შემდეგ
გულღრძოობა არის ანტიქრისტეს ბეჭედი და, როდესაც ანტიქრისტე (ესე იგი, დედამიწაზე მოქმედი ანტიქრისტეს სული) ადებს ამ ბეჭედს, ამ გულღრძოობის ბეჭდისგან ადამიანის გული ქვავდება და კვდება (ესე იგი, ხდება თითქოსდა მკვდარი, უგრძნობი) კარგავს ცოდვათა გამო გლოვის, ღვთის შიშისა და სხვა სულიერი გრძნობების უნარს. ასე თანდათანობით კვდება ადამიანი, თუკი მისი გული დაიბეჭდება სიძულვილით.
ეს წყეული გულღრძოობა ისეთ უგრძნობს ხდის ადამიანს, რომ ის თავად იკლავს თავს სხვადასხვაგვარი სიკვდილით: ზოგს ის სარწმუნოებისგან განდგომილად აქცევს, ზოგს – თვითმკვლელად, ზოგს – მკრეხელად, ოდნავ საშუალებასაც არ აძლევს ადამიანის გულს დამშვიდებისა.
ვერც კი ხვდებიან ეს უბედური ადამიანები, რომ ყოველივე ამას გულღრძოობა წარმოშობს და სიკვდილამდე მიჰყავს ისინი.
წმინდანი განმარტავს რა, კაცობრიობის არეულობებისა და ამბოხის საფუძველს, რევოლუციებისა და სხვა უწესრიგობების მიზეზებს, გვეუბნება, რომ ყოველივე ეს მოდის გულღრძოობისგან, ესე იგი, მოყვასის ნაკლოვანებათა ქედმაღლური განკითხვისგან, მშობლებისადმი უპატივცემულობისგან, ზემდგომთა მიმართ უპატივცემულობისგან... თუ ჩვენ ჩავწვდებით დროის სულსა და ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრების მოქმედების ხასიათს, დავინახავთ, რომ ისინი გამარჯვების მისაღწევად წამლავენ ხალხს განკითხვითა და სიძულვილით, შემდეგ კი იყენებენ თავისი ზრახვების ასრულების იარაღად.
ამგვარად, როდესაც ანტიქრისტე აღბეჭდავს თავის ბეჭედს ადამიანებზე, მათი გულები თითქოსდა მკვდარი გახდება.
და მაშინ (ესე იგი, ამ ნაწინასწარმეტყველები უბედურების დროს) ანტიქრისტე დაიწყებს ადამიანების თავის ბეჭდით დაბეჭდვას, თითქოსდა იმისთვის, რომ ამით იხსნას ისინი უბედურებისგან, რამეთუ მხოლოდ ბეჭდის მიმღებებს მიეყიდებათ პური (გამოცხ. იოან. 13,17).
მრავალნი დაიხოცებიან გზებზე, ადამიანები, თითქოსდა მტაცებელ ლეშისმჭამელ ფრინველებად გადაქცეულნი, დაესევიან მძორებს და შთანთქავენ მკვდრების გვამებს.
მაგრამ, რომელი ადამიანი შეჭამს მკვდრებს? ისინი, ვინც დაბეჭდილნი იქნებიან ანტიქრისტეს ბეჭდით. ქრისტიანები, თუმცა მათზე პური არ გაიცემა და არც გაიყიდება, მათ მიერ ბეჭდის მიუღებლობის გამო, არ დაიწყებენ ლეშის ჭამას. ბეჭდის მიმღებნი კი, თუმცა მათთვის პური ხელმისაწვდომი იქნება, მაინც შეჭამენ მკვდრებს, რამეთუ, როცა ადამიანი ბეჭდით დაიბეჭდება, მისი გული კიდევ უფრო უგრძნობი გახდება. ვერშემძლებელნი შიმშილის ატანისა, ადამიანები დაიტაცებენ გვამებს, სადაც კი დაინახავენ, გადაათრევენ გზიდან და შთანთქავენ.
ბოლოს კი, დაბეჭდილი სატანის ბეჭდით, თავადაც მოკვდება.
ბეჭედზე დაწერილი იქნება: „მე შენ გეკუთვნი” – „დიახ, შენ მე მეკუთვნი,” „ნებით მოვდივარ და არა იძულებით”. „მეც შენი ნებისაებრ გიღებ კარს შენ, და არა იძულებით.” ეს ოთხი წარწერა იქნება გამოსახული იმ წყეული ბეჭდის შუაგულში.