კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან იღებს სიამოვნებას ფინეთის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი და რა აკავშირებს მას ერნესტო ჩე გევარასთან

 

ფინეთის მეთერთმეტე და ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ტარია ჰალონენი 2000 წლიდან სათავეში უდგას ამ სკანდინავიურ ქვეყანას და მომავალ წელს მას პრეზიდენტობის ვადა გასდის. თუმცა, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალებს შორის, ჟურნალ „ფორბსის” ვერსიით, 62-ე ადგილის მფლობელი ჰალონენი, ფინეთის ყველა დროის ყველაზე ცნობილ ქალ პოლიტიკოსად დარჩება. მან ხომ ზედიზედ ორჯერ მოახერხა გაპრეზიდენტება სამშობლოში და დღესდღეობით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება. ჟურნალ „თბილისელების” ტრადიციულ რუბრიკაში ამჯერად ტარია ჰალონენის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.

* ტარია კაარინა ჰალონენი 1943 წელს ჰელსინკიში დაიბადა. ის მუშათა უბანში, კალიოში იზრდებოდა. მისი მშობლები მშენებელი ვიენო ჰალონენი და ლიუილი ლოიმოლა მეორე მსოფლიო ომის დროს დაქორწინდნენ და 1943 წლის შობის ღამეს ტარია დაიბადა. იმ დროს მამამისი ფრონტზე იმყოფებოდა. ლიუილი ლოიმოლა სხვადასხვა დროს ფეხსაცმლის ქარხანაში, წისქვილში, მუნიციპალიტეტში სოციალურ მუშაკად მუშაობდა. 1950 წელს ტარიას მშობლები ერთმანეთს დაცილდნენ და იმავე წელს ლიუილი ცოლად გაჰყვა პროფესიით ელექტრიკოსს  – ტუურე ფორსას.

* სკოლის დამთავრების შემდეგ ტარიას, რომელიც ბავშვობაში ტრამვაის კონდუქტორობაზე ოცნებობდა, არ ჰქონდა სწავლის გაგრძელების სურვილი და რამდენიმე ხნის განმავლობაში ფოსტაში კურიერად მუშაობდა. იმ პერიოდში ტარია მემარცხენე რადიკალური შეხედულებებით იყო ცნობილი, მონაწილეობდა სტუდენტთა პაციფისტური კომიტეტის გამოსვლებში და მხარს უჭერდა ფინეთის ცალმხრივ განიარაღებას. მომავალი პრეზიდენტი ერნესტო ჩე გევარას თაყვანისმცემელი იყო. ასევე, იმის გამო, რომ ქალებს არ ჰქონდათ უფლება გამხდარიყვნენ საეკლესიო მსახურები, უარი განაცხადა რელიგიაზე, დატოვა ლუთერანული ეკლესია და მას შემდეგ საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევს. 

1962 წელს ტარია ჰალონენი ჰელსინკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და 1968 წელს იურისტის წარჩინებული დიპლომი მიიღო. უნივერსიტეტის დამთავრებიდან სულ ცოტა ხანში, ტარია ფინეთის სტუდენტთა კავშირში მდივნის თანამდებობაზე მოეწყო სამუშაოდ. 1970-1974 წლებში ტარია ფინეთის პროფკავშირების გაერთიანების მთავარ იურისტად მუშაობდა და იყო პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. 1974 წელს ფინეთის პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა, 1977 წლიდან კი, ჰელსინკის საკრებულოში ბავშვთა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 1978-1985 წლებში ტარია ჰალონენი ჰელსინკის თეატრალური გაერთიანების თავმჯდომარე იყო. ერთი შეხედვით, იმ პერიოდში ტარია არ გამოირჩეოდა ეპატაჟურობით, თუმცა 1980-1981 წლებში იგი სექსუალური უმცირესობების დამცველ ორგანიზაცია „სეტას” ხელმძღვანელობდა. 80-90-იან წლებში სხვადასხვა დროს ტარიას ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები ეკავა. თუმცა, 90-იანი წლების შუა პერიოდში, ყველასთვის მოულოდნელად, იგი წავიდა პოლიტიკიდან და კერძო ბიზნესში საქმიანობდა. თუმცა იგი დაუბრუნდა პოლიტიკას და 2000 წელს წარმატებულად იყარა კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ტარია ჰალონენის მთლიანი პოლიტიკური კარიერა ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთასთან არის დაკავშირებული.

* სტუდენტობის პერიოდში ტარია გატაცებული იყო თეატრით და თავის დროზე წერდა მოთხრობებს ჩეხოვის პიესების მიხედვით. ბოლო 25 წელია, ტარია აქტიურად არის ჩართული ფინეთის თეატრალურ ცხოვრებაში, სხვადასხვა დროს მას მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა საბავშვო და მოზარდ მაყურებელთა თეატრების გაერთიანებებში და ასევე, კურირებდა თეატრებს პროფკავშირში მუშაობის დროსაც. ტარია ჰალონენი ყოველწლიურად ესწრება თეატრალურ ფესტივალს ქალაქ ტამპერეში.

* ტარია ჰალონენს ჰყავს ერთი ქალიშვილი, რომლითაც ამაყობს. ბავშვის აღზრდაში ტარიას დედა ეხმარებოდა, რადგან ანას მამას, იგი მალე გაშორდა და დღეს მხოლოდ „ექსკომპანიონად” მოიხსენიებს.. ანა ჰალონენი პოლიტოლოგია, იგი ინგლისში, კენტის უნივერსიტეტში სწავლობდა. ამჟამად კი ჰელსინკის უნივერსიტეტის, ალექსანდრიის ინსტიტუტის პროექტების კოორდინატორად მუშაობს. მასზე დიდ იმედებს ამყარებს დედა-პრეზიდენტი.

* ტარია ჰალონენი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მარტოხელა დედა იყო და არაოფიციალურად ხვდებოდა თავის მეზობელს, პენტი არაიარვის, რომელთანაც ოფიციალური ქორწინება 2000 წლის მარტში გააფორმა. ამით თავი აარიდა პრობლემებს, რომელიც შესაძლოა, პროტოკოლურ სამსახურს შექმნოდა. საბოლოოდ, 16-წლიანი რომანის შემდეგ, ტარია და პენტი  დაქორწინდნენ. 

თავისუფალ დროს ტარიას და პენტის ძალიან უყვართ მოგზაურობა. სხვადასხვა ქვეყნის თვალიერების გარდა, ტარიას მებაღეობა იზიდავს და თავის სააგარაკო ნაკვეთზე პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, სხვადასხვა ბოსტნეულს ზრდის. მეუღლესთან ერთად ტარია ასევე ხშირი სტუმარია ჰელსინკის პარკების, სადაც ისინი სპორტულ ფორმაში გამოწყობილები, ხელიხელჩაკიდებულები სეირნობენ. ტარიას ასევე  ჰყავს ორი კატა, რომლებიც მას გასაზრდელად შვილმა დაუტოვა – მისკა და რონტი. სახელი მისკა ტარიას ქალიშვილმა თავად მოიფიქრა. ბავშვობაში მას ძალიან უყვარდა მოსკოვის ოლიმპიადის სიმბოლო „მიშკა”, მაგრამ ამ სახელის წარმოთქმის დროს, ანა ასო „შ”-ს ვერ გამოთქვამდა და „მისკას” ეძახდა დათვს. ასე გადაიქცა „მიშკა” „მისკად”. 

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ტარია ჰალონენის მოწინააღმდეგეებმა „კომპრომატების ომი” წამოიწყეს და ფინელებს განუცხადეს, რომ 70-იან წლებში ტარია ჰალონენი – იმ დროს პროფკავშირების მუშაკი საბჭოთა კავშირთან გაერთიანებას უჭერდა მხარს. ამ ცნობას ჰალონენმა აბსურდი უწოდა.

* ტარია ჰალონენის ყველაზე ცნობილ გატაცებად მუცლის ცეკვა სახელდება. ფინეთის პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე წელია, აღმოსავლური ცეკვის ამ მიმართულებას ეზიარება და სპეციალურ წრეზე დადის. „მუცლის ცეკვა ზურგის ტკივილს შველის, გარდა ამისა, დიდ სიამოვნებას ვიღებ მეგობრებთან ურთიერთობით, რომლებთან ერთადაც დიდი ხანია, ვცეკვავ”, განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ტარია ჰალონენმა. 

* ცნობილი ფაქტია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ტარია ჰალონენი ცხოვრებას კვლავ თავის პატარა ბინაში აგრძელებდა, სანამ პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა მას დელიკატურად არ შეახსენა, რომ დროა საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადახვიდე საცხოვრებლადო. 

* მოდის გურუს, წიგნის „ფაუერ დრესინგ: პირველი ლედი, ქალი-პოლიტიკოსები და მოდა” ავტორი რობ იანგი დიდი ხანია, რაც სწავლობს ქალი-პოლიტიკოსების გემოვნებებს და მათი ჩაცმის სტილს. მისი თქმით, ფინეთის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებით ჩაცმული პოლიტიკოსი ქალია. ის ასევე აღნიშნავს, რომ დიასახლისური ჩაცმის სტილი ძალიან უხდება ფინეთის პრეზიდენტს.

* ტარია ჰალონენი არ არის ერთადერთი ქალი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფინეთის პარლამენტის 200 წევრიდან – 73 ქალია, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე სოციალ-დემოკრატი – რიიტა უოსუკაინენი. ასევე, მინისტრთა კაბინეტშიც თანამდებობების უმეტესობა ქალებს უკავიათ. საინტერესოა, რომ ფინეთში ჯერ კიდევ 1906 წლიდან, მაშინ, როდესაც ფინეთი რუსეთის იმპერიის წევრი იყო, ქალებს უფლება ჰქონდათ კენჭი ეყარათ დეპუტატის მანდატზე, რაც მაშინდელ იმპერიაში არსად არ ხდებოდა. 

 

скачать dle 11.3