კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა ამერიკელმა მილიარდერმა ააგო კოსმოდრომი და სად დაიწერა არაბი შეიხი-მილიარდერის „კილომეტრიანი” სახელი

 

„ფორბსის” მილიარდერები ხშირად აოცებენ ადამიანებს თავიანთი ექსცენტრიკული და მოულოდნელი ქცევებით. ეპატაჟურობით განთქმული რიჩარდ ბრენსონი კოსმოსის ათვისებაზე ფიქრობს, არაბი მილიარდერები თავიანთ მეგა-პროექტებს ახორციელებენ – აგებენ ცათამბჯენებს და „კილომეტრიან” სახელებს წერენ უდაბნოში, ზოგიერთი სულაც სკოლის მასწავლებელს ასახიერებს და წარმატების ფორმულას ხსნის გაკვეთილზე. „თბილისელების” ამ ნომერში პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ბოლო დროის ყველაზე უცნაური, ექსცენტრიკული და სასიამოვნო ქცევების შესახებ შეიტყობთ.

ბრენსონის კოსმოდრომი

ამერიკის შტატ ნიუ-მექსიკოში, ექსცენტრიკულობით განთქმულმა მილიარდერმა, რიჩარდ ბრენსონმა კოსმოდრომი „ბრენსონ გალაქტიკი” საზეიმოდ გახსნა. უახლოეს მომავალში იქიდან მგზავრებს ღია კოსმოსში გაუშვებენ. ტერმინალისა და ასაფრენი ბილიკის მშენებლობა მილიარდერს 208 მილიონი დოლარი დაუჯდა და მან პირადად გადაასხა ყველა სტუმარს თავზე შამპანური, რომელიც ტერმინალის შუშის სახურავზე გახსნა. კოსმოდრომის გახსნას ესწრებოდა 150 მოწვეული სტუმარი, მათ შორის ნიუ-მექსიკოს შტატის გუბერნატორი – სიუზან მარტინესი, მთვარეზე ნამყოფი ასტრონავტი – ბაზ ოლდრინი და „ვირჯინ გალაქტიკის” მომავალი მგზავრები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები პირველ რეისზე. ბრენსონის თქმით, მოგზაურობა კოსმოსში 2 საათს გასტანს და 5 წუთის განმავლობაში მგზავრები უჰაერო სივრცეში იქნებიან. მილიარდერმა ასევე დაამატა, რომ კოსმიური ხომალდი „სფეისშიპთუ” სულ მალე განახორციელებს პირველ ფრენას კოსმოსში. აღსანიშნავია, რომ კოსმოსში ფრენის ლიცენზიის მიღებამდე, ბრენსონის კომპანია უკვე იღებდა კერძო დაკვეთებს ბილეთებზე. თავად მილიარდერი კი, ირწმუნებოდა, რომ პირველ ფრენას მისი კომპანია 2007 წელს განახორციელებდა.

არაბი მილიარდერის

„კილომეტრიანი” სახელი

მილიარდერმა არაბმა შეიხმა გადაწყვიტა კოსმოსის მცხოვრებთათვის თავი გაეცნო და კუთვნილ კუნძულზე, კილომეტრიანი ასოებით, უდაბნოში საკუთარი სახელი დააწერინა, რომელიც კოსმოსიდანაც კი მოჩანს. 63 წლის შეიხმა ჰამად ბენ ჰამდან ალ-ნაჰიანმა, რომელიც აბუ-დაბის სამეფო ოჯახის წევრია, კუნძულ ალ-ფუტაისზე მუშებს სახელი – „ჰამდან” დააწერინა. სახელის სიგრძე 4 კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ სახელი მთლიანად არ დაეტია კუნძულზე და საჭირო გახდა, ზოგიერთი ასოს კონტურები ზღვაში მოეხაზათ, სპეციალური მოწყობილობებით. შეიხი ჰამდანის კაპიტალი 22,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ქონების სიდიდით, იგი მხოლოდ საუდის არაბეთის მეფეს ჩამოუვარდება. შეიხი ცნობილია ავტომობილების კოლექციით, რომელიც 200-მდე მსუბუქ ავტომობილს მოიცავს, მათ შორის შვიდი „მერსედეს 500 SEL”, ცისარტყელას შვიდივე ფერია და თითოეული მათგანი კვირის კონკრეტულ დღეს იქოქება. აღსანიშნავია, რომ შეიხის ფარეხი სპეციალურად აშენებულ პირამიდაშია განთავსებული.

საუდელი მილიარდერის სამშენებლო გეგმები

 საუდელი მილიარდერი, პრინცი ალ-ვალიდ იბნ ტალალი და მისი კუთვნილი საინვესტიციო კომპანია უახლოეს ხუთ წელიწადში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენებას აპირებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება „კინგდომ თაუერის” მშენებლობა, სამაგიეროდ ცნობილია, რომ მისი სიმაღლე ათას მეტრს გადააჭარბებს და მშენებლობის ბიუჯეტი 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ცათამბჯენი წითელი ზღვის სანაპიროზე, ქალაქი ჯიდას მეგა-კომპლექსის ცენტრალური შენობა იქნება და მასში განთავსდება სასტუმრო „ფორ სიზონი”, ლუქსის კლასის ბინები და საოფისე ფართი. ცათამბჯენის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „საუდი ბინ ლადენ გრუპი” განახორციელებს, რომლის მთავარი მოწილე, ერთ დროს ნომერ პირველი ტერორისტის, უსამა ბინ ლადენის ღვიძლი ძმა, ბაქრ ბინ ლადენია. კომპანიის დამფუძნებელი კი, უსამას მამა – შეიხი მუჰამედ ბინ ლადენი იყო. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენად დუბაის „ბურჯ-ჰალიფა” ითვლება, რომლის სიმაღლე 828 მეტრია.

ჩინელი „აბრამოვიჩი”

ჩინელი მილიარდერი ვან ძიანლინი, რომელიც ჩინური ფეხბურთის განვითარებაში მილიონობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მას სამშობლოში „ჩინელ აბრამოვიჩს” ეძახიან. ვან ძიანლინს გაფორმებული აქვს კონტრაქტი ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციასთან და კონტრაქტის თანახმად, ორი წლის განმავლობაში 77 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. გარდა ამისა, იგი ჩინეთის სუპერლიგის მთავარი სპონსორი გახდება 2011-2013 წლებში. ძიანლინის თქმით, მას არ მოსწონს, რომ რუს „ოლიგარქს” ადარებენ, რომელმაც თავისი კაპიტალი ბუნებრივი რესურსების მონოპოლიზების აკუმულირებით მოახდინა. ძიანლინი ირწმუნება, რომ საკუთარი იმპერია ოფლითა და სისხლით ააგო და მძიმე კონკურენციას გაუძლო, სანამ ფეხზე დადგა. „მე მართლა მაღელვებს ჩინური ფეხბურთის  ბედი და მზად ვარ, ჩემი კაპიტალის ნახევარი მის განვითარებას მოვახმარო”, – ეს არის ვან ძიანლინის სიტყვები.

მოუხელთებელი მილიარდერი

ერთ დროს ამერიკის უმდიდრესი ადამიანი უილიამ მილარდი, რომელიც ოცი წლის განმავლობაში გადასახადების გადაუხდელობის გამო, ძებნილად იყო გამოცხადებული, კარიბის ზღვაში, ერთ-ერთ კუნძულზე აღმოაჩინეს. მილიარდერი 1990 წელს გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მას 36 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების გადახდა დააკისრა. მილარდი კომპიუტერული ტექნოლოგიების ერთ-ერთი პიონერი იყო ამერიკაში. 70-იან წლებში მან სავაჭრო ქსელი „კომპიუტერ ლენდი” დააფუძნა, რომელსაც 800-მდე მაღაზია ეკუთვნოდა. თავად მილარდის კაპიტალი კი ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მილარდს გადასახადების გადახდისკენ მოუწოდეს, იგი მეუღლესთან ერთად გაუჩინარდა და მხოლოდ 21 წლის შემდეგ, დიდი კაიმანის კუნძულზე აღმოაჩინეს. ამჟამად მილარდის გადასახდელმა თანხამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რადგან დროთა განმავლობაში პროცენტი მატულობდა. თავად „ძებნილი” მილიარდერი უარს აცხადებს რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე.

მილიონობით დოლარი შვილიშვილის სახელზე

პლანეტის უმდიდრესმა ჰონკონგელმა ბიზნესმენმა ლი შაუ-კიმ, რომლის კაპიტალი „ფორბსის” ვერსიით, 19 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, მეექვსე შვილიშვილის გაჩენასთან დაკავშირებით, თავისი კომპანიის მუშაკებს ბონუსის სახით, საერთო ჯამში,  2 მილიონი დოლარის პრემიები დაურიგა. ბიზნესმენის წარმომადგენლის თქმით, პრემიას კომპანიის 1 500 თანამშრომელი მიიღებს და ყოველ მათგანს 1 285 დოლარი შეხვდება. დეველოპერული კომპანია „ჰენდერსონ ლენდ დეველოპმენტის” მფლობელი ლი შაუ-კისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის ასე აღნიშნავს შვილიშვილის დაბადებას. შარშან მან ათიათასიანი ბონუსები გადაუხადა თავის თანამშრომლებს, იმის აღსანიშნავად, რომ უფროს ვაჟს – პიტერს სუროგატმა დედამ სამი ტყუპისცალი გაუჩინა.

მილიარდერი მასწავლებელი

რუსმა ოლიგარქმა, მილიარდერმა ალექსანდრ ლებედევმა კიროვის ოლქის ქალაქ სლობოდსკოიში, ადგილობრივ სკოლაში პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაკვეთილები ჩაუტარა თემაზე „წარმატების ფორმულა”. ლებედევმა მათ უამბო თუ როგორ გახდა თავად მილიარდერი. „წარმატების გაკვეთილის”, როგორც მას სკოლაში უწოდებენ, ჩატარების თაობაზე სკოლის დირექტორმა თავად მიმართა მილიარდერს, რადგან სწორედ ოლიგარქის დაფინანსებით აღიჭურვა სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებით – კომპიუტერებით, პრინტერებით, ინტერნეტით. ლებედევმა სიამოვნებით მიიღო შეთავაზება და ბავშვებს 2 დღის განმავლობაში უტარებდა „წარმატების გაკვეთილებს”.

 

скачать dle 11.3