კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მარინა ყარაულაშვილი ჩინეთის იმპერატორის მედდა და როგორ გახდა ის ჩინური, ცნობილი სერიალის გმირი


23 წლის მარინა ყარაულაშვილი დიდი ხანია, ჩინეთში ცხოვრობს და სწავლობს. მარინას მამა გამოცდილი მფრინავია. თვითონ ქართველი გოგონა კი, საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა ფილმებში და მოდელიც იყო ერთ-ერთ ფირმაში. თუ როგორ ცხოვრობს ქართველი გოგონა ჩინეთში, როგორ ვითარდებოდა მილიარდიან ქვეყანაში მისი სამსახიობო კარიერა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.


მარინა: უკრაინაში ვარ დაბადებული, დედაჩემი უკრაინელია, მამა კი ქართველი. ის კახეთში, კერძოდ კი თელავში დაიბადა. დაბადებისთანავე, ძალიან მალე გადმოვედით საცხოვრებლად თბილისში. დავამთავრე სკოლა, რუსული სექტორი და 2002 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი დიზაინის ფაკულტეტზე.

– როგორ აღმოჩნდი ჩინეთში?

– მამაჩემი პროფესიონალი მფრინავია. მას 2004 წელს ჩინეთში სამსახური შესთავაზეს და მთელ ოჯახს იქ მოგვიწია გადასვლა საცხოვრებლად. თავიდან, მშობლებთან ერთად, შენჯენში ვცხოვრობდი. შემდეგ პეკინში გადავედი და უნივერსიტეტში ჩავაბარე. მანამადე კი გადამიღეს ფილმებში და რეკლამებში, ძირითადად მასიურ სცენებში. შემდეგ კი უკვე სერიოზული როლებიც მომცეს. თუმცა, მოგვიანებით, ეს ყველაფერი მომბეზრდა და მუშაობა დავიწყე მოდელად დიზაინ-სამოდელიორო ფირმაში „ნიუს იმიჯ”. ახლა მთლიანად სწავლით ვარ დაკავებული და დიპლომის დაცვის შემდეგ შევეცდები სერიოზული და პერსპექტიული სამსახური ვიშოვო.

– მომიყევი, როგორ ცხოვრობდი საქართველოში და ამჟამად რას საქმიანობს მამაშენი, რომლის სამსახურის გამოც, ჩინეთში გადმოხვედით საცხოვრებლად?

– საქართველოში ნორმალურად, საშუალო დონეზე ვცხოვრობდით, მამას დიდი ანაზღაურება არ ჰქონია. შემდეგ მან ინტერნეტის საშუალებით იშოვა სამსახური. სასწრაფოდ გადაფრინდა ჩინეთში გასაუბრებაზე და მაშინვე აიყვანეს, რადგან ის ძალიან კარგი, პროფესიონალი მფრინავია. მანამდე „აირზენაში“ მუშაობდა. ამჟამად კი, მუშაობს ჩინეთის ავიაკომპანიაში, მეთაურია, ბოინგით დაფრინავ ძირითადად აზიის ქვეყნებში და მისი ანაზღაურება თბილისთან შედარებით, უფრო დიდია. დედა დიასახლისია. მშობლები შენჯენში ცხოვრობენ, მე კი – პეკინში.

– შენ თქვი, ფილმებში, რეკლამებში გადამიღესო, როგორ მოხვდი ამ სფეროში?

– ერთ დღეს ლექციებიდან მოვდიოდი, ქუჩაში ერთი გოგონა მომიახლოვდა და მითხრა: თქვენ ძალიან ლამაზი ხართ და გარეგნულად იმ გოგონას ჰგავხართ, რომელსაც ფილმისთვის ვეძებთ და ხომ არ ცდიდი ბედსო. მე მესიამოვნა და გამიკვირდა კიდეც. გამოვართვი ტელეფონის ნომერი და ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი. სახლში მოვიფიქრე და გადავწყვიტე, თანხმობა მეთქვა. დავურეკე და მივედი გადასაღებად. ამიყვანეს როლზე და ვითამაშე ჩინეთის იმპერატორის სამხედრო მედდის როლი, თავისი სამოსით და იარაღით. ძალიან მომეწონა გადაღებების პროცესი, საკმაოდ საინტერესო იყო. ამის შემდეგ კიდევ სხვა როლების თამაში მომიწია, ასევე გადამიღეს რეკლამებში. ყველაზე სერიოზული ჩემს რეპერტუარში იყო მდივნის როლი. ოთხი დღის განმავლობაში მიღებდნენ, დილის 6 საათიდან საღამოს 10-11 საათამდე. სცენარი საკმაოდ რთული იყო და თან მაშინ ჩინური კარგად არ ვიცოდი, მთელი სცენარი ზეპირად ვისწავლე, თუმცა, როგორც მერე შევიტყვე, თურმე ფილმებში, სადაც უცხოელი მსახიობები მონაწილეობენ, მათ საუბარს ყოველთვის ჩინელი მსახიობი ახმოვანებს. ძალიან მიხაროდა, რომ ფილმში გადამიღეს. ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ჩინეთში ამისრულდა.

– ვინ თამაშობდა შენთან ერთად ამ ფილმში, ვისი მდივანი იყავი?

– რეჟისორები ჩინელები იყვნენ, ისევე, როგორც მსახიობების დიდი ნაწილი. სამწუხაროდ, არ მახსოვს, იმ ფილმების სახელწოდება, სადაც ვთამაშობდი. რაც შეეხება ჩემს როლს, მე ვთამაშობდი ამერიკელ მსახიობს, მაიკლის მდივანს, რომელიც ერთ-ერთ ფირმას ხელმძღვანელობდა. მე ვიყავი ძალიან კარგი მდივანი, რომელიც თავის უფროსს ყველანაირად უდგას მხარში. გადაღებები ძირითადად პეკინში მიმდინარეობდა, მაგრამ ერთი სცენა ვანკუვერში უნდა გადაგვეღო და შესაბამისად, იქ უნდა გადავფრენილიყავით. სამწუხაროდ, კანადის საელჩომ ვიზა არ მომცა, ამიტომ გადაღებები ისევ პეკინში გაგრძელდა. სხვათა შორის, ეს იყო სერიალი. სულ 23 სერია გამოვიდა და მე თითქმის ყველა სერიაში ვმონაწილეობდი.

– ალბათ პეკინში ცნობილი სახე გახდი?

– არ მგონია, პოპულარული ვიყო, თუმცა, დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ცნობილი სახე. საერთოდ აქ ძალიან ბევრ უცხოელს იღებენ ფილმებში. ერთხელ მახსოვს, ჩემმა კორეელმა თანაკურსელმა მითხრა, ძალიან ჰგავხარ ლამაზ გოგონას სერიალიდანო. აი, მაშინ ცოტათი ვიგძენი თავი პოპულარულად და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. არც ერთხელ არ მინახავს ეს სერიალი და არ ვიცი, ამჟამად კიდევ გადის თუ არა რომელიმე არხზე. საერთოდ, პოპულარობაზე მეტად, ჩემთვის მნიშვნელოვანი განათლება და ახლობლების კარგად ყოფნაა, სხვა დანარჩენი, ნელ-ნელა იქნება. რაც შეხება რეკლამებს, სხვადასხვა სატელევიზიო რეკლამებში ვარ გადაღებული. ერთი იყო ბავშვები მოზაიკა, ინგლისური სიტყვები უნდა აგეწყო. კიდევ სხვა რეკლამებშიც ვარ გადაღებული და სხვათა შორის, ეს სფერო ძალიან მომწონდა.

– ახლა, ისიც მითხარი, როგორ დაიწყე სამოდელო ფირმაში მუშაობა?

– მე მყავს მეგობარი ვიკა, მისი მშობლები ბიზნესით არიან დაკავებულები. პეკინიდან საქონელი მიაქვთ ვლადივოსტოკში და ერთხელ ჩვენც მივედით იმ ფირმაში, სადაც ვიკას დედა უკვეთავდა მოდურ ქურთუკებს. ერთმა ბიჭმა, რომელიც ამ ფირმაში მუშაობდა, მკითხა, ხომ არ გინდა მოდელად იმუშავოო. ზედა სამოსს მოგასინჯებთ, თუ მოგვეწონება შენი ზომები აგიყვანთ ამ სამსახურშიო. შემდეგ წამიყვანეს მთავარ ოფისში. მთავარმა დიზაინერმა მნახა, ამიღო ზომები და მითხრა, რომ ვაკმაყოფილებდი მათ მოთხოვნებს და შემეძლო მუშაობის დაწყება. ასე გავხდი ამ ფირმის მოდელი, თუმცა ყოველდღიურად არ დავდიოდი. როცა საქმე ჰქონდათ, მირეკავდნენ, ზოგჯერ სამ თვეში ერთხელ, ზოგჯერ ყოველკვირა! ისინი ჩემს ტანზე ამოწმებდნენ ყველაფერს, კარგად იჯდა თუ არა სამოსი, თუ მიხდებოდა. ამჟამად კი დიპლომზე ვმუშაობ და დროებით უმუშევარი ვარ, ჩემთვის სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

– თუ საიდუმლო არ არის, როგორი ანაზღაურება გქონდა?

– სერილაში ვიღებდი 400 დოლარს, ხოლო ფირმაში მუშაობისას, საათში 20 დოლარს.

– სად სწავლობ და საერთოდ, როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– ვსწავლობ ენისა და კულტურის უნივერსიტეტში, რომელიც პეკინში საუკეთესოა, უნდა გამოვიდე ჩინური-ინგლისური ენის მთარგმნელი. ჩინური ენა ძალიან საინტერესოა, მთავარია ალღო აუღოთ. სწავლას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ თვეში ერთხელ შემიძლია, წავიდე კლუბებში და ვიცეკვო. პეკინში ძალიან ბევრი რუსული ღამის კლუბი და რესტორანია. ძირითადად, ერთ კლუბში დავდივარ საცეკვაოდ, ცეკვა და მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. როდესაც თბილისში ვცხოვრობდი, დავდიოდი ქართულ-ეროვნულ და ლათინურ ცეკვებზე. კონსერვატორიაში ვოკალში ვმეცადინეობდი. ამიტომ, ძალიან მიყვარს ცეკვა და სიმღერა. ბევრი მეგობარი მყავს, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან. მყავს ერთი თბილისელი მეგობარი, ვასო, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩამოვიდა პეკინში და მაშინვე დავმეგობრდით.

– ვიცი, რომ არ ხარ გათხოვილი. რას მეტყვი ჩინელ მამაკაცებზე. თუ, როგორც ყველა უცხოეთში მცხოვრები ქართველი გოგონა, შენც ქართველ მამაკაცზე აპირებ დაქორწინებას?

– იმედია, ჩინელი კაცები არ მიწყენენ და დღემდე მე ისინი მამაკაცებად არ აღმიქვია. რაც შეხება ოჯახის შექმნას, მიმაჩნია, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრება უნდა დაუკავშიროს ისეთ პიროვნებას, რომელიც მასთან ახლოს არის სულიერად, კულტურით, აღზრდით, რომ მომავალში არ შეექმნათ პრობლემები. ჩემთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. მხოლოდ ქრისტიანს გავყვები ცოლად, რომელსაც გულწრფელად ვეყვარები, გამიგებს და მეც ასევე მეყვარება.


скачать dle 11.3