კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიდი ავიაციის ვნებანი

ჩარტერული ორთაბრძოლა

 

იმ მარტივი მიზეზით, რომ საბაზრო ეკონომიკა კონკურენციას ეფუძნება, რაც, ერთი მხრივ, კომპანიებს აიძულებს, მუდმივადაც იყვნენ ფორმაში და მომხმარებლის გულისკენ მიმავალი უმოკლესი გზაც ეძიონ (უმოკლესი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უიაფესს  ნიშნავს), გულს მოეფონა, რაკი შევიტყვეთ, რომ ქართულ ბაზარზე „ეარ ქაიროც“ შემოფრინდება. სიხარულის მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ის გახლავთ, რომ ეგვიპტისკენ ტურისტული ტურების ღირებულება უნდა გაიაფდეს, თუმცა, „აირზენა ჰოლიდეის“ განმარტებით, ეს ფაქტი არც ტურებს გააიაფებს და არც კონკურენციას გაზრდის.

ამის პარალელურად, „ეარ ქაიროს“ პარტნიორი ტუროპერატორი დარწმუნებულია, რომ ეგვიპტური ტურების ფასი 15-20 პროცენტით შემცირდება (გასაგებია, რომ ეს ეგვიპტური ავიაკომპანია თბილისი-შარმ ელ შეიხის მიმართულებით იფრენს) და ესეც მხოლოდ – მინიმუმ. რაც შეეხება „აირზენა ჰოლიდეის“ ლოგიკას, მათი განცხადებით, „ეარ ქაიროს“ ყოველი მეორე რეისი ერევნის გავლით შესრულდება, რაც, თურმე, მეტ დროსა და ხარჯებს მოითხოვს. ამიტომაც, მტკიცედ სწამთ, რომ, თუ კლიენტებისთვის კომფორტი და დროის დაზოგვაა მნიშვნელოვანი, ისინი მხოლოდ კონკურენტის დაბალ ფასს არაფრის დიდებით არ დაჰყაბულდებიან.

თუმცა, ნამდვილი დიდი კონკურენცია არანაკლებ დიდ ავიაციაში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოსკენ დაიწყება: „აირზენა ჰოლიდეი“ პირველ რეისს 14 ნოემბერს ასრულებს (შარმ-ელ შეიხის მიმართულებით), „ეარ ქაირო“ კი ამ უთანასწორო ჩარტერულ ბრძოლაში 21 ნოემბერს ჩაერთვება.

ოღონდ, თუ ქართული ავიაკომპანიის ზემომოყვანილ განაცხადს გავიხსენებთ, რომ საჰაერო ბაზარზე კონკურენტის შემოსვლა ტურებს ვერ გააიაფებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული საბაზრო ეკონომიკის ლოგიკა საბაზრო ეკონომიკის საყოველთაოდ აღიარებული ლოგიკისგან „პრუჟინიანი“ ბურთულასავით ამოვარდნილია!

 

скачать dle 11.3