კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნათლიმამები

ანუ „მომწონს ეგ სიტყვა, შენც მომეწონე“

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ტრადიციას არც გასულ კვირას უღალატა და მთავრობის 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა ახლა უკვე სკოლის მანდატურებს გააცნო (ბუნებრივია, საგანმანათლებლო აქცენტებით). როგორც სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული გვერდი გვამცნობს, მინისტრ შაშკინს განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე გაუმახვილებია. ცხადია, არც მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე ხაზგასმა დავიწყებია.  მეტიც, არც ქება-დიდება დაუშურებია, რაკიღა „ამ მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობეს სკოლაში ჯანსაღი გარემოს შექმნა. ხელი შეუწყვეს მოსწავლეების სკოლაში დაბრუნებას და სწავლის პროცესის გაუმჯობესებას.“

საკუთარი ნაუბრის დასტურად ბ-ნმა შაშკინმა ლოზუნგურ ზეპირსიტყვიერებას ციფრებიც შეაშველა: „სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები, 80 პროცენტით შემცირდა დაგვიანება, 75 პროცენტით შემცირდა მოსწავლეთა გაკვეთილებიდან გაპარვა, 95 პროცენტით შემცირდა ფულის გამოძალვა, 85 პროცენტით შემცირდა მოსწავლეთა შორის დაპირისპირება (მააშ!).“ ხოლო, რაკი ბ-ნ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა მონაცემებს ეფუძნება ზემომოყვანილი სტატისტიკა და, რა თქმა უნდა, ისიც, თუ რა მაჩვენებლებთან შედარდა ისინი, აშკარაა, ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ სიტყვაზე ვენდოთ (დაახლოებით, „კაკო ყაჩაღის“ სტილში: „მომწონს ეგ სიტყვა, შენც მომეწონე და ამისათვის გენდობი შენა“).

ვენდობით თუ არა, ბ-ნი შაშკინი ასკვნის, რომ „ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა სასკოლო გარემო, სადაც შესაძლებელია, სკოლამ მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს.“ ხოლო, რაკი ეს ის შემთხვევაა, რის გადამოწმებაც დათვლილ წამებშია შესაძლებელი, მოგახსენებთ, რომ სკოლების უმეტესობაში (აი, სწორედ იქ, „მაღალი ხარისხის განათლების შესათავაზებლად რომ ყველა პირობაა შექმნილი“), მაგალითად, ქართულის მასწავლებლები მეთორმეტეკლასელებს მოძღვრავენ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვა საატესტატო გამოცდის მისაღებად არ სჭირდებათ და გამოცდის წარმატებით დასაძლევად ყვითელყდიან წიგნში პროზად გადმოცემული „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის გაცნობაც სავსებით  საკმარისია (უფრო მააშ!). ჰოდა, იქნებ ამ ჩვენს მინისტრს ცოტა შეეცადა 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის გაცნობის მიმართულებით და დაინტერესებულიყო ამ ჩვენს მამადავიწყებულ სკოლებში საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი მდგომარეობით?!

 

скачать dle 11.3