კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადახვევის მოლოდინში

„ძველ ქუჩაზე ძველ სიმღერას ვღიღინებ“

 

მართალია, თურმე, ჩვენი მოწვევით ჩამოსულან, მაგრამ, რაკი „ნატოს“ სრული შემადგენლობის (ელჩების დონეზე) სტუმრობა სახუმარო საქმე არ არის, ბუნებრივია, მთელი გასული კვირა, ჯერ იყო და, მოლოდინით მოგვრილი სიხარულით ვიყავით შეპყრობილი, შუაში – ჩამოსვლით მოგვრილისა, ბოლოში კი – შთაბეჭდილებებით გამოწვეულისა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქტივობით (ოღონდ, ცხადია, ბ-ნი რასმუსენის შემდეგ), ჩვეულებისამებრ, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში „ნატოს“ გენმდივნის სპეცწარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გამოირჩეოდა. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ შეგვაგულიანა, რომ „იმ რეფორმების დამსახურებით, რომლებსაც საქართველო ატარებს, მისი „ნატოში“ გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია.“

ბუნებრივია, ისიც შეგვახსენა, რომ „ნატომ“ საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო  (აი, სწორედ მას შემდეგაა „ნატოს“ კარი ღია ჩვენთვის, ერთი ისაა, რომ ვერა და ვერ შევეტიეთ) და ზედაც მოგვილოცა, რომ „ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“ (აბა, კარში მაინც რომ ვერ შევეტიეთ?!), ოღონდ, არც ის დაივიწყა, რომ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ და დაგვპირდა, რომ ჩვენთან ერთად ახლა უკვე „კონკრეტულ სფეროებში“ წაიმუშავებს.

ერთი სიტყვით, ბ-ნი აპატურაის შემართების ლაიტმოტივი ასეთი გახლდათ: „საქართველომ და „ნატომ“ ერთმანეთს ხელი კიდევ უფრო მჭიდროდ ჩამოართვეს“, თუმცა, ისევ უპასუხოდ დარჩა კითხვა: და როდის გადავეხვევით?! 

 

скачать dle 11.3