კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩივილი თეატრისა

„ვისღა სცალიან ჩემთვისა, ქვეყანა იქცა დუქნადა“.

 

რაკიღა იქ წვეულება ერთხელ უკვე შედგა (წვეულებას ვამბობ, თორემ, საყველპურო ენაზე, „ჭამა-სმა დიდად შესარგი“ გახლდათ), ცხადია, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში „ნატოს“ გენმდივნისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის მიღების გამართვას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ვერ დაუდგებოდა და არც დაუდგა!

და განა იმიტომ, რომ „ქვეყანა მხედავს მდებარეს „არშინის“, „ჩოთქის“ გვერდითა, შვიდასი წელი გამიხდა, არ გავპოხილვარ დუმითა“, წინასწარვე გაცხადებული თანმიმდევრობით: „ჩამოსვლისთანავე საქართველო-„ნატოს“ საბჭოს სხდომისა და სპეციალური პრესკონფერენციის შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენი რუსთაველის თეატრში გადაინაცვლებს, სადაც მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ დაესწრება. წარმოდგენის შემდეგ რუსთაველის თეატრში ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის სახელით „ნატოს“ გენერალური მდივნისა და წევრი ქვეყნების ელჩებისთვის მიღება გაიმართება.“

სამწუხაროდ, ბ-ნ რასმუსენს მიუზიკლის შესახებ თავისი აზრი ჩვენთვის არ გაუმხელია (თუმცა, პირადად ჩემთვის კვლავ გამოცანად რჩება, რა შემოქმედებითი გარღვევისთვის იქცა „ქეთო და კოტე“ პოსტრევოლუციური საქართველოს სავიზიტო ბარათად), ოღონდ, ის კი განგვიმარტა (ერთობლივ სპეცპრესკონფერენციაზე), რომ „საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციებში პირდაპირ კავშირში არ არის ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან“,  მაგრამ მთლად გულმოკლულებიც არ დავუტოვებივართ (მომყავს ციტატა): „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განვაცხადო, რომ ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს ოპერაციებში. საფრთხის მიუხედავად, თქვენი ჯარისკაცები ავღანეთში დიდ საქმეს აკეთებენ (საფრთხე – საფრთხედ, თუმცა, ავღანეთს ამ ჩვენს ღარიბ ქვეყანაში ის დატვირთვაც აქვს, რომ იქ მომსახურეთ მაღალ ხელფასებს უხდიან).

როგორც უნდა იყოს, რაკი იმედი ბოლოს კვდება, თუ „ნატოს“ რეკომენდაციებს შევასრულებთ, იქნებ ბედს მართლაც ვეწიოთ, მანამდე კი კვლავაც უპასუხოდ რჩება კითხვა: რატომ ექცა ამ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას თეატრში ვახშმობა ტრადიციად?

ვითომ, იმ ინტერიერში უფრო გამოდემოკრატიულებულები ვჩანვართ?!

 

скачать dle 11.3