კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

ორტეგას მორიგი გაპრეზიდენტება

ნიკარაგუის მოქმედმა პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ მესამედ იყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა 85 პროცენტიდან ხმების 62 პროცენტი მიიღო. ორტეგას უშუალო კონკურენტმა „დამოუკიდებელი ლიბერალური პარტიიდან” ფაბიო გადეომ ხმების 30 პროცენტის მიღება მოახერხა. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ნიკარაგუაში საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდა და 61 პროცენტით გაიმარჯვა ორტეგას სანდინისტური ფრონტის ნაციონალური თავისუფლების მოძრაობამ. ორტეგა ნიკარაგუაში 1985-1990 წლებში იყო პრეზიდენტი, რის შემდეგაც ოპოზიციაში გადავიდა და 2006 წელს მეორედ გაპრეზიდენტდა, ახლა კი მესამედ იყარა კენჭი. დასავლეთში ორტეგას ავტორიტარიზმსა და დიქტატორული რეჟიმის დამყარებაში ადანაშაულებენ. 

პუტინი გავლენიანების სამეულშია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი და სავარაუდოდ, მომავალი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამერიკულ ჟურნალ „ფორბსის” მიერ ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგის პირველ სამეულში მოხვდა. გასული წლის რეიტინგში პუტინი მეოთხე ადგილს იკავებდა და როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, მისი რეიტინგი „ფორბსის” ექსპერტებისთვის გაიზარდა. რეიტინგის სათავეში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაა, რომლის რეიტინგი ოსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის ჩატარების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეხება სამეულის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ამ პოზიციაზე ჩინეთის ლიდერი ხუ ძინ ტაო განთავსდა. ყველაზე გავლენიანების პირველ ათეულშია ასევე: რომის პაპი – ბენედიქტე მეთექვსმეტე, საუდის არაბეთის მეფე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – დევიდ კემერონი.

გვატემალას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

გადამდგარმა გენერალმა ოტო პერეს მოლინამ გვატემალაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მოლინამ ამომრჩეველთა ხმების 60 პროცენტი დააგროვა, ხოლო მისმა უშუალო კონკურენტმა, ბიზნესმენმა მანუელ ბალდისონმა ხმების 40 პროცენტი მიიღო. 61 წლის მოლინა პატრიოტული პარტიის ლიდერია, ხოლო ბალდისონი დემოკრატიული აღორძინების პარტიას წარმოადგენდა. ქვეყნის ჯერჯერობით მოქმედ პრეზიდენტს, ალვარო კოლომს, გვატემალის კონსტიტუციის თანახმად, არ ჰქონდა უფლება მეორედ ეყარა  კენჭი პრეზიდენტობაზე, რადგან 2011 წლის მარტში მისმა მეუღლემაც მოინდომა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კონსტიტუცია კი კრძალავდა პრეზიდენტის ოჯახის წევრების მონაწილეობას არჩევნებში. მაშინ, წყვილმა განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი, თუმცა გვატემალის საკონსტიტუციო სასამართლომ ცოლ-ქმარს უარი განუცხადა და სანდრა ტორესის კანდიდატურა დაბლოკა.

სარკოზიმ ისრაელის პრემიერი ტყუილში დაადანაშაულა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მატყუარა უწოდა. დიდი ოცეულის სამიტის დროს, რომელიც კანში ჩატარდა, ჟურნალისტებმა შემთხვევით მოისმინეს სარკოზისა და ბარაკ ობამას პრივატული საუბარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარების საკითხს ეხებოდა. ამ დროს უწოდა სარკოზიმ ნეთანიაჰუს მატყუარა, რაზეც ობამამ უპასუხა: „თქვენ უკვე მოგბეზრდათ, მე კი ამ სიტუაციაში გარკვევა მიწევს მუდამ”.  ამ საუბრის დეტალები გაზეთ „ზი იერუსალიმ პოსტის” ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს.

გერმანელების უარი რუსეთს

გერმანიის პრეზიდენტმა კრისტიან ვულფმა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე მხარი არ დაუჭირა რუსეთის ინიციატივას ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის დამყარების თაობაზე. პრესკონფერენციაზე, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადის” პროექტს ეხებოდა, მედვედევმა ღიად განაცხადა, რომ ვულფის პოზიცია მნიშვნელოვნად შეარყევს გერმანია-რუსეთს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. უვიზო რეჟიმის დამყარებისთვის აუცილებელია ევროკავშირის ყველა წევრის ქვეყნის დასტური და გერმანია ჯერჯერობით პირველია, რომელმაც თავი შეიკავა აღნიშნულ საკითხზე რუსეთის სასარგებლო პოზიცია დაეკავებინა.

 

 

скачать dle 11.3