კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ადგილ-მამულების პატრონია საქართველოში „გრაფინია” ხათუნა იოსელიანი და რაში არ შეცდა ის ამერიკაში

მსახიობი ხათუნა იოსელიანი ამერიკაში ხუთი წლის წინ წავიდა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. უკვე მრავალი წელია, ის და მისი ოჯახი საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მაგრამ, როგორც თავად გვითხრა, ამერიკაში აქტიური მუშაობისა და წარმატებების მიუხედავად, არ იცის, ოდესმე თუ შესწვდება თბილისში ბინის შეძენას. ის ნიუ-იორკშიც  ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ოღონდ, ქართველ მეგობრებთან ერთად, ქალბატონი ხათუნა თბილისში მცირე დროით არის ჩამოსული და ინტერვიუზეც დაგვთანხმდა.

 

– ქალბატონო ხათუნა, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული ცხოვრება.

– ხუთი წლის წინ იქ ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ვიყავი – წავედი, დავათვალიერე ნიუ-იორკი და, რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა სიტუაცია. გავიგე, რომ არსებობს ამერიკული პროგრამა ექსტრაორდინარული მსახიობებისთვის, მაგრამ, ასე ადვილი არ არის, ადამიანმა მიატოვოს თავისი სამშობლო, საფლავები. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მინდოდა, რაღაც შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ამდენი აურზაურისა და ომების შემდეგ განტვირთვა მჭირდებოდა. ადამიანი ეგოისტია, რაღაც-რაღაცეებს გაურბის, თვითგადარჩენაზე ფიქრობს და, მეც ასე, თვითგადარჩენისთვის წავიღე ჩემი საბუთები, რათა, გაეგოთ, ვინ ვარ, საიდან ვარ. სამ თვეში „მწვანე ბარათი“ მომივიდა – სამუშაოს უფლება მივიღე. ჩავედი თუ არა, პირველი, რაც გავაკეთე, დავაარსე საბავშვო თეატრი – „კავკასექსპრესი”. მაია ბარამიძემ და მისმა მეუღლემ შემომთავაზეს საბავშვო თეატრი დაგვეარსებინა. მაია ისეთი ადმინისტრატორი და ტექნიკური რეჟისორია, სულ ვეუბნები, შენ რობიკო სტურუასთან უნდა მუშაობდე-მეთქი. ჩემმა პოპულარობამ ამერიკაშიც გაიდგა ფესვები. დღემდე დიდი მადლობელი ვარ ჩემი ხალხის, რადგან აქაც ხელის გულზე მატარებდნენ და იქაც ასეა. არადა, მეგონა, ყველას დავავიწყდი. ქართველ-ამერიკელი ბავშვებისთვის დავდგი სპექტაკლი „ნაცარქექია,” რომელშიც დავაკავე ცუცა კაპანაძე. სხვათა შორის, მე და ცუცა ერთად ჩავედით ამერიკაში. მერე რაღაცეები მოხდა და თეატრი დაიშალა. ამის შემდეგ ოთხმა კაცმა გავაკეთეთ კორპორაცია „გრაალის სახლი” და, პირველი სპექტაკლი, რომელიც დავდგით და ფილმიც გადავიღეთ, დუმბაძის „ჰელადოსი” იყო.

– რატომ მიიღეთ ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება?

– გადახედავ შენს ოჯახს, შესაძლებლობებს, ძალებს და ყველაფერს თავიდან იწყებ. ეს ჩემი არჩევანი იყო. ბევრი ტრავმა მივიღე ცხოვრებაში – ჯერ, რა ძმა მომიკლეს... (მსახიობი და ჟურნალისტი, საშკა იოსელიანი, აფხაზეთის ომში დაიღუპა. მისი ქალიშვილი, ნინო იოსელიანი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ირაკლი ჩოლოყაშვილის მეუღლეა, – ავტორი) საშას შემდეგ ჩემი აზროვნება და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვალა. დგება მომენტი, როცა აღარ გინდა ეს ტრავმები, ერთფეროვანი გეჩვენება ცხოვრება, ამდენი მიტინგობანა, უბედურება. აქ ყველაფერი მქონდა, არც როლები დამკლებია და არც ჟურნალისტებისგან პატივისცემა, მაგრამ, მე ძალიან დიდ ოჯახს ვინახავ, ვუძღვები და, ნამდვილად არ მცალია იმისთვის, რომ აქ დავდგე და „ურა, ურა” ვიძახო. იქაური ქართველობა ერთმანეთს მხარში უდგას. ეკა ცინცაძემ ბევრი სიკეთე გამიკეთა, ასევე, თინიკო ყენიამ, ნატა იმნაიშვილმა, ნანა ზარმანოვამ, ცუცა კაპანაძემ, ვიკა სივერსონმა, ნატო გუნცაძემ, ნანა ყიფიანმა, თინა ტალახაძემ... ვერ გეტყვით, რომ ყველას მოდებული ვარ. იქაც ყველას თავისი სამეგობრო წრე ჰყავს, თავისი ურთიერთობები აქვს, ისევე, როგორც აქ. ვცხოვრობ ოკეანის პირას, ბელეტაჟზე, ჩემს მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ქირით. ეს ოცნებაც ავისრულე – არ მიყვარს ორი-სამსართულიანი სახლები. ერთხელ ახალი გადასული ვარ, ვიღვიძებ დილას და მესმის კარგი ქართული, მამაპაპური გინება. ვაიმე, – ვიფიქრე, – ეს რა ხდება, ისევ საბურთალოზე ვარ-მეთქი? ამით იმის თქმა მინდა, რომ, გინდ ამერიკაში იყოს ეს ადამიანი, გინდ საქართველოში, გენეტიკური კოდი ყველგან ერთნაირია, არაფერი შეცვლის. მხოლოდ ადგილმდებარეობას იცვლი და ცოტა ხანს ისვენებ. ჩვენ ახლა იქ თეატრალური ჯგუფები გვაქვს, გვყავს ქართულის, ხატვის მასწავლებლები, სწავლობენ ქართულ პოეზიას, პროზას.

– ინგლისური ენის არცოდნა არ გიშლით ხელს?

– ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ინგლისურს რომ ვსწავლობდი, მაგრამ, ზედმიწევნით კარგად არ მისწავლია, ცოტა-ცოტა ვიცი. არასდროს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ამერიკაში წავიდოდი, მაგრამ, დადგა ასეთი დრო.

– არ შეგეშინდათ ამხელა ქვეყანაში? ჩადიხართ იმ ამბიციით, რომ იქ ოჯახში კი არ იმუშავებთ, სადაც აქედან ჩასული ქართველების ოთხმოცი პროცენტი მუშაობს, არამედ თეატრში ითამაშებთ და სპექტაკლებს დადგამთ...

– ბუნებით არ ვარ მშიშარა, ზოდიაქოს ნიშნით „თხის რქა” ვარ. რა თქმა უნდა, მორიდება უნდა გქონდეს, ფრთხილი უნდა იყო, უნდა აკონტროლო საკუთარი თავი, არასოდეს სხვის საქმეში არ უნდა ჩაერიო და არც შენს საქმეში ჩარიო ვინმე. ხომ გაგიგია, „არ ვიცის“ დედა იცინოდა და „ვიცის“ დედა ტიროდაო. მთავარია, ჩემი საქართველო დადგეს ფეხზე, იყოს ლამაზი და მშვიდი.

– თავიდან ძალიან გაგიჭირდათ?

– მათხოვარივით არსად არ უნდა წახვიდე. შენი საჭმლისა და გზის ფული ყოველთვის ჩანთაში უნდა გედოს. უპირველესად, საკუთარი თავის იმედი მაქვს  და შემდეგ – მეგობრების. მე თავიდანვე კარგი მეგობრები მედგნენ გვერდით.

– წარსულიდან რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

– უკან არასდროს ვიხედები, მაგრამ, წარსულიდან ჩემი დიდი ოჯახი მენატრება: მე გადასარევი დები მყავს, ძმა – მამის მხრიდან. ასევე, მენატრება წყალტუბო. მართალია, იქ არ დავბადებულვარ და გავზრდილვარ, თბილისში, როგორც იტყვიან, ხოხობზე ადრე შემოფრენილი თბილისელები ვართ, მაგრამ, ჩემი კუთხე, ფესვები, რის გამოც „გრაფინია იოსელიანს” მიწოდებენ, არ უნდა დავივიწყო. იცით, რამხელა ადგილ-მამული გვაქვს? ცხონებული ოტია მეტყოდა, ჩამოდი, ხათუნა, ოთარ იოსელიანი ისვენებს და შენც ჩამოდიო.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება? საკმაოდ მომხიბვლელი, ენერგიული, პოპულარული ქალი ხართ. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ქალი მარტო არ უნდა იყოს.

– ამაზე საუბარი არ მიყვარს. ჩემი პირადი ცხოვრება – პირადი ცხოვრებაა. არაფერი ისეთი არ მქონია, რომ საქვეყნოდ ვაჩხრიალო. ჩემი ყოფილი მეუღლე ბოლომდე ჩემს მეუღლედ მიმაჩნდა. ერთი წელია, რაც გარდაიცვალა. ზურა შენგელია ულამაზესი, ბრწყინვალე კაცი იყო. თამუნა ზურას მეორე შვილია, თუმცა, ჩემი გაზრდილია. გადასარევი მეუღლე ჰყავს, ჩემი უახლოესი მეგობარია, თბილისში სულ ერთად ვართ, ერთად ვცხოვრობთ. ავღელდი, დავღელდი და, ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი საქართველოდან წასვლა. ხანდახან რაღაც ისეთი ხდება შენს ცხოვრებაში, რაც არ უნდა მოხდეს, თუმცა, ჩვენ დაშორებულები მაინც არ ვიყავით, ბოლომდე მეგობრებად დავრჩით. მე ცოტა დაუდგრომელი ადამიანი ვარ, თუ რამე მინდა, ვერ დამაკავებ.

– ესე იგი, სულ არაფერი ხდება?

– კი ბატონო, ლამაზი, სექსუალური ქალი ვარ, მაგრამ, არ მინდა არც ქმარი, არც საყვარელი. იმდენი ტრავმა მაქვს მიღებული ცხოვრებაში, ახლა ეს არ მჭირდება. მე მყავს შვილიშვილი – საშკა, რომლის სახელსაც ძალიან ვუფრთხილდები. ახლა მოდაშია პატარა ბიჭების მაიმუნობა ბებერ ქალებთან – ასეთი ტენდენცია წამოვიდა. ეს ყოველთვის იქნება, მაგრამ, ადგილზევე უნდა მოსპო ეს ამბავი. 

– თქვენ არ გახვევენ თავბრუს ლაწირაკი ბიჭები?

– ახლაც არის უამრავი, რამდენიც გნებავთ, მაგრამ, ქალი ხარ და ასეთ დონეზე არ უნდა გასულელდე და გამოშტერდე. უნდა იცოდე, იმ ლაწირაკს რისთვის უნდიხარ. პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს და სხეულს უნდა სცე პატივი. ეს შემთხვევა ყველას ექნება, ვარიანტი არ არის. ქალი და კაცი განურჩევლად ერთია. მოზრდილი ბიჭის გონება რაღაც პერიოდში ირევა და ასაკოვანი ქალების მიმართ უჩნდება მიდრეკილება. რაღაც მიზანშეწონილია, რაღაც – არა; რაღაცა ჩემთვის მიუღებელია, ვიღაცისთვის კი – მისაღები. „ტორმუზი“ იმიტომ აქვს ადამიანს, რომ მოუჭიროს. არ უარვყოფ არც სიყვარულს, არც პატივისცემას, მაგრამ, შესაფერის დონეზე. იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მოსასწრები, კაცმა არ იცის, როდის „დავიშლები”. ისევ მინდა თბილისში კინოში, სერიალში, ვითამაშო, სცენაზე ვიდგე. ნებისმიერ რეჟისორს შეუძლია, დამირეკოს და ჩამოვალ – წასვლა-წამოსვლის  პრობლემა არ მაქვს. 29-ში კანადაში მაქვს პრემიერა და ამიტომ მივემგზავრები ასე მალე. გული მწყდება, რომ მსახიობებს აქ დაფასება არ აქვთ, თორემ მე რა მჭირდა სხვაგან გასაქცევი?! ჩემი რანგის მსახიობები მილიარდერები არიან. როგორც უნდა, ცხოვრება ისე წაგიყვანს, მთავარია, უფლის გჯეროდეს.

 

 

скачать dle 11.3