– ბატონო გივი‚ უარს ნუ მეტყვით‚ მე თქვენი ქალიშვილის სექენდ ჰენდს გთხოვთ...
***
– ე ბიჭო‚ რაჟიკუნა‚ გონია, გზა აგვებნა. გავაჩეროთ მანქანა და ვკითხოთ ვინმეს!
– შენც კარგი ვინმე ხარ‚ ქვე საიდან უნდა იცოდნენ ამათმა‚ ჩვენ სად მივდივართ?!
***
– რაზე ფიქრობ?
– რადგან მამაკაცი ვარ, ვფიქრობ ფულზე‚ ფეხბურთზე‚ სექსზე. თუმცა, სხვა რამე უნდა მოვიფიქრო – კითხვაზე ხომ უნდა გაგცეთ პასუხი?
***
გემმა კატასტროფა განიცადა. ორმა გადარჩენილმა მამაკაცმა ძლივს მიაღწია დაუსახლებელ კუნძულამდე. რამდენიმე დღის შიმშილობის შემდეგ, ერთმა‚ რომელმაც ადრე გაიღვიძა‚ აიღო წინასწარ მომზადებული დიდი, წვეტიანი ქვა და მეორეს ფეხი მოაჭრა. ფეხმოჭრილი აყვირდა.
– ნუ ყვირი! შენ რა‚ გგონია‚ მარტო შევჭამ და არ გაგიყოფ?
***
ზაფხული. ზღვა. პლაჟი...
შედის ტიპი მაშველთა ჯიხურში:
– ბიჭებო‚ ასანთი ხომ არ გაქვთ?
– აი‚ სანთებელა.
– მოწევა ხომ არ გნებავთ? აიღეთ... – ჩამოურიგა სიგარეტი.
– ო‚ დიდი მადლობა!
– არაფრის. აბა‚ როგორაა საქმე‚ განწყობა...
– რა ვიცი‚ ვმუშაობთ‚ ისეთი არაფერი.
– ო, წელს კარგი ზაფხულია? ბევრია დამსვენებელი?
– არა უშავს‚ ირუჯებიან.
– კარგი‚ აბა‚ წავედი... ჰო, რისთვის შემოვედი? მგონი, ჩემი სიდედრი იხრჩობა...
***
და მაინც‚ თურმე არსებობს მამაკაცისთვის ბედნიერი ქორწინება – ეს მისი ქალიშვილის გათხოვებაა.
***
– დედი, სკოლაში მაბრაზებენ‚ ყველა მეუბნება‚ რომ მატყუარა ვარ...
– სანდრო‚ შენ ხომ სკოლაში ჯერ არ დადიხარ?!
***
არჩევნები – ეს ის დღეა‚ როდესაც ქაღალდებს ურნაში ყრიან, და არა – ურნასთან.
***
– აბა‚ როგორაა მკურნალობის საქმე?
– არც როგორ. ადრე მინდოდა და არ შემეძლო‚ ახლა შემიძლია და არ მინდა.
***
– უკაცრავად‚ ვერ მეტყვით‚ რა ღირს ყველი?
– რატომ ვერ გეტყვი‚ ვიჩხუბეთ და დაგემდურე თუ?!
***
როგორ გავიგოთ ნამდვილი მელომანია თუ არა მამაკაცი:
– აბაზანაში‚ რომლის კარსაც ჭუჭრუტანა აქვს‚ ვუშვებთ მომღერალ ლამაზ ქალს. მელომანი მამაკაცი ჭუჭრუტანას ყურს მიადებს.
***
სოციალური გამოკვლევით, კითხვაზე: „რამდენია 10-ჯერ 100 გრამი“‚ რუსეთის მოქალაქეთა 85 პროცენტის პასუხი იყო: „1 ლიტრი“‚ მხოლოდ 15 პროცენტმა უპასუხა – „1 კილოგრამი“.
***
„გაქვს ოჯახი. არ შეგიძლია, გამოკვებო? დალიე!“
***
როცა საქმეს კარგად გააკეთებ‚ ცოტა ხნით თავს ანებებ საქმეს.
როცა კარგად დანაყრდები‚ დროებით აღარ ფიქრობ საჭმელზე.
როცა კარგი სექსი გაქვს‚ ცოტა ხნით ივიწყებ სექსს.
როცა კარგად დალევ‚ დიდი ხნით გავიწყდება საქმეც‚ შიმშილიც‚ სექსიც...
***
– მამი‚ რატომ ისვამენ ქალები ათასნაირ მაზსა და პომადას‚ იღებავენ თმას და ისხამენ სუნამოს‚ კაცები კი – არა?
– იმიტომ, რომ ქალები მახინჯები და სუნიანები არიან.
***
სპეციალურად ქალებისთვის გამოვიდა მობილური ტელეფონები მენსტრუალური ციკლის გამოთვლის ფუნქციით. ერთ თვეში გამოვა მამაკაცთა ტელეფეონები‚ სადაც 10 ასეთი კალენდრის შეყვანა შეიძლება. ამის შემდეგ მამაკაცებს აღარ დასჭირდებათ თავის მტვრევა‚ ვისთან წავიდნენ.
***
– ხო‚ ძაღლებზე გამახსენდა: გუშინწინ სიდედრი გავაგდე სახლიდან და, შენ წარმოიდგინე‚ არც კი შემოუყეფავს.
***
– ჩვენ დემოკრატები ვართ და გვინდა‚ ყველა ადამიანი მდიდარი იყოს.
– ესე იგი, ღარიბები აღარ იქნებიან?
– რა თქმა უნდა! – ისინი დაიხოცებიან.
***
ზოგი ფიქრობს‚ რომ კუები დიდხანს ცოცხლობენ. სინამდვილეში, ისინი ცოტა ხანს ცოცხლობენ‚ ოღონდ – ნელა.
***
მიდის მელია ტყეში. ხედავს‚ ზემოთ ყვავი უკუღმა მიფრინავს.
– რა ხდება, ყვავო‚ ეგრე რატომ დაფრინავ?
– ჩვენთან სიახლეებია‚ დიდი ცვლილებები.
დაფიქრდა მელა და ისიც უკუღმა წავიდა. შემოხვდა მგელი და...
გაბრაზებულმა მელამ ყვავი მოძებნა და ეუბნება:
– რატომ მომატყუე‚ აკი ცვლილებებიაო...
– ცვლილებები აქ‚ ზემოთ იქნება‚ თორემ, ქვემოთ‚ რასაც გიშვებოდნენ‚ ისევ ისე გიზამენ.
***
– რა სჭირდება ღარიბ ებრაელს ბედნიერებისთვის?
– არ არსებობენ ღარიბი ებრაელები‚ არიან ღარიბი ადამიანები‚ რომლებიც ფიქრობენ‚ რომ ებრაელები არიან...
***
იგავის „მელა და ყვავის“ ძირითადი აზრი ისაა‚ რომ მხოლოდ ყველის დაკარგვის შემდეგ მიიღო ყვავმა სიტყვის თავისუფლება.
***
კითხვაზე – „საშუალება რომ გქონდეთ‚ ვის მოკლავდით“‚ ვერ ვუპასუხებ უბრალო მოსაზრების გამო – მეშინია‚ ვინმე არ გამომრჩეს... უხერხულია.
***
იყიდა „ახალგაზრდული სლენგის ლექსიკონი“ და ბევრი ახალი გაიგო თავის თავსა და მეგობრებზე...
***
სამსახურში ქალი ყვება‚ რომ საყვარელმა ოქროს ძეწკვი აჩუქა და ვერაფრით მოიფიქრა‚ რა უთხრას ქმარს.
– უთხარი‚ რომ მეგობარმა გათხოვა...
– ვითომ იყიდე...
– პრემია მოგცეს და...
– უთხარი‚ ვითომ იპოვე... ჩემმა ცოლმა ამას წინათ ოქროს სამაჯური იპოვა...