კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩააყენა კონკურსის წინ „მისტერ საქართველომ“ კარგ ფორმაში „ვიცე-მის საქართველო“ და რა სტატუსი არ უწყობთ მათ ხელს დაქორწინებაში

20 წლის გიორგი ორბელაძე „იმიჯ ცენტრის“ მიერ მოწყობილი კონკურსის „ნიუ ფეის მოდელ სერჩ მენის“ პირველი გამარჯვებულია, რომლის შემდეგაც ის „მისტერ მსოფლიოზე“ გაემგზავრა და, შესაბამისად, ის ყველასთვის „მისტერ საქართველოსთან“ ასოცირდება. მისი მშვენიერი შეყვარებული, 17 წლის ნინი მასპინძელაშვილი ახლახან „მორე ვიცე-მის საქართველო 2011“ გახდა.

 

ნინი: ხუთეულში მოხვედრას ველოდი, მაგრამ, სამეულში – არა. რომ გამომაცხადეს, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცარი მომენტი იყო. გვერდით მდგარმა გოგონამ სანამ არ მითხრა, გილოცავენ, წინ გადიო, მანამდე ფეხი ვერ გადავდგი.

– გიორგი, შენ რამდენიმე წლის წინ სამოდელო კონკურსის „ნიუ მოდელ სერჩის“ გამარჯვებული გახდი, თუმცა, მაშინაც და ახლაც „მისტერ საქართველოს“ გეძახიან.

გიორგი: 2010 წელს გავიმარჯვე კონკურსში „ნიუ მოდელ სერჩ“, შემდეგ წელსაც ჩატარდა ეს კონკურსი, მაგრამ, ყველა „მისტერ საქართველოს“ სახელით მიცნობდა. ალბათ, იმიტომ, რომ „მისტერ მსოფლიოზე“ წავედი და იქ გამოვდიოდი, როგორც „მისტერ ჯორჯია“. ამ კონკურსის შემდეგ შეიცვალა ის, რომ საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული გავხდი, მეტად ვზრუნავდი გარეგნობაზე. პასუხისმგებლობაც დიდი მქონდა, რადგან ჩემი თავი და ქვეყანა უნდა წარმედგინა „მისტერ მსოფლიოზე“.

– რით ხარ ამჟამად დაკავებული?

– ჯერჯერობით ვსწავლობ და ვვარჯიშობ. ადრე კალათბურთს ვთამაშობდი, შემდეგ, რაღაც ტრავმების გამო, თავი დავანებე და ათლეტიზმით დავკავდი. ამჟამად რაგბის ვთამაშობ.

– ძალიან კარგი გარეგნობა გაქვს და, ცხვირი, ყურები რომ დაგემტვრეს და ფორმები შეგეცვალოს?

– თამაშის დროს ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე, რომ თავს გავუფრთხილდე. სხვათა შორის, ნინი წინააღმდეგი იყო, მეუბნებოდა, ცხვირს გაგიტეხენო.

ნინი: კი, სულ ვეუბნებოდი – ცხვირს გაგიტეხენ-მეთქი, არ მინოდა, რომ ეთამაშა, მაგრამ ვინ დამიჯერა?

– გიორგი, ნინის კონკურსში მონაწილეობაში, ალბათ, შენ მიგიძღვის წვლილი.

ნინი: გიორგიმ წამიყვანა პირველად ქასთინგზე, ბევრჯერ გამომყვა. მისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, თან, ჩემი სჯეროდა. „მისტერ საქართველო“ რომ გახდა, მეც ვფიქრობდი, კონკურსში მონაწილეობას და შემდეგ გიორგიმ გადამაწყვეტინა.

გიორგი: მე ნინის გამარჯვებასაც ველოდი, მაგრამ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ფინალურ შოუზე ხუთეული რომ დაასახელეს, ძალიან ვინერვიულე, რატომ – არ ვიცი. ხუთეულში რომ დაასახელეს, თითქოს მომეშვა, მაგრამ, მინდოდა, გაემარჯვა, ანუ, მცირედით მაინც იმედგაცრუებული დავრჩი.

– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

ნინი: სამი წელია, ვიცნობთ ერთმანეთს, ინტერნეტით გავიცანი.

გიორგი: თავიდანვე ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, რომელიც შემდეგ სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა.

ნინი: ჩემი ტელეფონის ნომერიც არ ჰქონდა. შეხვედრის წინა დღეს მითხრა, ნომერი მომეცი, ისე ვერ მოგაგნებო. მივეცი და მეორე დღეს სკოლაში გამომიარა. პირველად მოვეწონე და მერე დაიწყო ჩვენი შეხვედრები. როდესაც ერთმანეთს ინტერნეტით ვესაუბრებოდით, მაშინ მხოლოდ მეგობრები ვიყავით. იმ პერიოდში ვიღაც ბიჭი მომწონდა და ყველაფერს გიორგის ვუყვებოდი. მასაც ჰქონდა ერთი გოგონას მიმართ სიმპათიები და ისიც მიყვებოდა მის შესახებ. ასე რომ, არც კი გვიფიქრია, თუ ჩვენს შორის ასეთი ურთიერთობა განვითარდებოდა.

– შენ თქვი, სკოლაში გამომიარაო. რამდენი წლის იყავი?

– 14 წლის ვიყავი, 15-ის ვხდებოდი, მაგრამ, გიორგი მოვატყუე, 15 წლის ვარ-მეთქი.

გიორგი: მე მაშინ 17 წლის ვიყავი. სამი წელია, რაც ერთად ვართ, თუმცა, იყო რაღაც პერიოდები, როდესაც ერთად არ ვყოფილვართ, გვიჩხუბია და ერთმანეთთან ოთხი თვე არ გვქონია კონტაქტი. ანუ, ქარცეცხლი გამოვიარეთ და მერე ყველაფერი თავისით დალაგდა. ახლა ჩვენი ურთიერთობა ძალიან მშვიდად, კარგად მიედინება.

ნინი: პირველად რვა ძმაკაცთან ერთად მოვიდა. ამდენი ბიჭი რომ დავინახე, გული გამისკდა.

გიორგი: პირველი შთაბეჭდილება ისეთი იყო, როგორსაც ველოდი. იმ პერიოდში ვმეგობრობდით, ამიტომ, არც მიფიქრია, თავი მომეწონებინა. ჩვეულებრივი მეგობრული შეხვედრა იყო.

ნინი: მაშინ არანაირად არ ვფიქრობდი გიორგიზე, მაგრამ, მესამედ რომ შევხვდი, უკვე მივხვდი, მოვწონდი. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ სიყვარული ამიხსნა, მე კი მაინც არაფერს ვეუბნებოდი. მგონი, წელიწად-ნახევრის შემდეგ ვუთხარი, რომ მიყვარდა. გრძნობებში რომ ვერ გავერკვიე, ამიტომაც, ჩემი ინიციატივით, ოთხი თვის განმავლობაში საერთოდ არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს.

გიორგი: ფაქტობრივად, ამ ოთხი თვის განმავლობაში შევეგუე იმ აზრს, რომ აღარ გვექნებოდა ურთიერთობა. მაგრამ, მერე ნინი გამომეხმაურა და აღვადგინეთ ურთიერთობა.

– ნინი, გიორგი სიურპრიზებს გიკეთებს?

გიორგი: თავიდან, როდესაც ურთიერთობა იწყება, ბიჭი ცდილობს, გოგონა სიურპრიზებითა და სხვა რაღაცეებით მოხიბლოს. ახლა ისე ხშირად ვართ ერთად, რომ სიურპრიზების გაკეთება არც ხერხდება, თუმცა, ყურადღებას ყოველთვის ვიჩენ.

ნინი: თუ არ გამოიჩენს ყურადღებას, აღარ ხარ ყურადღებიანი-მეთქი, ვეჩხუბები, ვებუტები და მერე გამოასწორებს ხოლმე.

გიორგი: რაც მთავარია, ნინის, უყვარს საკუთარ თავზე, გარეგნობაზე ზრუნვა. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ, ბევრი ქართველი გოგონას სენია – ეზარებათ ვარჯიში, არ ზრუნავენ გარეგნობაზე. მე და ნინი ერთად დავდიოდით ტრენაჟორებზე, ვვარჯიშობდით, თან, ისე კარგად, რომ მეც მჯობნიდა. არ ეზარება სირბილი, პრესების ვარჯიში. ბოდიბილდინგზე ახლაც ვვარჯიშობ. გამიმართლა – თავიდანვე კარგი ინსტრუქტორი შემხვდა და ჩემს გამოცდილებას ნინისაც ვუზიარებდი. ახლა უკვე აღარ სჭირდება ჩემი ინსტრუქციები.

ნინი: გიორგი იყო ჩემი ინსტრუქტორი, თან, ძალიან კარგი – კონკურსის წინ ორ თვეში ძალიან კარგ ფორმაში ჩამაყენა.

– გიორგი, ნინის მომავალ მოდელობაზე რა აზრის ხარ?

გიორგი: ჩემი წვლილი ის არის, რომ ნინიმ „მის საქართველოზე“ მიიღო მონაწილეობა, რადგან, მე მისი მჯეროდა და მინდოდა, მისი თვისებები, შესაძლებლობები დაენახათ. ბოლომდე თუ ვერ დაინახეს, „მეორე-ვიცე მის საქართველო“ მაინც ხომ გახდა? თუმცა, რომ განაგრძოს სამოდელო კარიერა, ამის მომხრე არ ვარ. მირჩევნია, სწავლა გააგრძელოს, რადგან, უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე მოდელობაა.

– დაქორწინებასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ ახლო მომავალში გეგმები?

– რა თქმა უნდა, მომავალში ვაპირებთ ერთად ყოფნას, მაგრამ, ახლა ამას  ოფიციალური სახე რომ მიეცეს, რაღაც-რაღაცეები არ გვიწყობს ხელს: ასაკი, სტუდენტური სტატუსი და ასე შემდეგ.

 

 

скачать dle 11.3