კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 8 სექტემბერს, დილის 11 საათზე. რომელ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი საოჯახო ურთიერთობა?

პასუხი: საოჯახო-სასიყვარულო კუთხით თქვენთვის მისაღებია ლომის, კუროს, თხის რქის, მორიელისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი.

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 26 ივლისს. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიებში მელის წარმატებები და უცხოეთის რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება სამშობლოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უცხოეთი გეკრძალებათ. იქ დაგროვილი ცოდნა და კაპიტალი სამშობლოში უნდა გამოიყენოთ. ასევე, აუცილებელია სტაბილური ოჯახური, ნათესაური კავშირები. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე და ჰარმონია და არა აგრესია და დეპრესია. იყავით მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, მომთმენი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მარტოხელა მებრძოლი და მოწესრიგებული მუშაკი. საკუთარ თავზე თამამად აიღეთ პასუხისმგებლობა. საქმეს მეტი სერიოზულობით მიუდექით. დაეყრდენით ინტუიციას და, ნუ გათქვამთ საიდუმლოს – ეს თქვენი კარმული მისია და წარმატებების მომტანი ფაქტორებია ცხოვრებაში. უცხოეთიდან კარგია შემდეგი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, შოტლანდია, თურქეთი, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, საფრანგეთის შამპანის მხარე, ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, უზბეკეთი, დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, გერმანია, იაპონია, ლიტვა, ხორვატია, საბერძნეთი, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, ბელორუსი. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 29 ოქტომბერს. რომელი პროფესიებია ჩემთვის ასტროლოგიური კუთხით მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფია, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სადალაქო საქმიანობა, სოციოლოგია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 6 მაისს. რომელი ასტროლოგიური ქვები უნდა ვატარო, ცხოვრებაში წარმატებების ადვილად მისაღწევად?

პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანია შემდეგი ასტროლოგიური ქვები: ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარჯანი, გიშერი, ოქროსფერი ტოპაზი, ქალცედონი, სარდიონი.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1996 წლის 28 აგვისტოს, ღამის საათებში. რომელი სფერო აირჩიოს პროფესიებიდან, რომ წარმატებას მიაღწიოს?

პასუხი: მისთვის წარმატებების მომტანია, შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, პედაგოგიკა, საინჟინრო საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 22 დეკემბერს, დღის საათებში. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა, იყოთ აქტიური, ენერგიული, შეგეძლოთ ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიტერატურულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. გამოავლინეთ უშიშარი ბუნება, მებრძოლი სულისკვეთება. იყავით მშვიდობის მტრედი და, სადაც შეხვალთ, სახლი იქნება ეს თუ სამსახური, შეიტანეთ სიმშვიდე და იდილია – ეს თქვენი გამარჯვების ფაქტორია. ასევე, დაეყრდენით კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, სამართლიანობასა და დიპლომატიას.

 

скачать dle 11.3